ზვიად ნოზაძე
„მართლა საოცრება იყო ჩვენი „ჩუდესა“ –– ვაჟკაცური, გულიანი, მეგობრული. სოფელ შრომაში დაეცა შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის პირველი ბატალიონის მებრძოლი. მას, უფროს სერჟანტს, ჯარისკაცებთან უყვარდა ყოფნა, რომლებსაც უნერგავდა სამშობლოს სიყვარულს. სამაჩაბლოდან დაწყებული, არც ერთი ბრძოლა არ გამოუტოვებია. ბევრი ოცნება დარჩა აუსრულებელი. ვერ მოესწრო გაბედნიერებას, ისე წავიდა იმქვეყნად.
არასოდეს დაგივიწყებთ, ზვიად“. საქართველოს შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკი ს/ნ 2054. გაზეთი „თბილისი“, 24 აგვისტო, 1993 წელი. ზვიადი ძალიან მოკრძალებული, სიმპათიური, ვაჟკაცური და ერთგული მეგობარი იყო. სხვის გასაკეთებელს ულაპარაკოდ გააკეთებდა, ვინაიდან სწამდა, რომ მეგობრობა და ადამიანობა ყველაზე ძვირფასია... იშვიათად იბადებიან ზვიადისნაირი ერთგული და სამშობლოს მოსიყვარულე ახალგაზრდები“.. იხსენებს ზვიად ნოზაძის მეგობარი, იაგო ლომიძე. გულისხმიერი, გამბედავი, კეთილი, უსაზღვროდ შეყვარებული სამშობლოსა და მეგობრებზე -- ასეთი ყოფილა და ასეთად დარჩა მეგობართა ხსოვნაში ზვიად ნოზაძე. დაიბადა 1973 წლის 7 იანვარს, ხაშურის რაიონის სოფელ დიდ ფლევში.
1990 წელს დაამთავრა ხაშურის რკ. M3 საშუალო სკოლა. 1992 წლის 19 ივნისს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა თბილისში, შინაგანი ჯარის საპატრულო პოლკში ს/ნ 2054. სამხედრო ნაწილი, სადაც ზვიადი მსახურობდა, სამაჩაბლოში გადაიყვანეს სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. აქ მიილო ზვიადმა დიდი სამხედრო და საბრძოლო გამოცდილება. შვიდი თვის შემდეგ ნაწილის მთლიანი შემადგენლობა აფხაზეთში გადაისროლეს იქ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. პირველი საბრძოლო გამოცდილება ზვიადმა ოჩამჩირეში მიიღო, შემდეგ იყო ტამიში, ცაგერი, ცხენისწყალი, ლაბრა, ძველი კინდღი, სოხუმი, გუმისთა.
1993 წლის 5 ივლისს შეტევა განხორციელდა სოფელ შრომაზე, რომელიც წარმატებით დამთავრდა და დასვენების საშუალებაც მიეცათ მებრძოლებს. ზვიადი და მისი ორი ხაშურელი მეგობარი დასასვენებლად ხის ქვეშ ჩამოსხდნენ. სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ბიჭები განვლილი ბრძოლების შესახებ საუბრობდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ხეს „გრადის“ ტიპის რაკეტა მოხვდა. აფეთქების ხმამ არემარე გააყრუა. გაგა იმერლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზვიადმა მძიმე ჭრილობები მიიღო, დაკარგა ორივე თვალი, მუცლის არე სულ დაფლეთოდა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს სოხუმის სამხედრო საავადმყოფოში, შემდეგ თბილისში. შვიდი დღე ვაჟკაცურად უძლებდა, თითქოს არაფერიც მომხდარიყო. შვიდი დლის შემდეგ დაიღუპა..
ზვიად ნოზაძე სიკვდილის შემდეგ წარდგენილია მთავრობის ჯილდოზე მხედრული მამაცობისათვის. ზვიადის ოცნება მამულის ერთიანობა და მისი ნათელი მომავალი იყო, ამ ოცნებას შესწირა კიდეც მან თავისი ვაჟკაცური სიცოცხლე. მე და ზვიადი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ვიყავით ჩვეულებრივი ახალგაზრდები, გვიხაროდა სიცოცხლე, ბედნიერება. დავამთავრეთ სკოლა, დროებით დავცილდით ერთმანეთს, მაგრამ 1992 წლის 19 ივნისს ერთად ჩავიცვით სამხედრო ფორმა და დავდექით ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე. ფიცის მიღების შემდეგ, ვმსახურობდით ცხინვალის სამშვიდობო ჯარში, იყო მომენტი, როდესაც მეგობარი მეგობრის გვერდით უნდა ყოფილიყო და მეგობრობისათვის ჩვენ არასოდეს გვიღალატია. 7 თვის შემდეგ მთელი ჩვენი გამოცდილება, ვაჟკაცობა და სამშობლოს სიყვარული აფხაზეთის ომს შევწირეთ, ვიყავით სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციებში, ოჩამჩირეში, ტამიშში, ცაგერში, ცხენისწყალზე, ლაბრაში, ძველ კინდღში, სოხუმის დაცვაში. ზვიადი ყველგან გამოირჩეოდა ვაჟკაცური შემართებით, არაფერზე უკან არ დაიხევდა, ოლონდ მეგობარს არაფერი დაშავებოდა.
ზეგანის მალლობის აღებისას, სოფ. შრომაში, საბრძოლო ოპერაციის დამთავრების შემდეგ, მტრის ავიაციამ და არტილერიამ ერთიანად დაგვბომბა, როგორც ყოველთვის, მე, ზვიადი და გაგა იმერლიშვილი, დაღლილ-დაქანცულები ვისვენებდით. უცებ, მოხდა წარმოუდგენელი რამ, მოვყევით დაბომბვის ზონაში, მე გონება დავკარგე. გაგა ერთ საათში გარდაიცვალა, თავში ჰქონდა მოხვედრილი. ზვიადი, გონს რომ მოვედი, მუცელზე და თვალებზე ხელაფარებული დავინახე, ყვიროდა: ბიჭებო, ვერაფერს ვხედავ, არ დამტოვოთო. ჩამოვიყვანეთ სოხუმში, არც ერთი თვალი აღარ ჰქონდა, მუცელი სულ დაფლეთოდა. თბილისში წამოიყვანეს, როგორც უიმედო დაჭრილი, ზვიადმა ვაჟკაცურად გაუძლო ყველა ოპერაციას, შვიდ დღეს ლაპარაკობდა და ხალისიანად იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ყვებოდა თავის ამხანაგებსა და საქართველოზე, რომელიც ძალიან უყვარდა. შვიდი დღის შემდეგ დაიღუპა, დაგვიტოვა დიდი გულისტკივილი, რომელიც მოუშუშებელ ჭრილობად გვექნება ჩვენი სიცოცხლის მანძილზე. ნათელში იყოს, ზვიად, შენი ლამაზი სული.
ზურა ტალახაძე, 2003 წელი.
ტამიშის დესანტი
ითანამშრომლა დამ ირმა ინასარიძემ დაბ. 1975წ, შვილებთან ალისა დ. 2004წ და რეზოსთნ დ.2005წ. ერთად.
დაგვაკავშირა იანა ნოზაძემ
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური