სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თემურ გაბუნია 1956-26/11/93წ. გარდ. სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი თემურ გაბუნია 1956-26/11/93წ. გარდ. სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი თემურ გაბუნია 1956-26/11/93წ. გარდ. სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

1956-1993 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გაბუნია სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

თემურ გაბუნია 1956-26/11/93წ. გარდ. სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

თემურ (თიო) გაბუნია დაიბადა ქ. თბილისში 1956 წლის 1 იანვარს. საშუალო განათლება მიიღო თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1972 წელს.


იმავე წელს სწავლა განაგრძო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე(1972-77წწ). თიო გაბუნია მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორია.


მუშაობდა „თბილზნიეპ“-ში, საპროექტო ინსტიტუტში „ტურისტპროექტი“, „საქქალაქმშენსახპროექტი“, არქიტექტურულ სტუდიაში „იერი“. ამ პერიოდში შეიქმნა:„ჟურნალისტების სახლი“ ერეკლეს მოედანზე-1980წ; უნივერსალური სპორტული კომპლექსი „მზიურში“-1981წ; სასტუმრო 800 ადგილზე ქ. ტაგანროგში-1981წ; სამხატვრო სახელოსნოების საგამოფენო დარბაზი-1982წ; სულხან-საბა ორბელიანის მემორიალი საქართველოს სამხედრო გზაზე-1982წ; მოდების სალონი „ირიდა“ თბილისში-1985წ; „უპოვარ ბავშვთა სოფელი“ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე-1985წ.თიო გაბუნია აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ჩაება საბრძოლო ოპერაციებში, იყო სწრაფი რეაგირების ბატალიონის ასეულის მეთაური. 1992 წლის 26 ნოემბერს ოჩამჩირეში მიმავალს, გზაზე მის შესაპყრობად (როგორც მეთაურის) ჩასაფრებულ მტერს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა, თავი საკუთარი ხელყუმბარით აიფეთქა. დაჯილდოვებულია (სიკვდილის შემდეგ) „ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით“.




„ადამიანი გმირად არ იბადება. იგი მერე ყალიბდება მეომრად, ინტელიგენტად. შემოქმედად. თემურში ეს ყველაფერი ერთად იყო შერწყმული. კიდევ ერთი უპირატესობით – საქართველო უყვარდა სიცოცხლეზე მეტად, საჭიროებისთანავე დადგა მის სადარაჯოზე და აკი თავიც შესწირა.

  თემურ გაბუნიას შემოქმედებით სფეროს აღბეჭდავს სულხან-საბა ორბელიანის მემორიალი საქართველოს სამხედრო გზაზე,სახელოსნოების საგამოფენოდარბაზი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული დარბაზი „მზიურში“, მოდების სალონი „ირიდა“, უპოვარ ბავშვთა სოფელი ქ. თბილისში, ესკიზები კინოფილმისათვის „მიზერერე“, რომელსაც ზაზა ხალვაში იღებს, და კიდევ – ვინ იცის, რამდენი განუხორციელებელი ჩანაფიქრი.

 თემურ ჯუმბერის ძე გაბუნია (დაიბადა 1956 წელს ქ. თბილისში). საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში ჩაება დასავლეთ საქართველოში შექმნილ არეულობასთან დაკავშარებით. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების დღიდანვე თიო (ასე ეძახდნენ მას მეგობრები) ჯერ გაგრასთან იბრძოდა, შემდეგ კი ოჩამჩირის რაიონში გაგრის დატოვებამდე „მხედრიონის“ ასმეთაურის ვაჟა ქრისტესიაშვილის მოადგილე იყო. მძიმედ დაჭრილი ასმეთაური მან თბილისშ, ჩამოიყვანა და თვითონ კვლავ საომრად წავიდა. იგი ოჩამჩირეში სწრაფი რეაგირების დანაყოფის ასმეთაური გახლდათ, ოჩამჩირეში გამგზავრების წინ შევხვდი და ვესაუბრე.

ომს მისთვის დაღი დაესვა, ზედმეტად სერიოზული მეჩვენა, მის ნათელ ღიმილს ბავშვური სიხალისე დაკლებოდა. შევეკითხე, თუ რომელი შენაერთის წევრი იყო „მე გვარდიის წევრიცა ვარ და საერთოდ იქ ვიბრძოლებ, სადაც საჭირო ვიქნები“.

არასოდეს დამავიწყდება დედის თხოვნაზე – საომრად მეტს ნუღარ წახვალ, შვილოო, მისი პასუხი: „ყველა დედა რომ შენსავით ფიქრობდეს, მაშინ გადავცეთ, ჩვენი ხელით ჩავაბაროთ საქართველო“.

ოჩამჩირეში ჩასვლისთანავე თავისი ასეულით შეუტია მომხდურთ, ბრძოლა მისი შენაერთის სასარგებლოდ წარიმართა. წინა დღით მოწინააღმდეგის ოთხი სნაიპერი აიყვანეს ტყვედ. მამაც და გონიერ მეომარზე – თემურზე – განსაკუთრებული „ნადირობა“ იყო გამართული. ეს მან კარგად იცოდა. მიუხედავად ამისა, მეტად საჭირო საქმისათვის მეომართა მცირე ჯგუფით სოფელ ქეთევანასკენ წავიდნენ, უკან დაბრუნებისას ჩასაფრებული დახვდა მტერი, მტრის ნაღმსატყორცნმა მანქანა მწყობრიდან გამოიყვანა, მძღოლი კი მოკლეს. თემური სწრაფად გადმოხტა მანქანიდან სიტყვებით – გაჭიდული ვართ, ბიჭებოო, და ჩასაფრებულთ დაუზოგავად დაუწყო სროლა. მალე ავტომატის ჯერით ფეხები მთლად დაუჩეჩქვეს. მაინც ისროდა, ხელშიც დაჭრეს. მისი ცოცხლად აყვანაუნდოდათ. წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო, იცოდა მტრის ჩანაფიქრი –ოთხ სნაიპერში უნდოდათ მისი გაცვლა. ამად არ ვღირვარ, მესროლე, ბიჭო,ჩემს თავს მაგათ ნუ გაატანო, – გასძახა თანამებრძოლს. მან კი ვერ გაიმეტა.ვაჟკაცმა თოფი დაბლა დახარა, მიხვდა თემო კობა გაფრინდაშვილის გასაჭირს,ხელყუმბარას გადაეფარა, რომ ორ მეტრში მდგომი თანამებრძოლები არ დაეზიანებინა და თავი აიფეთქა. მისი აფეთქებისთანავე მოწინააღმდეგე გაიქცა.თემურმა იცოდა, რომ ამ მოქმედებით სხვებსაც გადაარჩენდა. მან თავდადების დიღებული მაგალითი მისცა თანამებრძოლებს. ამიტომაც იყო, რომ მათ გულწრფელი და ალალი ცრემლებით დაიტირეს სამშობლოს კეთილდღეობისათვის თავდადებული ორი ვაჟკაცის მამა და არა მარტო მათ, მისმა უამრავმა ახლობელმა, დიდმა და პატარამ, მეგობრების უზარმაზარმა წრემ.

გმირი ვაჟკაცის დედავ, ნუ სტირი. შენმა აღზრდილმა საყვარელ მიწას მტლად დადო თავისი ლამაზი სხეული, მისი სული კი მარად ენთება ქვეყნის მომავლის ჩირაღდნად. 

აფხაზეთის მოვლენებს თავისი გმირები ჰყავს, რომელთა შესახებ შთამომავლობამ უნდა იცოდეს. მათი წვლილი დაფასებული უნდა იქნას მთავრობის მიერ და მათი სახელი შემონახული მომავალი თაობებისათვის. თუნდაც იმით,რომ იმ პატარა ქუჩას,სადაც დაიბადა და გაიზარდა თემურ გაბუნია და რომელსაც თბილისში ქობულეთის ქუჩა ჰქვია,მისი სახელი უწოდეს.

