სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მიხეილ (ბაჩუკი) ბურძგლა 1971-93წ. გარდ. 21 წლის, სოფ. კოლხიდა, გაგრა, აფხაზეთი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხი ორდენით. დაბ. თბილისი მიხეილ (ბაჩუკი) ბურძგლა 1971-93წ. გარდ. 21 წლის, სოფ. კოლხიდა, გაგრა, აფხაზეთი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხი ორდენით. დაბ. თბილისი მიხეილ (ბაჩუკი) ბურძგლა 1971-93წ. გარდ. 21 წლის, სოფ. კოლხიდა, გაგრა, აფხაზეთი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხი ორდენით. დაბ. თბილისი მიხეილ (ბაჩუკი) ბურძგლა 1971-93წ. გარდ. 21 წლის, სოფ. კოლხიდა, გაგრა, აფხაზეთი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხი ორდენით. დაბ. თბილისი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბურძგლა სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

294       ბეჭდვა

მიხეილ (ბაჩუკი) ბურძგლა 1971-93წ. გარდ. 21 წლის, სოფ. კოლხიდა, გაგრა, აფხაზეთი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხი ორდენით. დაბ. თბილისი

დაბადებული 1971 6 მარტს თბილისში. საქარველოს მხედრიონის რაზმის წევრი. დედისერთა. უცოლშვილო. სტუდენტი. დაიღუპა გმირის სიკვდილით გაგრაში მთაზე განხორციელებული შეტევის დროს 1992 წლის 28 აგვისტოს. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხი ორდენით. მის სახელს ატარებს თბილისის ქუჩა. დაკრძალულია საბურთალოს საძმო სასაფლაოზე.


შარშან 29 აგვისტოს გაგრის მისადგომებთან, სოფელ. კოლხიდასთან ჩეჩენი სნაიპერის ტყვიამ მოკლა საქართველოს „მხედრიონის“ წევრი, 21 წლის მიშიკო (ბაჩუკი) ბურძგლა.

დედამისი – გედა მგელაძე-ბურძგლა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო. ერთი ბედი მაინც ჰქონია ქალბატონს – ის 1990 წელს გარდაიცვალა და, ამდენად, თავისი ერთას დაღუპვას არ მოსწრებია.


მიშიკოს (ბაჩუკის) მამა – მიხეილ ბურძგლა მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია. იმის წარმოდგენა, თუ რა დღეშიც იქნება ეს ადამიანი, არ უნდა გაგვიჭირდეს, ის პირები, რომლებმაც ქვევით დაბეჭდილი ლექსები მოგვაწოდეს დარწმუნდებიან, რომ ბატონ მიხეილს აქამდე ლექსები არ უწერია. რასაკვირველია, აქ ის კონკრეტულად თავის საფიცარ შვილს დასტირის, ეს საკუთარი თავის დატირებაცაა, მაგრამ ეს ლესები ხომ სამზეოდან წასული ყველა უდროოდ დაღუპული, მტრის ტყვიით გმირული ყველა მამულიშვილის დატირებაა. ეს ლექსები ხომ ყველა შვილმკვდარი დედისა და მამის გულის კვნესაა.

თუმცა, მოდით, ამაზე სიტყვას ნუ გავაგრძელებთ, მოვუსმინოთ შვილმკვდარი მამის გულისთქმას.

მახეილ ბურძგლა სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

               ჯუმბერ თითმერია


   

ბურძგლა მიხეილ მიხეილის ძე. დაბადებული 1971 6 მარტს თბილისში. საქარველოს მხედრიონის რაზმის წევრი. დედისერთა. უცოლშვილო. სტუდენტი. დაიღუპა გმირის სიკვდილით გაგრაში მთაზე განხორციელებული შეტევის დროს 1992 28 აგვისტოს. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. მის სახელს ატარებს თბილისის ქუჩა. დაკრძალულია საბურთალოს საძმო სასაფლაოზე.

მიხეილ ( ბაჩუკი ) ბურძგლა მიხეილის-ძე

დაიბადა 1971 წლის 6 მარტს ქ. თბილისში. 1978 წელს შევიდა ქ. თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1988 წელს და ამავე წელს ჩაირიცხა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსის დახურვის შემდეგ, 1992 წელს, ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.

