ესებუა პავლე მღვდელი, სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.51
საპატრიარქოს უწყებანი N28 1-8 ოქტომბერი 2009წ გვ.10
დაჯილდოება
20 სექტემბერს სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოს შიოს (მუჯირი) მიანიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. აქვე დააჯილდოვა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებაც: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოსებ ესაკია, ჩხოროწყუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ალექსანდრე თოლორდავა, ძველი სენაკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოანე კუპრეიშვილი და ნოქალაქევის წმინდა ორმოცი სებასტიელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი პავლე ესებუა.