სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
სამოელ (ბაჩო) ჭყოიძე 1972-94წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვები ხარაგაული სამოელ (ბაჩო) ჭყოიძე 1972-94წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვები ხარაგაული სამოელ (ბაჩო) ჭყოიძე 1972-94წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვები ხარაგაული

1972-1994 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჭყოიძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

331       ბეჭდვა

სამოელ (ბაჩო) ჭყოიძე 1972-94წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვები ხარაგაული

ბაჩო ჭყოიძე სულიკოს ძე


იმერეთის ერთი პატარა, კოხტა სოფელია ქვები, სადაც 1972 წლის აპრილში დაიბადა სამოელ (ბაჩო) ჭყოიძე, უწყინარი, კეთილი და ალალმართალი ბიჭი. 1992 წლის 25 აგვისტოს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა შინაგანი ჯარების ს/ნ 10245-ის რიგებში, რიგითად.

    „სამხედროში რომ მიდიოდა, გული რაღაცა ცუდს მიგრძნობდა. ჩემს შვილს თვალებში ვერ ვუყურებდი. ბოღმით მქონდა გული სავსე. სულ არ მინდოდა მისი გაშვება, თითქოს გული მითქვამდა, რომ ჩემი შვილი აღარ დაბრუნდებოდა -- თვალცრემლიანი ამბობს ბაჩოს დედა, ქალბატონი ნანა ჭყოიძე. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დროს, ბაჩო მონაწილეობდა აფხაზეთის ძმათამკვლელ ომში. ომის შეწყვეტის შემდეგ, მისი ნაწილი გადაიყვანეს ახალციხეში. ბაჩოს ჯარის მეგობარი იხსენებს: „აპრილის თვე იყო, 10 რიცხვი, 1994 წელი. შუაღამისას წამოგვყარეს და ვერტმფრენებში მოგვათავსეს. სად მივდიოდით, არ ვიცოდით, მერე გავიგეთ, რომ სვანეთში მივფრინავდით. ჩასვლისთანავე გაირკვა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის დროებით გამავალი საზღვარი უნდა დაგვეცვა. მე და ბაჩო მეკავშირეები ვიყავით და საზღვრებზე დგომა არ გვევალებოდა. 17 აპრილი თენდებოდა. ჩვენი ერთი მეგობარი საზღვრის დასაცავად უნდა წასულიყო, მაგრამ შეუძლოდ იყო და არ შეეძლო დავალების შესრულება. ბაჩომ უთხრა, მე წავალ შენს მაგივრად, იქნებ ამასობაში შენც გამომჯობინდეო. წავიდა და საღამოს თერთმეტ საათზე სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ სიცოცხლეს გამოასალმა. ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. დიდი წვალებით გამოვიყვანეთ ბაჩო, რათა მისი ცხედარი აფხაზებს არ ჩავარდნოდათ ხელში...

    ბაჩოს და მის მეგობარს ერთმანეთისთვის პირობა მიუციათ, რომელიმე მათგანის დაღუპვის შემთხვევაში, ამქვეყნად დარჩენილი, მეგობრის სახელს დაარქმევდა საკუთარ შვილს, გარდაცვლილი მეგობრის სახელის უკვდავსაყოფად. „სიკვდილი არცერთს არ გვინდოდა. ნამდვილად ისე წამოგვცდა. შეიძლება ბედისწერამ გვათქმევინა. მისი დაღუპვის გახსენებას ვერ ვიტან. გავიდა დრო. ცხოვრება გრძელდება. ოჯახი შევქმენი და შემეძინა ვაჟი –– ბაჩო, მე მასთან ერთად მივედი ბაჩოს საფლავზე. სხვათა შორის, ბაჩოს ოჯახშიც დამხვდა პატარა ბაჩო –– ძმას დაურქმევია ბიძის სახელი“ –– იხსენებს ბაჩოს მეგობარი.

    იზრდება ბაჩოს ფუძეზე პატარა ბაჩი –– ბებია-ბაბუის იმედი. ბევრჯერ მივა ბიძის საფლავზე და იტყვის: ჩემი ბიძა გმირია, ის თავის ქვეყანას გმირულად შეეწირა.

საიდან დავიწყო, არ ვიცი, ნეტავ ჩემი შვილი მიგონებდეს, მე ვიყო მის ადგილას. წყნარი და გულთბილი ბიჭი იყო, მაგრამ თუ გაბრაზდებოდა, მერე, მტრისას. უსამართლობას ვერ იტანდა, იყო გულთბილი, უყვარდა ჩხირკედელაობა.


    სამხედროში რომ მიდიოდა, გული რაღაცა ცუდს მიგრძნობდა, ჩემს შვილს თვალებში ვერ ვუყურებდი, ბოღმით მქონდა გული სავსე. სულ არ მინდოდა მისი გაშვება, თითქოს გული მითქვამდა, რომ ჩემი შვილი აღარ დაბრუნდებოდა. დედის გულს ხომ იცით, არაფერი გამოეპარება, არც გამიცილებია, ვერ შევძელი, ნებისყოფა არ მეყო. ახალციხეში მსახურობდა. ხშირად სახლშიც დადიოდა, რომ ჩამოვიდოდა, ასე მეგონა ათი წლის უნახავი მყავდა, ისე მიხაროდა მისი მოსვლა, რითი გამეხარებინა იმას ვფიქრობდი. რომ დაიძინებდა სულ ვუყურებდი და მძინარეს ვეფერებოდი. ისე იმსახურა სამხედროში, რომ საყვედური არ მიუღია, ბევრიც გაუჭირდა, მაგრამ იქიდან არ გამოქცეულა; ორი თვე აკლდა ჩამოსვლას, მაისში უნდა ჩამოსულიყო, აპრილში კი ეს უბედურება მოხდა.

    ბევრჯერ ვიფიქრე თავის მოკვლა, ბევრჯერ სასაფლაოზე მის გულზეც მიძინია, ღამეები. იქ მითენებია, როცა სახლში მარტო ვრჩებოდი, ჩემი შვილის საფლავზე ვათენებდი, მაგრამ ღმერთმა არ მიიღო ჩემი დატანჯული სული, მერე თავს ძალა დავატანე იმიტომ, რომ კიდევ მყავდა მეორე ვაჟი, ბესიკი და ქალიშვილი თამილა, რომელიც ბავშვს ელოდებოდა. დღეს სახლში ბიძის მოსახელე პატარა ბაჩუკი დადის. იზრდება პატარა ბაჩი, ბებია-ბაბუის იმედი. ბევრჯერ მივა ბიძის საფლავზე და იტყვის: მე ბიძის სახელი მქვია, ის ხომ გმირულად დაიღუპა, თავის ქვეყანას შეეწირა, იამაყებს კიდეც.


დედა



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0