სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გელა გოგოლაძე 1965-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სურამი ხაშური გელა გოგოლაძე 1965-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სურამი ხაშური გელა გოგოლაძე 1965-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სურამი ხაშური

1965-1993 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გოგოლაძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

გელა გოგოლაძე 1965-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სურამი ხაშური

 გელა გოგოლაძე

„კიდევ ერთი იარა დაგვიტოვე, ძმაო, იარა, რომელსაც არასოდეს უწერია მოშუშება. ანდა, რამ უნდა შეავსოს უშენობით გამოწვეული სიცარიელე. ამ მუხანათმა ომმა ათას განსაცდელსა და საშინელებას მიგვაჩვია, მაგრამ უშენობას როგორ უნდა შევეჩვიოთ, ვერ წარმოგვიდგენია ბატალიონის ვერცერთ წევრს, ვეებერთელა გული გქონდა, რომელიც სამშობლოს უსაზლვრო სიყვარულთან ერთად ამდენი მეგობრის სიყვარულსაც იტევდა. ეს გული დაფლითა მტრის ტყვიამ და ამას არასოდეს ვაპატიებთ მას. გჯეროდეს, ძმაო, მტრის ჯავრს ქარ გაგატანთ და ვაზღვევინებთ მტარვალებს. ჩვენი ბატალიონის თითოეული მეომარი შენს სახელს იფიცებს და შეასრულებს კიდევაც ნათქვამს“. ამ ფიცით გააცილეს გვარდიის ხაშურის მე-20 ბატალიონის წევრებმა გელა გოგოლაძე სამარადისო სასუფეველში. ერთგული მეგობარი, სახელოვანი ვაჟკაცი და გმირი მამულიშვილი აი ყველა ის ღირსება, რომელიც გელა გოგოლაძის პიროვნებას თვალნათლივ დაგვანახებს.

    დაიბადა 1965 წლის 17 აგვისტოს, დაბა სურამში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტში. სწავლის პერიოდში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში -- წითელი არმიის რიგებში. მსახურობდა ქ. ბრიანსკში. შინ დაბრუნების შემდეგ მუშაობდა დიმიტროვის სახელობის ბავშვთა სახლში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად. შემდეგ სურამის I საშ. სკოლაში მასწავლებლად. მუშაობდა სურამის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში, მასაჟისტად.


    საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყების დღიდან ჩაება გელა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1990-91 წლებში იყო ხაშურის გვარდიის მეთაური. მონაწილეობდა თბილისში 1991-92 წლებში გაჩალებულ საომარ მოქმედებებში, იცავდა ეროვნულ ხელისუფლებას და მთავრობის სასახლეს. გელა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დლიდან კვლავ სამშობლოს სადარაჯოზე დგას, ირიცხება საქართველოს ეროვნული გვარდიის #20 ბატალიონში, შტაბის უფროსად. აღნიშნული ნაწილი სოხუმში იარალის საწყობს იცავდა. 1993 წლის 3 იანვარს საწყობზე მოხდა თავდასხმა. აფხაზთა შეიარაღებულმა ბანდებმა ალყაში მოაქციეს ჩვენი მებრძოლები. გელა, რამდენიმე მებრძოლთან ერთად, პატარა ქოხში იყო მომწყვდეული. ხსნა არსაიდან ჩანდა. მან გადაწყვიტა პირდაპირ ეცადა ალყის გარღვევა. ასეც მოიქცნენ ბიჭები, პირისპირ ეკვეთნენ მტერს და დიდი ზარალიც მიაყენეს. ბრძოლის დროს გელა გულის არეში დაიჭრა. მეგობრებმა სცადეს მისი გამოყვანა, მაგრამ მან წინაალმდეგობა გაუწია თანამებრძოლებს. იგი ითხოვდა, ადგილზე დაეტოვათ და თავად ეშველათ საკუთარი თავისთვის. გელამ მათ ცეცხლის ფარი გაუკეთა და სიკვდილისაგან იხსნა, თვითონ კი გმირულად დაილუპა.

    გელას დარჩა დამწუხრებული ოჯახი -–- დედა, მამა, მეულლე და სამი წლის რეზიკო, თუმცა მუხანათმა ცხოვრებამ ფრთამოტეხილ ოჯახს ერთი განსაცდელი

არ აკმარა და ორი წლის შემდეგ, ახალი, იქნებ უფრო დიდი ტკივილი რეზიკოს ტრაგიკული დალუპვა დაატეხა თავს.

