სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გრიგოლ (გენადი) თოდუა 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ბაბუშარა გულრიფში აფხაზეთი გრიგოლ (გენადი) თოდუა 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ბაბუშარა გულრიფში აფხაზეთი გრიგოლ (გენადი) თოდუა 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ბაბუშარა გულრიფში აფხაზეთი

1954-1993 წწ. გარდ. 39 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თოდუა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

გრიგოლ (გენადი) თოდუა 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ბაბუშარა გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



გრიგოლ თოდუა  დაიბადა 1954  წლის  10 ნოემბერს  გულრიფშის  ერთ-ერთ  ულამაზეს სოფელ  ბაბუშარაში. პედაგოგების  ოჯახში  აღზრდილი  გრიგოლი  თავაზიანობით,პატიოსნებით,სამშობლოს   სიყვარულით  გამოირჩეოდა. დედა  იხსენებს  გრიგოლის  ბავშვობას,მის   დამოკიდებულებას  საქმისადმი- „16  წლის  არც  იყო  ჩემი გენადი  ბაბუშერას  აეროპორტის   მშენებლობა რომ  დაიწყო,არ გვიჯერებდა ,სკოლიდან  თავისუფალ   დროს   აეროპორტში  მუშაობდა,ბავშვობიდან  შეყვარებული იყო  იქაურობაზე. ამ  ადგილისადმი  დიდი  სიყვარული  და  მოწიწება  ალბათ  მამამისის  იქ  მუშაობამ  განაპირობა. სავალდებულო-სამხედრო  სამსახურის  მოხდის  შემდეგ ლენინგრადის  საავიაციო  სასწავლებელი  დაამთავრა  და  მშობლიურ  ბაბუშერას  აეროპორტს   დაუბრუნდა. ომის  დაწყების   პირველი  დღიდანვე  იცავდა მშობლიურ  კუთხეს,სამშობლოს  ერთიანობას.


როდესაც  აფხაზური  გვარდია  შეიქმნა ,მათი  შტაბბინა  ბაბუშარას  ცენტრში ,ზღვის  ნაპირას,აეროპორტიდან  4  კილომეტრში  განლაგდა,რაც  მოსახლეობას  საფრთხეს  უქმნიდა... 1992   წლის  14 აგვისტოს  გენადი  სამსახურში  იყო,როცა  სროლები  დაიწყო,უმალ,სასწრაფოდ,ყველაფერი  გადააბარა,უბნის  ბიჭები  შეკრიბა,ბავშვები  და  მოხუცები  სამშვიდობოს,უსაფრთხო  ადგილას  გადაიყვანა...გენადიმ  და  მისმა  მეგობრებმა  ასეული  შექმნეს,დაბინავდნენ  აფხაზური  გვარდიისგან   განთავისუფლებულ  შტაბბინაში,მეთაური  ჩემი  გრიგოლი   იყო....მძიმე  ვითარებაში  უხდებოდათ  ყოფნა-იარაღი,ტყვია-წამალი,მედიკამენტები...ყველაფერზე  თავად  უნდა  ეზრუნათ...თვეები   არ  ეძინათ,მაგრამ  ბრძოლის  ჟინი  არასდროს  დაუკარგავთ...“


გრიგოლ  თოდუა  1992  წლის   16  აგვისტოდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე მექანიზირებული  ბრიგადის  მე-5  ბატალიონში.ომის  დაწყებისთანავე  შექმნა  ასეული, რომელსაც  თავად  ჩაუდგა  სათავეში. აქტიურად  მონაწილეობდა   ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში.იდგნენ  იქ, სადაც  ყველაზე  მეტად  უჭირდა   საყვარელ  კუთხეს,იბრძოდნენ  გუმისთასთან,ტამიშთან,კინდღთან...

  1993  წლის  9  დეკემბერს  გრიგოლ  თოდუა  გმირულად დაიღუპა.ბრძოლა  არ  შეუწყვეტიათ   გრიგოლის  და-ძმას-ფატიმასა  და თემურს,ისინი  27  სექტემბრამდე  იდგენენ  მშობლიური  კუთხის  სადარაჯოზე.

    გრიგოლ  თოდუას  დარჩა  მეუღლე  და  ვაჟიშვილი.

    საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  გრიგოლ  თოდუა,სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვებულია  ვახტანგ  გორგასლის  მეორე  ხარისხის  ორდენით.


დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩატარებული ყველა შეტევა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ ომი ომია და მას, თავისი კანონები აქვს...

აფხაზური მხარის ბოევიკებთან გააფთრებული შეტაკებისას გმირულად დაეცნენ სოფელ ვარჩეს მკვიდრი: ჯემალ ქებურია, ვლადიმიროვკელი ინდერ სუბელიანი და დრანდელი ავთანდილ ლემონჯავა, ბაბუშერის ასმეთაური გენადი თოდუა, განახლების ასმეთაური ზაურ კვაშილავა და ახალდაბელი თენგიზ ნემსიწვერიძე.

ამ გმირების დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში, კოდორის ხიდის, რუსეთის ავიაგამანადგურებლების მიერ დაბომბვისას დაიღუპნენ მე-5 ბატალიონის საუკეთესო მებრძოლები: რომინო შონია, ვიტალი იოსავა და ჯამბულ ახობაძე. თითქოს, მე-5 ბატალიონს ამ გმირი ბიჭების დაღუპვა არ ეყოფოდა, რომ მათი დაკრძალვის დღეს, კოდორის რკინიგზის გადაკვეთისას აფხაზური მხარის მზვერავების მიერ, ყუმბარმტყორცნიდან გამოსროლილი ჭურვი, მეხუთე ბატალიონის მეთაურის ავტომანქანას მოხვდა და ზედ რელსებზე აფეთქდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ზარანდიას თქმით, ავტომანქანა რამდენიმე მეტრზე გადაისროლა. თვითონ მაიორი ზარანდია მანქანიდან გადმოვარდა და საკმაო სიმაღლიდან დაცემისას მძიმედ დაშავდა. ხოლო ბატალიონის მეთაურის, ვიცე პოლკოვნიკ გურამ დადუანის დროებით შემცვლელი დურუ შარია საუბედუროდ რკინიგზის რელსებზე დაცემის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა...

წყარო ნუგზარ ქებურია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.07.2021
ბოლო რედაქტირება 02.12.2021
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0