სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10620

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დომენტი იმედაძე 1961-1992წწ. გარდ. სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი. დომენტი იმედაძე 1961-1992წწ. გარდ. სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი. დომენტი იმედაძე 1961-1992წწ. გარდ. სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1961-1992 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი იმედაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

დომენტი იმედაძე 1961-1992წწ. გარდ. სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი.

დომენტი იმედაძე  კარლოს ძე დაიბადა 1961 წლის 25 სექტემბერს, ქ. თბილისში მამა დაბადებულია ქუთაისში



1967 წელს შევიდა ქ. თბილისის 53-ე. საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1978 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო. მუშაობა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ლაბორანტის თანამდებობაზე.

1979 წელს გახდა ამავე ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტი. 1980 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო. სამსახურში.

1986 წლიდან გვარდიის რიგებში შესვლამდე მუშაობდა საქსოფმშენის საქსოფმშენდეტალის ინჟინრად.


ამავე დროს იყო სპორტსმენი ცხენოსანი.

საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული ომის აღსაკვეთად მთავრობის მოწოდებით მონაწილეობა მიიღო ამ ომში, ახალგაზრდობას იგი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა და დაინიშნა # 101 მოხალისეთა ბატალიონის ოცეულის მეთაურად.

ერთ-ერთი შეტაკების დროს, 13 სექტემბერს 1992 წელს მძიმედ დაიჭრა სოფ.კოლხიდასთან და გარდაიცვალა 1992 წლის 18 სექტემბერს ქ. გაგრის საავადმყოფოში.



ითანამშრომლა ნუკა იმედაძემ (შვილი)


რუბრიკა „ერთი გმირის ისტორია“
ყოველ ორშაბათს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიყვებათ ერთი გმირის ისტორიას

დევი (დომენტი) იმედაძე

დევი (დომენტი) იმედაძე დაიბადა 1961 წლის 25 სექტემბერს, ქ. თბილისში. 1978 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა და მუშაობა დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ლაბორანტად; 1979 წელს გახდა ამავე ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტი. 1980 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
1986 წლიდან, ომში წასვლამდე, მუშაობდა საქსოფმშენში, ინჟინრად. იყო სპორტსმენი, ცხენოსანი.
"ლეიტენანტი დომენტი იმედაძე 1992 წლის 29 აგვისტოდან იბრძოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოხალისეთა, 101-ე მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში, გაგრის ზონაში, ოცმეთაურის თანამდებობაზე. მისი მეთაურებით, ოცეულმა, სოფელ კოლხიდასთან, არაერთი მტრის შეტევა მოიგერია. უშიშრად გადადიოდა შეტევაზე, ანუგეშებდა და პრაქტიკულ დახმარებას უწევდა დაჭრილ თანამებრძოლებს. 1992 წლის 18 სექტემბერს, ერთ-ერთი შეტევის დროს, გმირულად დაიღუპა სოფელ კოლხიდასთან..."

ნუკი იმედაძე, დევი იმედაძის ქალიშვილი: "საოცარი ადამიანი იყო, მოსიყვარულე მამა, ჩვენი ქვეყნის სიყვარულით აღსავსე ადამიანი. ომის დაწყების პირველივე წუთებიდან ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა თავის ქვეყანას. მძიმე დრო იყო, მაგრამ არ შეეძლო, უბრალოდ ჯდომა და ლოდინი. თავიდანვე ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. წავიდა სამშობლოს დასაცავად და პირველივე დღეებიდან იბრძოდა სამშობლოს ერთიანობისათვის. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. მრავალი წელი გავიდა, რაც დევი აღარ არის, მაგრამ ის ტკივილი, რაც მან მისი წასვლით ოჯახს, მის ახლობლებს მოგვაყენა, ჯერაც არ განელებულა...
პატარები ვიყავით, მამამ რომ დაგვტოვა. მის გარეშე განვლილი წლები ძალიან მძიმე იყო. მე ოთხი წლის ვიყავი და ჩემი ძმა შვიდის, მაგრამ კარგად მახსოვს, სასეირნოდ როგორ დავყავდით ხან იპოდრომზე, ხან ზოოპარკში, მთაწმინდაზე. ( მაშინ სხვა არაფერი იყო გასართობი ) ყოფილი ცხენოსანი იყო და უფრო ხშირად იპოდრომზე დავყავდით. დევი არაჩვეულებრივი ადამიანი, მეუღლე , მეგობარი და მოსიყვარულე მამა იყო. მამა დაკრძალულია საბურთალოზე, ძმათა სასაფლაოზე."
თენგიზ შუბლაძე, გენერალ-მაიორი, 101-ე ბატალიონის მეთაური: „ტანმაღალი, ახოვანი ბიჭი იყო.101 -ე, მოხალისეთა ბატალიონში ოცმეთაური გახლდათ. გაგრაში იბრძოდა, "წითელ ჯვართან". (‘’красный Крест’’) ერთ-ერთი შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. ხასიათდებოდა, როგორც კარგი მეთაური, უშიშარი მებრძოლი და კარგი მეგობარი."


ზაზა ნოდარის კირეულიშვილი, დაბ. 14/10/1968წ თბილისი. თანამებრძოლი

ზაზა კირეულიშვილი, თანამებრძოლი: " ერთმანეთი ომში გავიცანით, ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. გამორჩეული, თვალშიმოსახვედრი ბიჭი იყო. ძალიან მეგობრული, სულ ოცეულთან, თანამებრძოლებთან ერთად იყო ხოლმე. როგორც მეთაური, იყო ძალიან მზრუნველი. მხოლოდ განკარგულებების გაცემა არ იცოდა, ყველას პირადად აკვალიანებდა, ასწავლიდა.
წინა ხაზს არასდროს ერიდებოდა, ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბრძოლებში. "წითელ ჯვართან", სახლებში ჯგუფებად ვიყავით განლაგებული, პოზიციური ბრძოლები გვქონდა. იყო პერიოდები, როდესაც ეს ბრძოლები აქტიურ შეტაკებაში გადადიოდა, სნაიპერები ცალკე მუშაობდნენ, ტყვიამფრქვევები და თავისთავად, მსხვერპლიც იყო ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი შეტაკების დროს დაიჭრა დევი და გარდაიცვალა.
იყო საუკეთესო პიროვნება და კარგი მებრძოლი."

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.07.2021
ბოლო რედაქტირება 12.02.2024
სულ რედაქტირებულია 9

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0