იაკობ (აკო) ჩიხლაძე დაიბადა თბილისში, 1962 წლის 8 თებარვალს. მამამისი – პიმენ ჩიხლაძე, უმაღლესი განათლებით, 1976 წელს გარდაიცვალა. დედა – ლეილა ფერაძე უმაღლესი განათლებითაა. ჰყავს ორი ძმა. იყო უცოლშვილო.
1968 წელს სწავლა დაიწყო თბილისის 14-ე საშუალო სკოლაში, რომელიც ღაამთავრა 1978 წელს.
1980 წლიდან სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მექანიზაცია-ელექტროფიკაციის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის განაწილებით 1985 წლიდან მუშაობა დაიწყო გორის რაიონის სოფ. ტყვიავში კოლმეურნეობის მთავარ ინჟინერ-მექანიზატორად.
1986-I987 წლებში მოიხაღა სავალდებულო სამხედრო სამსახური. სამაჩაბლოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო მიმდებარე სოფლების მოსახლეობა აქტიურად იყო ჩაბმული სისხლისმღვრელ ომში. თითქმის ყველა სოფელში ჩამოყალიბდა თავდაცვის შტაბი, შეიძინეს იარაღი დაეხმარებოდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველებს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებში. სოფ. ტყვიავში თავდაცვის შტაბს აკო ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა.
1992 წლის 11 მაისს სოფელ ერგნეთთან დაიწყო საომარი მოქმედება. როგორც ყოველთვის, ტყვიავის შტაბის წევრებიც – აკო ჩიხლაძე, კობა ქარელი, წიკო ოდიაშვილი, მორის „'ლატოზიშვილი და მიშიკო ქარელი – წავიდნენ საბრძოლველად.
12 მაისს ტყვიაველ მეომრებს ერედველებმა დახმარება სთხოვეს ოსურ სოფ. ფრისზე შეტევის განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, არ შეშინდნენ და. საფარი გერ აე აისირძოლეს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არ გაჩერებულა მათი იარაღი. ზურგი არ უჩვენეს, არცერთს ტყვია ზურგში არ ჰქონდა მოხვედრილდ. ქართველს ქართველის ღალატი უფრო ამარცხებს, თორემ მტერი რას დააკლებს! ბრძოლის წინა ხაზზე მდგომი ბიჭები მარტო დატოვეს და უკან დაიხიეს.
რვა ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე ოსის ტყვიამ შეიწირა, ურჯულოებმ, სიკვდილიც არ აკმარეს ვაჟკაცებს, აწამეს და დაწვეს. ტყვიაველებთან ერთალ ბრძოლაში ორი ერედველი და ერთი ქორდელი მებრძოლიც დაიღუპა. ტყვიაველი ვაჟკაცები სოფლის ცენტრში არიან დაკრძალული. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებულია შემორიალი.
ვაჟკაცებად არ იბადებიან, ვაქკაცებად კვდებიან. მათ სახელებს სამშობლო სანთლებად აინთებს. მარად გვახსოვდეს აკო ჩიხლაძე, კობა ქარელი, წიკო ოდიაშვილი, მორის კალატოზიშვილი. მიშიკო ქარელი.