დეკანოზი გიორგი ესებუა
დაიბადა 1959 წლის 13 ნოემბერს ქ. ზუგდიდში.
1976 წელს დაამთავრა ზუგდიდის N2 საშუალო სკოლა, 1983 წელს _
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.
1989 წელს ზუგდიდის კვირაცხოვლობის ტაძარში მონათლა დეკანოზმა მიქაელ ასათიანმა.
1986-1989 წლებში მუშაობდა ,,საქენერგოში“, ხოლო 1898-2001 წლებში _ არასამთავრობო
ორგანიზაციაში.
2006 წლიდან ეპარქიის სხვადასხვა ტაძარში მსახურობდა მედავითნედ.
2011 წლის 19 ივნისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 2012 წლის
24 ივნისს აკურთხა მღვდლად.
2012 წლიდან მსახურობს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში.
2020 წლის 23 ნოემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების
უფლებით და აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ქ. ზუგდიდი, აკაკი ჭანტურიას ქ. N13.