ვლადიმერ მიხეილის ძე ესებუა 1917-1971წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945). გრიგოლეთი, ლანჩხუთი, გურია.
დაბადების ადგილი: სოფელი გრიგოლეში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.
1937 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. სსრკ-ფინეთისა (1939-1940) და II მსოფლიო ომების (1939-1945) მონაწილე. იბრძოდა ქ. ნოვოროსიისკისა და ტამანის ნახევარკუნძულის განთავისეუფლებისათვის. ერთ-ერთი პირველი გადავიდა ქერჩის პლაცდარმზე. ამ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (17 ნოემბერი 1943). იყო იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურების (1945) მონაწილე. უფროსი სერჟანტი (1944). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძილო ორდენი და მედლები.