გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
ვეფხია (ლერის) დათაშვილი
საქართველოში დამოუკიდებლობის ალდგენის დლიდან დაიწყო ქართული, ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება. ვეფხია დათაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავისი ნებით დატოვა საბჭოთა ჯარების რიგები და თავისი ცოდნით და გამოცდილებით შეუდგა ქართული ჯარის ჩამოყალიბების რთულ გზას.
ვეფხია დათაშვილი დაიბადა 1965 წლის 5 დეკემბერს, ასპინძაში. სწავლობდა სოფ. ვარგავის რვანლიან სკოლაში. 1981-89 წლებში სწავლობდა თბილისის, კონსტანტინე ლესელიძის სახელობის, სამხედრო სკოლა-ინტერნატში. 1983 წელს ჩაირიცხა კაზანის უმაღლეს სამხედრო სკოლა-ინტერნატში. 1983 წელს ჩაირიცხა კაზანის უმაღლეს სამხედრო სატანკო სასწავლებელში, 1988 წელს დაამთავრა აღნიშნული სასწავლებელი და მიილო ლეიტენანტის წოდება, ამავე წელს გაგზავნეს გერმანიაში, დრეზდენში, სასწავლო ცენტრის მეთაურის მოადგილედ, სადაც მსახურობდა 1990 წლის დეკემბრამდე.
მკაცრია ომი. ძალიან მკაცრი... აფხაზეთი, ძმათამკვლელი ომი...
1993 წელი, 28 ოქტომბერი. სატანკო ნაწილს, რომელსაც ვეფხია მეთაურობდა, სენაკის შესასვლელთან დაესხა თავს მოწინაალმდეგე. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დროს, ვეფხიამ, როგორც ყოველთვის, თავის თავზე აილო პირველი დარტყმები და კორიდორი მისცა გამოუცდელ, პირტიტველა მეომრებს, რათა სამშვიდობოს გასულიყვნენ. მან მოახერხა მებრძოლთა გადარჩენა. მაგრამ ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ტყვია თავში მოხვდა და დასრულდა ახალგაზრდა კაპიტნის სიცოცხლე.
თანამებრძოლთა გადმოცემით, წინა დლეებში მირზა გელოვანის კრებულს კითხულობდა თურმე. „დღეს ჩემი იყო საღამოს მწუხრი, ხვალ იქნებ ჩემთვის არ ირიჟრაჟოს“: არც ირიურაჟა, სამწუხაროდ...
საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, კაპიტანი ვეფხია ლევანის ძე დათაშვილი, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, სიკვდილის შემდეგ. როგორი ვაჟკაცი, ლევანი და მიშიკო, კი მისი ლამაზი სიცოცხლის გამგრძელებლები არიან. ერთგული მეუღლე, ირმა ჩაჩანიძე, ამაყად აცხადებს: „არასოდეს ავიწყდებათ ვისი გორისანი არიან. გორგასლის ორდენოსანი მამის შვილობა ხომ ბევრ რამეს ავალებს მათ. სიკვდილით ამქვეყნად არ მთავრდება ყველაფერი. სიცოცხლე მაინც გრძელდება. გრძელდება ვეფხიას შვილებში, რომლებიც მამის ვაჟკაცური სიცოცხლის
გამგრძელებლები იქნებიან. თვითმფრინავი სარბენ ბილიკს მოწყდა და მალლა-მალლა იწყო სვლა. სალონში გამეფებული სიჩუმე გამცილებელი ქალის ხმამ დაარღვია: „ძვირფასო მგზავრებო, სრულდება რეისი თბილისი-ლაიფციგი, ბედნიერ ფრენას გისურვებთ“ და იფეთქა თვალთაგან ორმა კურცხალმა. შეწუხებულმა, თვალებში ჩამხედე –– არ გრცხვენია? –- შენ ხომ დღეიდან მებრძოლი ხარ, ჯარისკაცები კი არ ტირიან, სიშორე არ აშინებთ, ჩვენ ისევ დავბრუნდებით. მოდი, ერთმანეთს შევფიცოთ ერთგულება. ვფიცავთ! –- ასე დაიწყო ჩვენი ბედნიერების პირველი დღეები.
