სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლიანა ეჯიბია 1949-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მენჯი სენაკი სამეგრელო ლიანა ეჯიბია 1949-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მენჯი სენაკი სამეგრელო ლიანა ეჯიბია 1949-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მენჯი სენაკი სამეგრელო
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ეჯიბია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

ლიანა ეჯიბია 1949-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მენჯი სენაკი სამეგრელო

მამის ბარათი

ლიანა ტატაშის ასული ეჯიბია დაიბადა 1949 წლის 7 მაისს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, 1966 წელს დაამთავრა ქ. სენაკის მეორე საშუალო სკოლის სრული კურსი. იმავე წელს სასწავლებლად გადავიდა ქ. სოხუმში, მაგრამ ინსტიტუტში ვერ მოხვდა, ვერ მოაგროვა საჭირო ქულები. იმავე წლის სექტემბერში მუშაობა დაიწყო ქ. სოხუმის # 1 პურის ქარხანაში მუშად.


1966 წლის დეკემბერში გათხოვდა მეგონა მიხეილის ძე კვირკველიაზე,ჰყავს ორი შვილი–გოგო და ბიჭი, ორივე დაოჯახებულია. 1970 წელს იგი მუშაობას იწყებს ვაჭრობის სისტემაში და წარმოებისაგან მოუწყვეტლივ ორი მცირეწლოვანი შვილის დედა შედის ქ. სოხუმის საბუღალტრო ტექნიკუმში,

სექნიკუმის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გადადის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მთავარ ბუღალტრად, სადაც მუშაობდა დაღუპვამდე.

1982 წელს წარმოებისაგან მოუწყვეტლივ სწავლას აგრძელებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და საბუღალტრო აღრიცხვის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1988 წელს და მიიღო ბუღალტერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. ფაკულტეტის დეკანატი ტოვებს უნივერსიტეტში ლაბორანტად და თან ამზადებს რეფერატს საბუღალტრო აღრიცხვის კურსით თემაზე „კომპიუტერის გამოყენება საბუღალტრო აღრიცხვაში“ და 1991 წლის სექტემბრიდან უფროსი მასწავლებლის ხარისხით კითხულობდა ლექციებს დასახელებულ ფაკულტეტზე პირველ და მეორე კურსელთათვის.

ლიანა იყო კარგი მეოჯახე და კარგი დიასახლისი. შვილებს გზა გაუხსნა,ქალიშვილმა დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტი, ხოლო ვაჟიშვილი  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია,მუშაობს შს ორგანოების სისტემაში და უშიშრად ებრძვის. იარაღით ხელში აფხაზ სეპარატისტებს. 

ბავშვობიდან დაჯილდოებული იყო მუსიკალური ნიჭით, სკოლაში სწავლის პერიოდში 4-ჯერ იყო ბავშვთა თვითშემოქმედების რესპუბლიკური დათვალირების ლაურეატი და დაჯილდოებული იყო ოქროს მედლებით, ჰქონდა იდეალური მუსიკალური სმენა, მღეროდა და ბრწყინვალედ ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, უკრავდა ფანდურზე, ჩონგურზე და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე.

თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მან ბევრის გაკეთება შეძლო.

საზოგადოებაში დატოვა სამშობლოსათვის თავდადებული მანდილოსნის სახელი, მაგრამ მას ბევრი განუხორციელებელი ოცნებაც დარჩა. იგი. ვერ მოესწრო ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობას, მას ადრე მოუსწრაფეს სიცოცხლე აფხაზმა ძმათა მკვლელებმა. 

ჩემი შვილი ლიანა ტატაშის ასული ეჯიბია ერთადერთი ქალია, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა ტყვიით დაცხრილეს და ქუჩაში გადააგდეს. უკანასკნელ ხანს იგი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გულიას. სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მთაკარ ბუღალტრად, ხოლო, როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო ძმათამკვლელი საზიზღარი არძინბა,

12 წელი იმუშავა მან ამ ინსტიტუტში, იმ ასკაციან ინსტიტუტში ჩემი ქალიშვილი იყო ერთადერთი ქართველი, რაც მოხსენიებული აქვს თავის საგაზეთო სტატიაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ როინ მეტრეველს (იხ. გაზეთი », კომუნისტი“,1989 წ.).

ჩემი შვილი კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ინსტიტუტში,ისე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, რომლის შემადგენლობაშიც იგი შედიოდა, საკითხავია: მაინც რატომ მოკლეს ეს უმწეო ქალი? როგორც გაირკვა, აგვისტოს შემდეგ აფხაზეთი აირია, გაჩაღდა ომი, არძინბა თავისი აფხაზებითურთ გაიქცა გუდაუთაში, ინსტიტუტი შეატოვა მის მოადგილეს ლიანას და ეს ინსტიტუტი ომის დღეებშიც მუშაობდა. ჩემი ქალიშვილი სოხუმში დარჩენილ თანამშრომლებს აძლევდა ხელფასს. ასეთ ვითარებაში მან, არ ვიცი ვისი მითითებით, თუ პირადი ინიციატივით, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის ფონდში ჩარიცხა 100.000 მანეთი. ისე მოხდა ოქტომბრის პირველ რიცხვებში. მას ერთდროულად გამოუტანია თანამშრომელთა ხელფასიც, რასაც. ურიგებდა. თანამშრომლებს გამოძახებით. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი ბანკის მეშვეობით, ეს შეიტყვეს სოხუმში დარჩენილმა არძინბას ლაქიებმა და, როგორც ჩანს, მოაწყვეს შეთქმულება ჩემი ქალიშვილის გასანადგურებლად, რაც სისრულეში მოიყვანეს კიდეც 1992 წლის 20 ოქტომბერს.

ამასთან ყურადსაღებია ის ფაქტი რომ 20 ოქტომბერს,როგორც კი მოკლეს ჩემი შვილი მიზანს მიაღწიეს,მეორე საღამოს,ცეცხლს მისცეს იმ ინსტიტუტის შენობა,სადაც მუშაობდა ჩემი ქალიშვილი,ამბობენ რომ ამ ინსტიტუტისა და არქივის შენობაში,რომელიც დაწვეს ინახებოდა საიდუმლო  დოკუმენტები,რაც საბაბი გახდა მისი განადგურებისა.

ასე ტრაგიკულად დასრულდა ჩემი 43 წლის შვილის სიცოცხლე,რაც მან ზვარაკად შესწირა თავის საყვარელ საქართველოს და ქართველ ხალხს.

                                                       დიდი პატივისცემით ლიანა ეჯიბიას მამა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.07.2021
ბოლო რედაქტირება 20.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0