სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
იური თაბაგარი 1961-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. თაბაგრები ჭიათურა იური თაბაგარი 1961-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. თაბაგრები ჭიათურა იური თაბაგარი 1961-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. თაბაგრები ჭიათურა
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თაბაგარი სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

იური თაბაგარი 1961-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. თაბაგრები ჭიათურა

ახლადგაჭრილ საფლავთან კიდევ ერთხელ აკაკანდნენ მრავალჭირგამოვლილი საძმოს ავტომატები და სევდიანად გაყუჩდნენ. გახურებული ლულებიდან ამომავალი ლურჯი ბოლი კი ზანტად შეერია ისეც გახურებული ივლისის თაკარა ცას. ცრემლს გზა ჰქონდა გახსნილი, სევდა კი უსასრულო იყო.კიდევ ერთი ფურცელი გადაიშალა მისი მოკრძალებული, პატარა ისტორიია რომელიც დიდი სიყვარულითა და ვაჟკაცობით იყო სავსე. კიდევ ერთი სამშობლოსათვის დაღუპული ქართველი მეომრის სიცოცხლე მიითვალა ზენაარმა, ხოლო ტყვიებით დაფლეთილი სხეული მშობლიური თაბაგრების მიწის საკუთრება გახდა,

იური თაბაგარი ჭიათურის ზონის სოფელ თაბაგრებში დაიბადა 1961 წლის 6 სექტემბერს. ხალიფაურის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთხანს. ა. წერეთლის სახელობის მაღაროთა სამმართველოში მუშაობდა გვირაბგამყვანად, 1989 წლიდან კი აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, მისი საბრძოლო გზა „თეთრი გიორგის სადროშოდან“ დაიწყო, 1992 წლის მარტიდან კი იგი უკვე ბატალიონ „ავაზას“ წევრია, რომლის დღევანდელი მეთაური, ბატონი ტრისტან წითელაშვილი, იურის დაკრძალვის დღეს დიდი ტკივილით იხსენებდა, თუ როგორ გამოიყვანა დაჭრილი მეთაური (ბატონი ტრისტანი) იურიმ ცეცხლის ხაზიდან და, რომ არა იურის ვაჟკაცობა, შეიძლება დღეს ცოცხალი აღარ ვყოფილიყავიო, დაუმატა შემდეგ.


ბატონი ტრისტანის სიტყვები ჭეშმარიტებას ღაღადებენ. იურის დიდი და კეთილი გული ჰქონდა. მას არ შეეძლო გულგრილი ყოფილიყო გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის მიმართ. ასეთი დარჩა ბოლომდე. დარჩა კიდევ ახალგაზრდა ქალი, სიყვარულდაკარგული, მაგრამ დიდ სიყვარულს ნაზიარევი თინათინი

იურის  მეუღლე და სამი პატარა ობოლი: შალვა, გიორგი და ხათუნა. მათი უმანკო ცრემლიც. გაჰყვა უდროოდ დაღუპულს სამარადისო გზაზე. მშობლები კი  მათი წუხილი უსასრულო და უიმედო დარჩება ბოლომდე.

სამმო–სამეგობროც დიდი ჰქონდა იურის ცხოვრებაში, მის საფლამწიიაშე აღმართული გრანიტის სამახსოვრო სურათიც, ამის ნათელი დადასტურებაა,„სოფლის ახალგაზრდებისაგან“ ასეა აღნიშნული ქვაზე ამოკვეთილი სურათის ქვეშ. გარდა ამისა იურისავე საფლავზე იცლება ხოლმე მეგობრებისაგან მოტანილი ხსოვნის სასმისებიც. სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს.

იური თაბაგარის ნათელი სულიც მაშინ მოისვენებს, როცა ამქვეყნად. ბოროტება მოისპობა, სიკეთე იზეიმებს, საქართველო დიდი, ძლიერი, ერთმორწმუნე და მოყვასის გამტანმოჭირნახულე გახდება.

ისიც ხომ სწორედ ამაზე ოცნებობდა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0