სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიორგი გურგენიძე 1965-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი  დაბ. თბილისი წარმ. სოფ. ჩოჩხათი, ლანჩხუთი გიორგი გურგენიძე 1965-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი  დაბ. თბილისი წარმ. სოფ. ჩოჩხათი, ლანჩხუთი გიორგი გურგენიძე 1965-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი  დაბ. თბილისი წარმ. სოფ. ჩოჩხათი, ლანჩხუთი

1965-1993 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გურგენიძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

გიორგი გურგენიძე 1965-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. ჩოჩხათი, ლანჩხუთი

 გიორგი (გუგა) რევაზის ძე გურგენიძე

დაიბადა 1965 წლის 1 იანვარს ქ.თბილისში.  მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოში.


იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. დაიღუპა 1993 წლის 4 ივლისს აფხაზეთში მდინარე გუმისთასთან მიმდინარე ბრძოლის დროს.

დაჯილდოებულია :სიცოსხლეში_ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და გარდაცვალების შემდგომ_ მხედრული მამაცობის ორდენით.



„როცა შეგხვდი ომის მიმწუხრში, გამორჩეული შუქი გმოსავდა მხედარს და რაინდს, სამშობლოს რაინდს და მე გიპოვე“,

სოხუმი, 3 სექტემბერი. 1992 წელი

– მე გიორგი მქვია, გუგასაც. მეძახიან, – გაიღიმე და ხელი გამომიწოდე.

მერე ჩაიმუხლე, ავტომატს დაეყრდენი, კომენდატურის წინ საბრალოდ ატუზულ ძაღლს მიეფერე, თავი ასწიე და მითხარი:

– მეც მყავს შინ ძაღლი, ომში რომ მივდივარ, მოიწყენს ხოლმე სანამ არ დავბრუნდები, პირს არაფერს აკარებს...

ხვედრი

„გიორგი მქვია, გუგას მეძახიან“, ისევ ჩამესმის შენი ხმა, გუგა, ასე გაგიცანი, ასე. დამამახსოვრდი, პირველი, რაც შეწში დავინახე, მხედრული სული იყო, მთასავით ვაჟკაცი, ზოლიანი მაისურით დინჯად მიუყვებოდი გზას. შუბლზე ეკლესიაში ნაჩუქარი შავი ლენტი, გულზე კი ჯვარი და ღვთისმშობელი გეკიდა, ისიც აგვისტოს ბრძოლებამდე რამდენიმე დღით ადრე გაგრის ეკლესიაში მოუციათ. მებრძოლებისათვის, გახსოვს, მითხარი, ამ ჯვარმა გადამარჩინა, არ მოვიხსნი და ღმერთი ყოველთვის დამიფარავსო.

ასეთი რწმენა გქონდა. ამ რწმენით მიდიოდი ყოველთვის ომში თბილისელი ბიჭი გიორგი (გუგა) გურგენიძე.

მომიტევე, თუ პათეტიკა მომეძალა, თუ უცრემლოდაც ვერ გიხსენებ. შენნაირი ვაჟკაცების სიკვდილს უემოციოდ ვერ შევხვდებით, მით უფრო შენს დაკარგვას, ვისაც პირადად გიცნობდი და გამოგარჩევდი. ტრაგიკულია ჩვენი თაობა.შენი ტოლები სამშობლოსათვის კვდებიან, ჟურნალისტებს კი ნეკროლოგების, გარდაცვლილთა გახსენებების წერა დაგვებედა.. ყოველი ვაჟკაცის დაკარგგას მიაქვს გულიც და ძალას ვიკრებ, სულის სიმხნევე შევინარჩუნო. მორიგი წერილისათვის, არ შემიძლია დავივიწყო ჩემი თაობის გმირები!

შენ, გუგა, ვისაც გიცნობდი ომის გზებიდან. შენი ტოლა ბიჭებივით ფუფუნება არ გიძებნია, პედაგოგის ოჯახში გაიზარდე, შენ უთენია ავტომატით ხელში გადიოდი შინიდან და სამშობლოს დამცველთა რიგებში დგებოდი დღე და ღამე გასწორებული გქონდა...

მითხარი დედის ნაჩუქარი ოქროს ჯვარი მქონდა, მაგრამ ძმაკაცი მოგვიკლეს, შვილი მოვუნათლე და იმ ბავშვს ვაჩუქეო. გული კი გწყდებოდა დედის სახსოვარზე, მაგრამ შენს ქცევას გამართლებულად თვლიდი, მეგობრისთვის საკუთარ სულს არ დაიშურებდი.

