სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
შალვა მარკოზაშვილი 1970-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. ხაშური შალვა მარკოზაშვილი 1970-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. ხაშური შალვა მარკოზაშვილი 1970-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. ხაშური

1970-1993 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მარკოზაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

235       ბეჭდვა

შალვა მარკოზაშვილი 1970-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. ხაშური

შალვა მარკოზაშვილი

ბედნიერი 8 აგვისტო გათენდა 1970 წელს მარკოზაშვილების ოჯახში, ახალი სიცოცხლე მოევლინა ქვეყნიერებას; დაიბადა პატრა შალვა (შაკო) მარკოზაშვილი, თვალებბრიალა, პირმცინარი, და, თურმე, გმირიც, რომელმაც სიცოცხლე ანაცვალა სამშობლოს. სწავლობდა ხაშურის V საშუალო (რუსულ) სკოლაში. უყვარდა სიცოცხლე, ეთაყვანებოდა სამშობლოს, აღმერთებდა მეგობრებს. „დადიოდა ქალაქში თვალანთებული და ლამაზი ჭაბუკი და შეჰხაროდა ქვეყანას. ეროვნულ მოძრაობაში ერთ-ერთი პირველთაგანი ჩაება, როგორ ეამაყებოდა, რომ მასზე უფროსებმა თანატოლივით მივიღეთ. პირველი სერიოზული მჯდომარე აქცია რომ მოვაწყვეთ, უყოყმანოდ დადგა ჩვენ გვერდით. რამდენჯერმე დავუშალეთ, ახალგაზრდაა და, ვაითუ, გამოცდას ვერ გაუძლოსო. გაუძლო...

რაღაც სხვაგვარად, თავისებურად უყვარდა მამული. აწუხებდა, რატომ ქართული სკოლა არ დავამთავრეო, არადა, სხვაზე ნაკლებად როდი მზიანობდა მასში ქართული სული“. -- იტყვიან შაკოს გარდაცვალების შემდეგ მისი უფროსი მეგობრები.


თითქოს ჩვეულებრივი ბავშვი იყო. სხვა ბიჭებივით სპორტით იყო გატაცებული. იყო პერსპექტიული ფეხბურთელი. თამაშობდა კიდეც ხაშურის „ივერიის“ რიგებში.

18 წლის ასაკში, მაშინ, როდესაც სისხლი დუღს ძარღვებში, როდესაც მოზღვავებული ძალა და ენერგია მამულის საკეთილდღეოდ გინდა დახარჯო, საქართველოს სიყვარულით გულაძგერებულ ჭაბუკს წითელი არმიის რიგებში იწვევენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ კი, შინ მობრუნებულს, მისი აღმატებულება ––- სიყვარული ეწვევა და შექმნის ერთ ლამაზ ქართულ ოჯახს.

მეუღლე, ირმა ქალიაშვილი, კი ორ ვაჟკაცს, ლაშას და ირაკლის აჩუქებს მარკოზაშვილების ძირძველ გვარს.

 90-იანი წლები. ეროვნული სული იღვიძებს საქართველოში. ახლა კი დროა!  ფიქრობენ ქართველი მამულიშვილები. ასე ფიქრობს შაკოც და აქტიურად ჩაებმება ეროვნულ მოძრაობაში. არის წმინდა ილია მართლის საზოგადოების ერთ ერთი დამფუძნებელი ხაშურში. მონაწილეობას იღებს თბილისში, მთავრობის სახლის წინ გამართულ 1989 წლის 4-9 აპრილის საპროტესტო აქციებში. აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყების დღიდან, შაკოს მოსვენებას არ აძლევს მოვალეობის გრძნობა სამშობლოს წინაშე. 1992 წლის 17 დეკემბერს, ჩადის გორში და ირიცხება „ავაზას“ ბატალიონში, სადაც აფხაზეთში წასასვლელად ეწერებოდნენ მოხალისეები. მშობლები წინ აღუდგნენ შაკოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მისი პასუხი შეუვალი იყო: „როცა გაიზრდებიან, რა ვუთხრა ჩემს შვილებს, რას ვაკეთებდი ომის დროს. მე უნდა ვიყო იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და უკან არაფერზე დავიხევ“.

1993 წლის 26 იანვარი –- შაკოს ნაწილი აფხაზეთში გადაიყვანეს. მისი ბატალიონი პირველივე დღიდან ჩაება საბრძოლო მოქმედებაში, მაგრამ შაკოსთვის მტერთან ბრძოლა ხანმოკლე აღმოჩნდა, –– ბოლომდე ვერ ამოიყარა მტრის გულისჯავრი მამულის სიყვარულით გულანთებულმა ღიმილის ბიჭმა.

1993 წლის 2 თებერვალი. შაკო, ხუთ თანამებრძოლთან ერთად, სატვირთოავტომობილით სამხედრო დავალების შესასრულებლად მიდის. იგი ავტომობილის სალონშია, მძლოლის გვერდით. ოთხი მებრძოლი კი ძარაზე მოთავსებულა. მათ შორის ერთ-ერთს ჯანმრთელობა გაუარესებია და დროდადრო ახველებს. შაკო გადაწყვეტილებას იღებს და მეგობარს ადგილს უცვლის (თურმე სიცოცხლესს), რამდენიმე წუთში ისმის დამანგრეველი აფეთქების ხმა და მანქანა ნაღმზე ფეთქდება. ძარაზე მყოფი შაკო და მისი სამი მეგობარი ადგილზე გარდაიცვალნენ. სალონში მყოფნი კი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს... შვილის დაღუპვიდან ორმოცი დღის შემდეგ, შაკოს მამამ აფხაზეთს მიაშურა და სამი თვე იბრძოლა იმ ნაწილში, სადაც მისი შვილი მსახურობდა. შაკოს მეგობრების და თანამებრძოლთა დაჟინებული ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ჯემალ მარკოზაშვილი, ოჯახს დაუბრუნდა და უსაშველო დარდს და სევდას შაკოს შვილების აღზრდით იქარვებს.

ორივე ვაჟკაცი მამულისთვის გაუზრდია მარ, კოზაშვილების ოჯახს. შაკოს ძმა, რევაზიც მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. მას სამჯერ მოუწია იქ ჩასვლა, მაგრამ ძმები ერთმანეთს ვერ შეხვდნენ. ისინი გზაში აცდნენ ერთმანეთს –– რეზო 25 იანვარს წამოვიდა აფხაზეთიდან, შაკო კი 26-ში გაემგზავრა...  საქართველოს, ქალაქის და ოჯახის წინაშე პირნათლად მოიხადა შაკო მარკოზაშვილმა თავისი ვალი. სამშობლოსთვის თავდადება დაუფასეს, და ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, შეძლეს მისმა მეგობრებმა, რომ იმ ქუჩას, სადაც შაკო ცხოვრობდა, მისი სახელი დარქმეოდა.

სიცოცხლეზე, სილამაზეზე, ცხოვრებაზე უზომოდ შეყვარებულო, ჩემო. შაკა! ერთი წელი გავიდა, შვილო, რაც შენ აღარ მყავხარ, წელი -- ტანჯვისა და წამე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0