სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნოდარ ოსაძე 1955-93 წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოფ. სატივე ხაშური ნოდარ ოსაძე 1955-93 წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოფ. სატივე ხაშური ნოდარ ოსაძე 1955-93 წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოფ. სატივე ხაშური

1955-1993 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ოსაძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ნოდარ ოსაძე 1955-93 წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოფ. სატივე ხაშური

ნოდარ ოსაძე


სამშობლოს სიყვარულს შეეწირა კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. სოხუმელი კაცი როგორ შეძლებდა, მიეტოვებინა თავისი ქალაქი და თავი გაერიდებინა ბრძოლისათვის. მანაც უანგაროდ დათმო სიცოცხლე სამშობლოსათვის და მარადისობას შეუერთდა.


ნოდარ ოსაძე დაიბადა 1955 წლის 19 აპრილს. მისი მამა, წარმოშობით, ხაშურის რაიონიდან, სოფელ სატივიდან იყო. თუმცა ახალგაზრდობაშივე გადავიდა საცხოვრებლად სოხუმში, სადაც დაოჯახდა კიდეც ნოდარი სოხუმში იზრდებოდა. სოხუმის მე-17 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საზეინკლო ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, მსახურობდა გერმანიაში.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ დაოჯახდა, შეეძინა ორი ქალიშვილი, აქსანა და ლუბა.როდესაც აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, ნოდარის ოჯახმა დატოვა აფხაზეთი და მამა-პაპისეულ ფუძეს დაუბრუნდა ხაშურში, სოფ. სატივეში. ნოდარი არც შეყოყმანებულა, ისე დარჩა სოხუმში და მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის საინჟინრო-მესანგრეთა ასეულში ჩაირიცხა. აღნიშნულ სამხედრო ნაწილთან ერთად, ნოდარი აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. მან მრავალი საბრძოლო დავალება შეასრულა და ღირსეულად მიიღო მრავალი მადლობა და ჯილდო.


ნოდარის ძირითადი დანიშნულება განაღმვითი სამუშაოების შესრულება იყო. 1993 წლის 14 მარტს სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში აღმოაჩინეს 500 კგიანი საავიაციო ბომბი, საჭირო იყო მისი გაუვნებელყოფა. დავალების შესასრულებლად 23-ე ბრიგადის მებრძოლები გაგზავნეს, მათ შორის, ნოდარიც. აღნიშნული ოპერაცია მათთვის საბოლოო აღმოჩნდა, საავიაციო ბომბი აფეთქდა და ბრიგადის 18 მებრძოლი ადგილზე დაიღუპა, მათ შორის იყო ნოდარ ოსაძეც.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 14 ივნისის ბრძანებულებით, ნოდარ ოსაძე დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისათვის.


კიდევ ერთი ოჯახი დარჩა უმამოდ, კიდეც ერთი მეუღლე დაქვრივდა, ერთადერთი ნუგეში, რაც შეიძლება უმამოდ დარჩენ ობლებს ჰქონდეთ, ის არის, რომ მათი გმირი მამის სახელს დავიწყება არ უწერია.



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე

გიული თაკალანძე

კაპიტანი გიული რაფიელის ძე თაკალანძე დაბადებული 1952 წლის   4 თებერვალს გალის რაიონ სოფ. ოტობაიაში. სოხუმის სკოლა- ინტერნატის დამთავრებისთანავე 1969 წელს ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე. 1992 წლის ომის დაწყების პირველი დღიდან, ჩადგა ქალაქის დამცველთა რიგებში. დანიშნეს  23-ე ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა  სამსახურის უფროსად, იყო კაპიტანი.

კაპიტანი თაკალანძე გიული რაფიელის ძე 23-ე ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა ასეულის სამსახურშია 1992 წლის ოქტომბრიდან .

    1993 წლის 13 მარტს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებიდან ქ.სოხუმის მიდამოებში ჩამოყრილი იქნა 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბები, რომელთა უმრავლესობა არ აფეთქდა. მეორე დღეს გიული თაკალანძემ მიიღო საბრძოლო დავალება სოფ. აჩადარის საბრძოლო პოზიციაზე 500კგ აუფეთქებელი ავია ბომბის განაღმვის შესახებ, მესანგრეების ჯგუი გავიდა სოფ. აჩადარაში საბრძოლო დავალების შესასრულებლად, გასაუვნებელყოფად შემთხვევის ადგილზე გასულ მესანგრეთა ჯგუფს თან გაჰყვა ჯურნალისტებიც. განაღმვის მომენტში ბომბი აფეთქდა და მასთან ერთად იმსხვერპლა კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე    (გვარდიელბი: რამაზ ბესელია, ავთანდილ კოპალიანი, რუსლან ცხადაია, ნოდარ ოსაძე, აკაკი მიმინოშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი  ანდრო მაღლაკელიძე. ჟურნალისტები:  საქართველოს  პრესცენტრის თანამშრომლები - გიორგი პოპიაშვილი და  ალექსანდრე კარაპეტიანი, დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ თანამშრომლები  ჯუმბერ ეზუგბაია და  გულიკო გოდოლაძე)  მესანგრეთა ჯგუფიდან გადარჩა მხოლოდ დიტო ტალახაძე რომელიც ვიცე პოლკოვნიკის ბრძანებით წასული იყო მეზობელ სახლში ფიცრის მოსატანად.

სამწუხაროდ მათი ცხედარი ისე იქცა ნაფლეთებად რომ ცალ-ცალკე მათი დაკრძალვა ვერ მოხერხდა.  დასაფლავებულია კურჩენკოს პარკში ძმათა სასაფლაოზე. გიული თაკალანძე დაჯილდოვებულია მედალით მხედრული მამაცობისათვის. 14 მარტი მესანგრეების ხსენების დღეა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.07.2021
ბოლო რედაქტირება 16.10.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0