დიდი ბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღით თბილისში დაბრუნება დააპირე მაგრამ აეროპორტში შენი მეგობარი ვასიკო ქარსელაძე შეგხვდა, იმისი ხათრით კიდევ დარჩი სოხუმში, ძმაკაცის გვერდით გინდოდა ყოფნა. ჟურნალისტებსაც  არ გვშორდებოდი, ყოველ საეჭვო გასროლაზე იდექი,ავტომატს წამოავლებდი ხელს და მზად იყავი დაგეცვა ყველა.მაშინაც ვწერდი რომ შენს გვერდით შიშსა და სიკვდილზე არ შეიძლებოდა ფიქრი. მზად იყავი ყველგან გამოგვყოლოდი, გვიამბობდი თანამებრძოლებზე, მათ ვაჟკაცობაზე და ამაყობდი, აფხაზეთამდე სამაჩაბლოში ვიბრძოდიო, ნიქოზს ახსენებდი, წმინდა გიორგის ეკლესიას, საინტერესო ძეგლიაო. ტელევიზიით გამოვედი. იქნებ გაიხსენო, სვანური ქუდი მეხურაო...

ხანდახან უცებ სახე შეგეცვლებოდა, ღიმილიან თვალებში გაკრთებოდა სევდა და იტყოდი, დავიღალე, ადამიანური ცხოვრება მომენატრაო...

შენი დიდი გული


დავყურებ ფოტოს. ეს ბავშვური კეთილი მზერა შემოგრჩა სიცოცხლის ბოლომდე. შინ ვერ ისვენებდი, ბრძოლისკენ მიგიწევდა გული. რედაქცია?მოივლიდი ჩამოვედიო, დაგვენახვებოდი, საბრძოლო ეპიზოდებს მოგვიყვებოდი, გაგრის დაცემის შემდეგ ერთი კვირა ტყეში დაჰყავი, ვერტმფრენით აგიყვანეს, სასწაულად გადავრჩი მაშინაო. როცა რამდენიმე თვე არ გამოჩნდებოდი უკვე ვიცოდით, აფხაზეთში გაპარული იყავი, მარტო ოჯახს კი არა, მეგობრებსაც ეპარებოდი, ცოტა დაისვენეო, გევედრებოდნენ. შენს ხმას რომ გავიგონებდით, გვიხაროდა, რომ ცოცხალი იყავი, რომ ისევ ძველებურად გიძგერდა შენი

დიდი გული, რომელიც იტევდა ყველას – ნაცნობსაც და უცნობსაც, იქნებ მთელ სამყაროსაც?

მისი მეუღლე მაია იგონებს;

– სულ სხვაზე ფიქრობდა, სასტუმრო „ივერიაში“ ხშირად მიდიოდა.

ლტოლვილ ბავშვებთან, კანფეტები, ნამცხვრები მიჰქონდა. ჩემს შვილებს მშობლები ჰყავს, მათგან კი ბევრი ობოლია, სითბო სჭირდებათო. ხელფასს ბავშვებს და მათხოვრებს ახარჯებდა, სახელი დამრჩებაო, სულ ამას ამბობდა,

დღიურიდან:

„შენ მოდიოდი სივრცეებიდან მარადიული გაზაფხულებით. არ ახსენებდი სიკვდილს საერთოდ და არასოდეს გშინებია სიკვდილის, რადგან შენთვის იგი არ არსებობდა, შენ სივრცეების მოძახილს მოჰყევ და მოძახილად დარჩი ნათელში“.

გმირობა 

2 ივლისს დესანტთან უთანასწორო ბრძოლები დაიწყო. მაია იხსენებს, რომ ამ დღეს, უჩვეულოდ იქცეოდი თურმე, ვეღარ გცნობდა, შეიცვალე: შვილები საგანგებოდ. გამოაწყვე და მუშტაიდის ბაღში წაიყვანე, პირველად მოიცალე მათთვის. ასე. ხანგრძლივი დროით. სხვანაირად ესიყვარულებოდაო, მერე ღამის სამ საათზე ამდგარხარ, გამოგიტანია იარაღი, წასასვლელად გამზადებულხარ,

მანქანის მოლოდინში სამი საათი წვიმაში მდგარხარ... მაიას უთხოვნია შენთვის,იქნებ გადაგედო წასვლა, გული ცუდს მიგრძნობსო. ბოლო დროს გულზე არც ერთი ჯვარი არ გიჩერდებოდა, ყველა ტყდებოდა თურმე.

(შინიდან გასვლისას ჯერ კიბის საფეხური ჩამოგიტყდა თურმე, წინა დღით კი ოთახში ჭაღის თვალი ჩამოვარდნილა). არაო, დღესვე უნდა წავიდე. ჩემი გენერალი იქ არის (გია გულუაზე გითქვამს) და მეც მის გვერდით უნდა ვიდგეო.

ლირიკული გადახვევა:

„ყველაფერი უცნობი იყო და ამ შეუცნობელი, ენითუთქმელი მარტოობითა და სუსხით გამსჭვალული. არაფერი იყო ისეთი, რაზედაც დაყრდნობა შეიძლებოდა – რაც გაათბობდა კაცს. ყველაფერი დაუსაბამი იყო, როგორც ეს ქვეყანა. უსაზღვრო და უცხო“ (რემარკი).

საოცარია, ეს შენი გამგზავრება ტელევიზიით აჩვენეს. აეროპორტში ჩამწკრივებულ ბიჭებს შორის გულიანად იცინოდი, ისევ სვანური ქუდი გეხურა.

(შინიდან რომ გამოსულხარ, ქუდი დაგრჩენია, ეს კარგის მაუწყებელი არ არისო და უკან მიბრუნებულხარ).

4 ივლისს გუმისთასთან გადმოსხმულ დესანტთან ბრძოლაში პირველი ჩაები ნატყვიარი მუხლით (სამაჩაბლოში ნაღმის აფეთქებისას დაგრჩა ნამსხვრევი),იქნებოდა მსხვერპლი, ვიღაცას თავის თავზე უნდა აეღო მათი შეჩერება. წამომიმართე, ტყვიამფრქვევის ჯერით მტერი მოცელე და ჩვენს მეგობრებს გადაეფარე, მხარში დაიჭერი, მაინც იბრძოდი, ბოლოს ხელყუმბარა გესროლეს. ასე.

ხელჩართულ ბრძოლაში დაეცი მთასავით ვაჟკაცი. რჩეულთა შორის რჩეული მებრძოლი.

გუგა გურგენიძის ქუჩა.

„შენს სახლში ვარ, ნაძალადევში, გადასასვლელ ხიდთან, გრომოვის ქუჩაზე ცხოვრობდი, ახლა მას შენი სახელი – გუგა გურგენიძის ქუჩა ჰქვია, ქვაფენილიანი, პატარა, მაგრამ ლამაზი აღმართია, საიდანაც თბილისის ასევე ლამაზი ხედი იშლება, შენს ჭიშკართან კი ალვის ხეები დგანან. შენს პატარა სადა სახლში ხატები და ყვავილებია, შენი შვილები – ლაშა და ლალი დარბიან ეზოში, ლაშა წელს სკოლაში მივა. წამდაუწუმ იძახის, გუგას დამიძახებთო,ლალი, შენ რომ ძალიან გგავს, არ გვცილდება და გვეხვევა. მაგიდაზე ოთხად დაკეცილი გაზეთი „თბილისი“ დევს, სადაც შენზე. ვწერდი ერთი წლის წინათ. გვერდები გასცვეთია. გულის ჯიბით დაჰქონდა გუგას, ყველას აჩვენებდა– მეუბნება მაია. 

ამ წერილს კი ვერავის ვეღარ აჩვენებ, თვითონ წაიკითხავენ შენზე, გუგა... ვინც გიცნობდა, არ დაგივიწყებს. იცი, თურმე ერთ-ერთ დაბადების დღეზე შენი სადღეგრძელო გამორჩეულად უთქვამთ. შენი. სახელი დარჩა, შენი. სახელობის ქუჩა დარჩა, შენ ჩვენში ხარ ისევ ისეთი, ბავშვური გამოხედვითა და რაინდული სულით გამორჩეული, სიცოცხლეშივე ჯილდოზე წარგადგინეს,არ დაგცალდა, არც ოცნება აგისრულდა, ბოლომდე – ჭიდაობა ძიუდოს მისდევდი, სპორტის ოსტატის თანრიგი გქონდა, მეორე უმაღლეს სასწავლებელში გინდოდა ჩაბარება – იურიდიული განათლება უნდა მივიღოო, ხშირად გითქვამს...

არ გვჯერა, რომ ვეღარ გავიგონებთ შენს ხმას, ვეღარ გიხილავთ... ყოველ ღამე ესიზმრები შენს მაიას, ახლა მარტო რომ უნდა შეებას ოჯახის უღელს და შენი ლაშას და ლალის დედობას ღირსეულად გააგრძელებს... შენ მათში ხარ, გუგა,

ჩემი სახსოვარი კი ეს პატარა წერილია, რომლის დაუწერლობაც არ შემეძლო.


რექვიემი.

„ყველას საკუთარი სიკვდილი ჰქონდა, იმ კაცებს, იარაღ სხეულებში სიკვდილს ტყვესავით შებოჭილს რომ დაატარებდნენ... მათ საკუთარ წიაღში.

ჰქონდათ სიკვდილი, როგორც ნაყოფს თესლი აქვს გულში“ (რილკე).

 ვისაც ნამდვილი, საკუთარი (და არ უსახო) ცხოვრება აქვს, იგი სახესა და აზრს აძლევს მას, კვდება „საკუთარი“, ნამდვილი,

დიდი სიკვდილით, თავის მიერვე დაპურებული, ბავშვივით გაზრდილი სიკვდილით, რაც საკუთარი და ნამდვილი ცხოვრების განხორციელებას ნიშნავს. „სიკვდილი - კარგი ნამუშევარი, წიაღში ჩაღრმავებით შექმნილი, საკუთარი სიკვდილი, რომელსაც ვჭირდებით, რადგან ჩვენ ვაცხოვრებთ მას“,

თამარ შაიშმელაშვილი

შვილი ლალო გურგენიძე

შვილი ლაშა გურგენიძე

შვილიშვილები გუგა და მარიამ გურგენიძე (ლაშას მხრიდან)

შვილიშვილი ლუკა სეხლიანი (ლალოს მხრიდან)



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.08.2023
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0