სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მურმან ნანიტაშვილი 1957-93წწ გარდ. თეკლათი სენაკი დაბ. იტრია ხარაგაული მურმან ნანიტაშვილი 1957-93წწ გარდ. თეკლათი სენაკი დაბ. იტრია ხარაგაული მურმან ნანიტაშვილი 1957-93წწ გარდ. თეკლათი სენაკი დაბ. იტრია ხარაგაული

1957-1993 წწ. გარდ. 36 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ნანიტაშვილი სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

მურმან ნანიტაშვილი 1957-93წწ გარდ. თეკლათი სენაკი დაბ. იტრია ხარაგაული

მურმან ნანიტაშვილი

„პოსტიდან სენაკში მიმავალ მურმანს და მის ორ მეგობარს ცეცხლი ხეებს უკან ჩასაფრებულმა არაკაცებმა გაუხსნეს. თავდასხმა, როგორც ჩანს, წინასწარ იყო დაგეგმილი, თავდამსხმელებს მოსახლეობა წინასწარ გაუფრთხილებიათ, აქ სროლა დაიწყება და სახლებში შედითო. მურმანი ყოფილა საჭესთან, პირველი ტყვიაც მას მოხვედრია, მანქანა გვერდზე გადავარდნილა, ამის შემდეგ სამმა მომხვდუ- რმა მურმანი და მისი მეგობარი, რამდენიმე გასროლით მოკლა, ერთი მათგანი კი ცოცხალი დატოვა“ -- აი, ეს არის სულ, რაც მურმანის ოჯახმა იცის მისი გარდაცვალების შესახებ, ეს რამდენიმე სიტყვა, სად არის სიმართლე, რისთვის დაიღუპა ორი ახალგაზრდა, არავინ იცის.

მურმან ნანიტაშვილი დაიბადა 1957 წლის 23 ივლისს, ხარაგაულის რაიონში. 1960 წლიდან მისი ოჯახი საცხოვრებლად დაბა სურამში გადმოდის. სურამის | საშუალო სკოლას 1974 წელს ამთავრებს. 1975 წლიდან იხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკრაინაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ირიცხება საგარეჯოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ავტოსაინჟინრო ფაკულტეტზე.


1984 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ავტო-საგზაო პოლიციაში ავტოინსპექტორად, იმავე წელს შექმნა ოჯახი, შეეძინა სამი ვაჟი.

საქართველოში არეულობის დაწყებისთანავე დადგა მურმანი სამშობლოს სადარაჯოზე ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში. დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ძმათა მკვლელი ომის დროს საქართველოს მილიცია მობილიზებული იყო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მურმანსაც ხშირად უწევდა მივლინებაში ყოფნა სამეგრელოში. 1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს, თეკლათის საგუშაგოდან სენაკის მიმართულებით პოლიციის ავტომანქანით მიემგზავრებოდნენ მივლინებით მყოფი პოლიციელები. მეორე დღეს მათ ცვლა უნდა მოსვლოდათ და თვითონ სახლებში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მათ შორის იყო მურმან ნანიტაშვილი. ამ დროს სამეგრელო–- ში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, ორივე მხარეს ქართველები იყვნენ და, ამიტომ ტკივილი ორივე მხრიდან ერთნაირი იყო. 18 აგვისტო იდგა. სწორედ, ამ დღეს მოკლეს მურმანი, არავინ იცის, რომელმა მხარემ ჩაიდინა ეს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ორივე მხარეს ხომ ქართველები იდგნენ.

ასე დასრულდა კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე, კაცისა, რომელიც თავისი კაი კაცობით, ოჯახის სიყვარულით და ერთგულებით გამოირჩვოდა. მას დამწუხრებული ოჯახი, დაობლებული სამი ვაჟკაცი და ქვრივი მეუღლე დარჩა. მურმანის დედას დღემდე არ შეშრობია ცრემლი თვალებზე და აწუხებს ერთი კითხვა, რა დააშავა, მისმა შვილმა ისეთი, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს, ის ხომ მშვიდობიან მოსახლეობას იცავდა და არავის ებრძოდა.

„მურმანმა ხანმოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცხოვრების გზა გაიარა. უყვარდა სამსახური, ოჯახი, შვილები, სამეზობლო, სანათესაო და, თქვენ წარმოიდგინეთ, მტერიც კი, ზომაზე მეტად კეთილი და მოსიყვარულე იყო. 1989 წლის 9 აპრილი მისთვის დიდი გულისტკივილით გასახსენებელი დლე იყო. განიცდიდა უდანაშაულო ახალგაზრდების დალუპვას. სამაჩაბლოში არეულობის დაწყებისთანავე, უყოყმანოდ მიაშურა ცხინვალს, თუმცა სახლში არ უყვარდა ამ საკითხზე საუბარი. დლედალამ საქართველოს ნათელი მომავლისთვის ლოცულობდა. ცხინვალის ომს აფხაზეთის ომი მოჰყვა, იქაც დაუფიქრებლად გაემართა. სახლიდან 13 აგვისტოს წავიდა, დიდი იმედი ჰქონდა, რომ სასკოლოდ თვითონ მოამზადებდა ბავშვებს, მაგრამ არ დასცალდა. 18 აგვისტო საბედისწერო გამოდგა მისთვის, 18 აგვისტოს მტრის ტყვიამ წამართვა ჩემი სიცოცხლით სავსე შვილი მსუბუქი იყოს, მურმან, შენთვის საქართველოს მიწა, იძინე მშვიდად.“

დედა



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0