    ამონაწერი გელას მეგობრების ფიციდან: „ვაჟკაცი იყავ და მთელმა შენმა    ცხოვრებამაც დაადასტურა ეს. შენისთანა ვაჟკაცების სამშობლოს დალუპვა არასოდეს უწერია. იქნება საქართველო, იქნება შენი სათაყვანებელი მამული და იქნება შენი სახელიც, რომელიც სამშობლოსათვის თავშენირულთა გმირულ სახელებს მიემატა.

მშვიდობით, გელა! გემშვიდობებით და კიდევ ერთხელ ვფიცავთ შენს სახელს, რომ მტრის ჯავრს არ გაგაყოლებთ“. კიდევ ერთი იარა დაგვიტოვე, ძმაო, იარა, რომელსაც არასდროს უწერია მოშუშება, ანდა, რამ უნდა შეავსოს უშენობით გამოწვეული სიცარიელე. ამ მუხანათმა ომმა ათას განსაცდელსა და საშინელებას მიგვაჩვია, მაგრამ უშენობას როგორ უნდა შევეჩვიოთ, ვერ ნარმოგვიდგენია ბატალიონის ვერცერთ წევრს.   ვეებერთელა გული გქონდა, რომელიც სამშობლოს უსახლვრო სიყვარულთან ერთად, ამდენი მეგობრის სიყვარულსაც იტევდა. ეს გული დაფლითა მტრის ტყვიამ და ამას არასდროს ვაპატიებთ მას. გჯეროდეს, ძმაო, იმათ ჯავრს არ გაგატანთ და ვაზლვევინებთ მტარვალებს. ჩვენი ბატალიონის თითოეული მეომარი შენს სახელს იფიცებს და შეასრულებს კიდევაც ნათქვამს. ვაჟკაცი იყავი და მთელმა შენმა ცხოვრებამაც დაადასტურა ეს. შენისთანა ვაჟკაცების სამშობლოს კი დალუპვა არასოდეს უწერია, იქნება საქართველო, იქნება შენი სათაყვანებელი მამული და იქნება შენი სახელიც, რომელიც სამშობლოსათვის თავშენირულთა გმირულ სახელებს მიემატა.

    მშვიდობით, გელა! გემშვიდობებით და კიდევ ერთხელ ვიფიცებთ შენს სახელს, რომ მტრის ჯავრს არ გაგაყოლებთ. (გვარდიის ხაშურის მე-20 პატალიონის წევრები) „ხაშურის მოამბე“ 16 იანვარი, 1993 წ.

    ჩვენო გელიკო, ცუდად შემოაბიჯა ჩვენს უბანში შობა-ახალმა წელმა. მეხის გავარდნას ჰგავდა შენი მოულოდნელი დალუპვის ამბავი. სამშობლოს იცავდი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული. შენი ნაწილი ქალაქ სოხუმში იარალის საწყობს იცავდა. მტერი მოულოდნელად დაგესხათ თავს. ძალა და ენერგია არ ლდლაგიზოგავთ ბიჭებს. მძიმე არტილერიით შეიარალებული სისხლისმსმელი მტერი ალყაში გაქცევდათ. შენ ვაჟკაცურად შემოუძახე ბიჭებს და მტერს ეკვეთეთ.

მტერმა გძლიათ ალყის გარლვევისას. გულის არეში მძიმედ დაიჭერი.. აი აქ, ამ დროს დაგენია ულმობელი სიკვდილი. სიკვდილის წინ წამოიძახე: ბიჭებს უშველეთო.. და დახუჭე თვალები. რა ვაჟკაცი გაზრდილხარ ჩვენ გვერდით, ჩვენო გელიკო.. რა ხათრიანი, უსიტყვო და სიკეთით სავსე იყავი. შენგან ხომ ერთი წყენა ან რაიმე ბოროტება არ გვახსოვს. ახლა კი თავზარდაცემულნი ვართ იმით, რომ შენ ჩვენ გვერდით ალარ ხარ... ნეტავ იცოდე, როგორ იამაყებს აწი ჩვენი პატარა უბანი შენით. ჩვენთვის ხომ მაგალითია შენი ხანმოკლე, მაგრამ სახელოვანი გმირული სიცოცხლე. ჩვენი პატარა უბანი და მისი ახალგაზრდობა არასოდეს დაგივიწყებს. სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვება შენი სიყვარული, პატივისცემა. გვეხსომები და მუდამ ჩვენ გვერდით იქნები. ლმერთმა ნათელი არ მოაკლოს შენს სულს. ძმაო, გელიკო. ჩვენო „მავო“. გელა, მსუბუქი იყოს შენს ახალგაზრდა, სამშობლოს სიყვარულისთვის დაჭრილ გულზე დაყრილი მიწა, მშვიდობით, ჩვენო სასახელო გმირო.

უბნის ახალგაზრდები ხაშურის მოამბე, 23 იანვარი (აპნისი), 1993 წ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0