„შემდეგ შორეული გერმანია... უფალი ბედნიერ წუთებს არ გვაკლებდა. ქვეყანას მოევლინა ჩვენი სიყვარულის პირველი ნაყოფი -–- ლევანჩიკი, შემდეგ მიშკა -- შენი ცხოვრების სტიმული. მაგრამ საქართველოს დაუდგა ძნელბედობის ჟამი. პრესით თუ ტელევიზიით კადრის გამოცდილ ოფიცრებს უხმობდნენ. არც დაფიქრებულხარ, უარი თქვი წლების მანძილზე მძიმე წვრთნის შედეგად შექმნილ კარიერაზე, სამშობლოს დაძახილზე მის გვერდით დადექი და აქტიურად მონაწილეობდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში. 1993 წლის 28 ოქტომბერს კი ერთ-ერთ ასეთ ბრძოლაში დაეცი, მაგრამ ვერ მოგკლეს, შენმა ლამაზმა სულმა თითქოს ჩემში გადმოინაცვლა მეორე სიცოცხლისათვის. აგერ, უკვე მეათედ ვხვდებით უშენოდ შენს დაბადების დლეს. ცათა სასუფეველში გილოცავთ მას, თვალცრემლიანი ვიყრით მუხლს და გეჩურჩულებით, რომ ძალიან, ძალიან გიყვარხარ და გვტკივა უშენობა. ცხოვრება კი მიდის თავის ოკრო-ბოკრო ბილიკებით. ბიჭები იზრდებიან სწორედ ისეთნი, ერთად რომ გვიოცნებია და არასოდეს ავიწყდებათ ვისი გორისანი არიან, გორგასლის ორდენოსანი მამის შვილობა ხომ ბევრ რამეს ავალებს მათ.
გჯეროდეს, შენს სახელს დავიწყება არ უწერია! უფალი ღმერთი ფარავდეს შენს წმინდა სულს! გალტალ ბოტააბეუსს, „28 ოქტომბერს, ერთ ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას, მტრის მზაკვრული ტყვიით, სამოქალაქო ომში, სენაკთან, გმირულად დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის MI სამხედრო-სასწავლო ცენტრის მეთაურის მოადგილე შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში, კაპიტანი, ვეფხია ლევანის ძე დათაშვილი.
განათლებული, დახვეწილი, მხედრული ზრდილობითა და ბრწყინვალე გონებით გამორჩეული, უშიშარი მეომარი დაკარგა ქვეყანამ.
მიუხედავად მისი ხანმოკლე ჯარისკაცული სამსახურისა, მან ბრწყინვალე კვალი დატოვა სარდლობის, აღსაზრდელთა და თანამებრძოლთა შორის.
1990 წელს, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, გაანაწილეს ყოფილ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ახალციხის სატანკო დივიზიაში, თუმცა მალე გადაიყვანეს თბილისში, ახლად შექმნილი ქართული გვარდიის M1 ბატალიონში. ამის შემდეგ იგი გადავიდა ხაშურში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა გვარდიის
ბატალიონის ფორმირებაში. დაინიშნა ამ ბატალიონის მეთაურის მოადგილედ, საიდანაც იგი გადაიყვანეს თბილისში, M1 სამხედრო სასწავლო ცენტრის მეთაურის
მოადგილედ შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში. ეს სასწავლებელი შემდგომ დისლოცირებულ იქნა ქ. გორში. ვეფხია დათაშვილი დაღუპვამდე აგრძელებდა ამ
სასწავლებლის მეთაურის მოადგილის პედაგოგიურ და მხედრულ მოვალეობას. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში“.
„ხაშურის მოამბე“ 3 ნოემბერი 1993 წ.
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური