ზაზა გაბუნია ჯერ 19 წლისაც არ იყო. 7 ოქტომბერს შეუსრულდებოდა 19, 14 აგვისტოს კი მისთვის ყველაფერი დამთავრდა.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის II კურსის სტუდენტი, წარჩინებული და სანიმუშო, არშინიანი ბეჭებითა და მკერდით... ორი აფხაზი გვარდიელი დაატყვევა ქალაქ სოხუმში. თეთრ ხიდთან, იარაღი აჰყარა, და გაპანღურებული ორივე გაუშვა, გაოცებულმა მეგობრებმა რომ ჰკითხეს, რას აკეთებ, ზედმეტი სიკეთე იგივე ბოროტებააო, ღიმილით უპასუხა: რას ჰქვია. ნაკლები და ზედმეტი სიკეთე, სიკეთე, ისევე როგორც ცრემლი, წუხილი, განა შეიძლება გაიზომოს ან აიწონოს?!
ვერაფერი უპასუხეს.
მას კი სიკეთე მოგვარის, თავისივე მოგვარის ტყვიამ დაუბრუნა, დიახ, მის მხურვალე გულში გაცივდა მოგვარის მიერ ნასროლი ცხელი ტყვია.
დიახ, ერთი სისხლისანი, ერთი ხორცისანი, ერთი სულისანი და ერთი გვარისანი ესვრიან დღეს ჰკლავენ ერთმანეთს. საიდან მაინც ასეთი და ამოდენა საძულვილი და ისიც გუშინდელი ქართველებისაგან?!
გაოგნებული ნებული დავცქერი ზაზა გაბუნიას გაღიმებულ სახეს, მოელვარე თვალებს,სურათიდან რომ მომჩერებია და ვერ წარმომიდგენია, რომ მას უკვე სიკვდილი დაეპატრონა, რომ იგი თავისივე მოგვარემ და. სისხლთაგანმა გაიმეტა...,
მამა თეიმურაზ გაბუნია 1950-93წწ. გარდ. მდ. გუმისთა დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ახლა ორივენი საფლავში წვანან – მოკლულიც და მკვლელიც...
ვინ აგოს ყოველივე ამისათვის პასუხი?!
-არძინბა აქ მონათესავე ხალხებს ახოცინებს ერთმანეთს და გადამთიელს კი ეპატიჟება, პასპორტებს ურიგებს, უკვე ქართველთა ბინებშიც ჩაწერა ისინი,
სირიელი, თურქი, ადიღეელი, აბაზი, ჩეჩენი და ვინ იცის ვინ, ძაღლი და მამაძაღლი, ჩვენ კი ენგურგაღმა გვიპირებს გასახლებას, არადა, ამოწყვეტით გვემუქრება.
რატომ? – ისმის კითხვა.
იმიტომ, რომ თვითონ არის უცხო ჯიშის და ჩამოთესლილი. აბა, კარგად დააკვირდით ელამ ცბიერ თვალებში, თავზე ჩალმით წარმოიდგინეთ, ნამდვილად.თურქ მოლას არ. მოგაგონებთ?! – ამბობს ზაზას ბებია, ქალბატონი ჟუჟუნა და ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები.
ჭაღარა, ბრგე ვაჟკაცი შემოდის ახალგაზრდა ყმაწვილთან ერთად. ყმაწვილი 17 წლის არც იქნება. ეს ზაზას მკვიდრი ბიძა და ბიძაშვილი მიხეილ და თემურ გაბუნიებია, გვარდიელის ფორმაში. ბიძამ მოკლული ძმისშვილის ფორმა ორივემ გაინაწილეს.
კიდევ ბევრს დავაკლავთ ზაზას ზედ, – დაგუდული ხმით ამბობს ბატონი მიხეილი, ქალბატონი ჟუჟუნა აწყვეტინებს,- როგორ შეიძლება ადამიანს ადაანი დააკლა ზედ? ქრისტიანები ვართ.
ძაღლი იყოს მისი მკვდრისადა! – გამიელვა თავში.
როცა სამიოდე თვის წინათ აფხაზეთში ქართული ბატალიონი შეიქმნა პირველი ჩაეწერა ზაზა, სტუდენტი ყმაწვილი, ოსეთშიც იყო. იქ სიკვდილს გადარჩა. პირველად სწორედ მისი ტანკი შემოვიდა სოხუმში, ოსეთიდან დაბრუნებული და სოხუმში პირველი დაღუპული გვარდიელიც ის არის.ისინი სულ რვანი იყვნენ. დავალება მიიღეს, რაც არ უნდა დაჯდომოდათ,ქალაქ სოხუმის მთაზე სატელევიზიო კოშკურა აეფეთქებინათ. აფეთქება დაენანათ და ისე გაათავისუფლეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს, დაეცვათ იგი.
ვიღაცამ დარეკა, ქართულად საუბრობდა, დამხმარე ძალა ხომ არ გინდათო?!
მამის ძმა (მინა) მიხეილ გაბუნია 1945-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი
ძალიან კარგს იზამთ, – იყო პასუხი, სწორედ რომ დახმარება გვჭირდება!სულ მალე ერთი მსუბუქი ავტომანქანა და ერთიც ავტობუსი ამოვიდა მთაზე, კოშკურთან შეაჩერეს, რამდენიმე გვარდიელი გადმოვიდა მანქანიდან. ქართულად ლაპარაკობდნენ, ხანაც მეგრულად. ეჭვი არავის შეპარვია. რომ მაშველები ჩვენები არ იყვნენ. ჩვენი. გვარდიელები იური პახომოვი და ვლადიმერ. შახმინი გემოელაპარაკნენ რუსულად და მაშინვე მიხვდნენ, რომ აფხაზ გვარდიელებთან ჰქონდათ საქმე. რამდენიმე მათგანი იქვე აიყვანეს ტყვედ, დანარჩენებმა ცეცხლი გახსნეს და ჩვენებმაც ცეცხლით უპასუხეს. იმ აფხაზთა შორის ერთი სწორედ გაბუნია აღმოჩნდა, მოგვიანებით იპოვნეს ზაზა, მოგვარის ტყვიით განგმირული,გულში გაეარა ტყვიას.
– ტყვიამ არც ძმა იცის და არც მოგვარე. ტყვია ბრმაა,ადამიანებიც უნდა დაბრმავდნენ ტყვიასავით? – ცრემლებს ყლაპავს?!ქალბატონი ლალი.
დიახ, ამ ცრუაფხაზმა მეცნიერებმა, ცრუაფხაზმა ისტორიკოსებმა, ცრუაფხაზმა პოლიტიკანებმა დააბრმავეს, აფხაზი გაბუნია, გუშინდელი ქართველი და ხელში ავტომატი ააღებინეს მისივე ძმის მოსაკლავად. თავად კი ეს ცრუ პოლიტიკოსები ახლა ბინებში შეყუჟულან და გასუსულნი ადევნებენ თვალს ძმათაჟლეტას.
ღმერთმა პირველად მათ უნდა მოჰკითხოს ცოდო-ბრალი, მოეკითხებათ კიდეც!..
ბატონ მიხეილს მკერდზე ოთხი სურათი აბნევია. ერთი ზაზასია, მეორე მოგელი კვიტატიანის, მტერს რომ შურისძიებად შეაკვდა, მესამე – ლევან შურღაიასი, მეოთხე – ილია ლაბარტყავაა – დღეს ოთხივენი საფლავში წვანან.
რამდენმა მათმა მსგავსმა ვაჟკაცმა ამოავსო ნაადრევად სამარე, ან რამდენი მათი მსგავსი ვაჟკაცი დააბიჯებს, იციან, სჯიან, და ისევ რაღაცას აკეთებ;ისეთს, რომელიც ახალ სიცოცხლეს ინაცვლებს, არა ის, რაც მათი მიზეზით დატრიალდა აფხაზეთში, ისევ მათ უნდა მოეკითხოთ და, რაც უფრო ჩქარა იქნება ეს, მით უკეთესია!.
ილია ლაბარტყავა 1967-92 წწ გარდ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ლევთერ (მოგელი) კვიტატიანი 1960-92წწ გარდ. სოფ. შრომა დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი
მე დისშვილები აფხაზები მყვანან, რა ვქნა, ვესროლო მათ? – ეკითხება თავის თავს ბატონი მიხეილი, – არა, ვერ ვესვრი, – დაფიქრებით აგრძელებს კამათს თავის თავთან და ასკვნის, ვისაც ხელში იარაღს დავუნახავ, ყველას ვესვრი, რადგან ჩვენ გვესვრიან.
დიახ, ზედმეტი სიკეთე და დანდობა სილაჩრის ნიშანია, გაიხსენეთ ლეო ქიაჩელის ჰაკი-აძბა, მონა, მორჩილი, შესაზარი, ქართველმა კაცმა მონის გულკეთილობა უნდა მოიშოროს და სისხლის წილ სისხლი უნდა მოითხოვოს, სხვანაირად თავსაც დავკარგავთ და სამშობლოსაც.
თედო ჩანჩიბაძე
აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრული სია წიგნიდან საქართველოსათვის
ზაზა გაბუნიას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის მეორე კურსის სდუტენტს, ჯერ 19 წელიც არ შესრულებოდა, თუმცა სამშობლოს დასჭირდა და მყუდრო აუდიტორიიდან ომის ქარეცხლში გადაინაცვლა. მისი მეგობრები იხსენებენ, რომ ზაზამ სოხუმში, თეთრ ხიდთან ორი აფხაზი დაატყვევა, იარაღი აყარა და მოგვიანებით ორივე გაუშვა. მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ თანამებრძოლების გაკვირვება და გულისწყრომა გამოიწვია, ზედმეტად კეთილი ხარო, უსაყვედურეს... თვითონ დაინდო მტრადქცეული მოძმე, მაგრამ მტერმა - არა. ზაზა ძმათამკვლელი ომის ერთ-ერთ შეტევას შეეწირა.
ითანამშრომლა დამ თამუნა გაბუნია