დაიბადა 1968 წლის 21 იანვარს, გორის რაიონის სოფ. ბერბუკში. 1974 წელს შევიდა ამავე სოფლის სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1985 წელს. სკოლის. დამთავრებისთანავე გახდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი.
1986-88 წლებში მსახურობდა ჯარში.
1988 წელს სწავლა განაგრძო ტექნიკურ უნივერსიტეტში:
1992 წლის 10 ოქტომბერს მე-5 კურსის სტუდენტი გია გიგაური თავის მეგობართან ერთად მოხალისედ წავიდა აფხაზეთში სამშობლოს დასაცავად.
26 ოქტომბრის დილა გიასთვის საბედისწერო აღმოჩნდა. დაიღუპა სოფელ ტამიშთან ვერაგი მტრის ხელით ნასროლი ტყვიით.
გია 26 ოქტომბერს უნდა დაბრუნებულიყო სახლში,