მ. ბურძგლას საბრძოლო შენაერთი გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდის მისადგომებთან იბრძოდა სეპარატისტების წინააღმდეგ. ბრძოლა უთანასწორო იყო, ბევრი დაიჭრა და დაეცა ბრძოლის ველზე. საჭირო იყო მათი დაცვა, ბრძოლის ველიდან გამოყვანა. მ. ბურძგლამ სიცოცხლის ფასად მოახერხა ამ დავალების შესრულება, თუმცა თვითონ დაქირავებული ჩეჩენი სნაიპერის ტყვიის მსხვერპლი გახდა 1993 წლის 29 აგვისტოს. საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლას გმირულად შეეწირა 21 წლის თბილისელი მამისერთა ვაჟკაცი ბაჩუკი ბურძგლა.

მ. ბურძგლას დამსახურება, თავდადება სამშობლოსათვის აღინიშნა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. მისი უკვდავი სახელი ეწოდა ქუჩას, სადაც ფეხი აიდგა.

ბაჩუკი ბურძგლას დარჩა უსაზღვროდ დამწუხრებული დამლოცველი მამა - მიხეილი, რომელიც 2014 წელს, დარდისაგან დაბრმავებული, გარდაიცვალა.

ბატონი მიხეილის სიტყვები ამხნევებდა ახალგაზრდებს:

ცოცხლებს მოგიხმობთ, დადექით ერთად,

კიდევ ბევრია გადასარჩენი,

მაშინ პირნათლად იქნებით ღმერთთან,

არაფერია სხვა დანარჩენი


Михаил ( Бачуки ) Бурдзгла

Родился 6 марта 1971 года в г. Тбилиси. В 1978 году он поступил в первую экспериментальную среднюю школу и в том же году бул зачислен в Политехнический институт гидротехнического факультета. После окончания 3-го курса, в 1992 году, стал в ряды защитников Родины.

Боевое подрозделение , куда был зачислен М. Бурдзгла, воевала в селе Колхида Гагрского района. Бои проходили с численно превосходящим противником. На поле боя находилось много раненых, которых надо было спасать, выносить из под обстрела. Ценою своей жизни М. Бурдзгла сумел выполнить задание, однако сам стал жертвой наемного чеченского снайпера. Это случилось 29 августа 1993 года. 21 летний юноша погиб за территориальную целостность Грузии. За мужество, героизм и самоотверженность М. Бурдзгла был, посмертно, награждён орденом Вахтанга Горгасали первой степени и в честь него названа улица, где он провёл свои детские и юношеские годы.

У него остался отец, обессиленный и потерявший зрение от горя, который в 2014 ушёл из жизни

მითხრეს, რომ სიცოცხლის საყრდენი წამექცა,

ვდგავარ შეკრული კრიჭით,

ცრემლად ქცეული ცა თავზე დამექცა.

დავკარგე ჩემი ბიჭი.

დავძრწი და დავეძებ უღვთოდ დაწყევლილი,

ადგილის პოვნა მიჭირს.

უკუღმართ ბედისგან ვარ გადათელილი...

სად არის ჩემი. ბიჭი?

მითხარი, შენზე ფიქრს სად დავემალები,

ჩემო ძალავ და ნიჭო,

ყველგან. მიყურებენ ცისფერი თვალები,

ჩემო ლამაზო ბიჭო!

გამექცა ოცნება, გაქრა სურვილები,

არარაობა მძალავს,

სხეულში ჩაბუდდა მძლავრი ტკივილები,

ბალღამი გულსა ჰღარავს.

მჯერა და არც მჯერა, ვარ და ვეწამები,

ვიცი და მაინც ვიჭვობ;

სივრცეს ჩაეყინა უძრავად წამები,

ჩემო პატარა ბიჭო!

მიწის ბორცვს დასცქერის ვით წმინდა სანთელი

აცრემლებული ფიჭვი;

ჩუმად წევს. არ იძვრის ლამაზი სახელის

მოუსვენარი. ბიჭი.

ამ ტკივილს არც მსურს და არც დავემალები,

ჩემი. სურვილების ნიჭო,

გულზე ამოვიჭერ მე შენი თვალები,

ჩემო გულადო-ბიჭო! გაზეთი "ლეტერატურული საქართველო"   2 აპრილი 1993 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.07.2021
ბოლო რედაქტირება 30.08.2023
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0