  გივი გოშაძე

 გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა 5 თებერვალი,1993 წ.


წყარო ფბ სტატია 

დღეს ლექსო იოსელიანის დაბადების დღეა, ძალიან მაგარი ბიჭის.
1992 წლის ,14 აგვისტოს ლექსო "1 დღის იუბილარი" იყო, - 24 წლის!
ლექსო და მისი განუყრელი მეგობარი, გუჯა ჭოხონელიძე, საქართველოს მტრებს გაგრაში ერთად ებრძოდნენ. ორთავე გაურბის მოგონებებს, თუმცა, როცა მოგონებები ფიქრებში მიეპარებიან, აუტანლად ტკივათ დაღუპული თანამებრძოლები და საქართველოს მტრების სისხლიანი ჩექმით გათელილი, ძირძველი აფხაზეთის ქართული მიწა... ამ დროს ბიჭები ისევ ბრძოლის ველზე ბრუნდებიან. ლექსომ ერთერთი ცნობილი სეპარატისტის, შახის სახლში, სადაც დაბუდებული იყვნენ გადამთიელები მკვიდრად ნაშენი სახლში კოშკში, და საიდანაც სიკვდილს აფრქვევინებდნენ მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევს (ПК) ნაცარტუტად აქცია ჩრდილო-კავკასიელები, რუსი სპეცრაზმელები და ადგილობრივი სეპარატისტები, ტყვიამფრქვევთან ერთად. პირველ ოქტომბერს, ესტაკადის ქვეშ, წრესთან, ყურბანმტყორცნის ჭურვით დაიჭრნენ თავში ბიჭები. ლექსო ლესელიძეში გადაიყვანეს, სადაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ავთო ჯორბენაძე და სამედიცინო ბრიგადა დაჭრილებს უვლიდნენ და ევაკუაციისთვის ამზადებდნენ. არ იყო ვერტმფრენები. ერთადერთი ვერტმფრენით, რომელსაც დაღუპულები უნდა გადმოეყვანა ქუთაისში, მძიმედ დაჭრილი ლექსო იოსელიანიც გადმოაფრინეს. ლექსო და გუჯა ქუთაისის საავადმყოფოდან მალევე დაუბრუნდნენ ფრონტის ხაზს ოჩამჩირეში. ქეთევანა-კოჩარას ბრძოლების დროს (სადაც რაზმის მეთაურმა თიო გაბუნიამ ტყვედ ჩავარდნას თავის აფეთქება ამჯობინა), ლექსო იოსელიანმა და გუჯა ჭოხონელიძემ, "მხედრიონელმა" მეგობრებმა, მძიმე ჭრილობების მიუხედავად, თანამებრძოლ "მხედრიონელებთან" ერთად, ბრძოლა განაგრძეს.
დღეს ლექსო 55 წლის გახდა, მისი ორი შვილი, გოგონა და ვაჟი მომავალში საქართველოს სამსახურში ჩადგებიან, საამაყო მამის კვალს გაჰყვებიან.
P.S.. ლექსო იოსელიანს დღეს პირობა მივეცით, რომ მასზე არ დავწერდით, პირობა შევასრულეთ და ეს ტკივილიანი მოგონება, მხოლოდ ლექსოს იუბილეს არ ეძღვნება.
და მაინც, ლექსო, ჩვენო თანამებრძოლო და მეგობარო, დაბადების დღეს გილოცავთ და ძალიან გვიყვარხარ!

(მარცხნივ, გუჯა ჭოხონელიძე, მარჯვნივ ლექსო იოსელიანი. 1992 წელი, 29 სექტემბერი სანატორიუმი "ენერგეტიკის" მიდამოები,, გაგრა) .


     


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.07.2021
ბოლო რედაქტირება 15.08.2023
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0