დაიბადა 1971 წლის 5 თებერვალს, ცხინვალის რაიონის სოფელ კეხვში.
დაამთავრა კეხვის არასრული საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო თბილისის პროფტექნიკურ სასწავლებელში. პარალელურად თამაშობდა ფეხბურთს „შევარდენში“.
ქართველ მეომრებთან ერთად ებრძოდა ოს ექსტრემისტებს და ვაჟკაცურად • იცავდა საკუთარ მიწა-წყალსა და ხალხს.
1992 წლის მაისში ოსების მიერ მძიმედ დაჭრილი მამა თბილისში ჩამოიყვანა სამკურნალოდ, თვითონ კი კვლავ ბრძოლის ველს დაუბრუნდა. .
1992 წლის 7 ივნისს ოსები უმოწყალოდ ბომბავდნენ ქართულ სოფლებს.
ედიშერი სოფელ ხეითში იმყოფებოდა. მტრის ინტენსიური ცეცხლის გამო ქართველი მეომრები მიწას გაეკვრნენ. საჭირო იყო ნაღმსატყორცნამდე მისვლა და საპასუხო ცეცხლის გახსნა. ედიშერი სწრაფად წამოხტა, ხელი დასტაცა სასროლ მასალას და ნაღმსატყორცნისაკენ გაიქცა. მებრძოლებს მხოლოდ შეძახილი შემოესმათ: „ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. თქვენ გადაგარჩენთ, ბიჭებო!“
უცებ აფეთქების ხმა გაისმა და რამდენიმე წუთის შემდეგ მეომრები შეძრა ნანახმა – იქ, სადაც სულ ახლახან ლამაზი, მხიარული, ყველასათვის საყვარელილი ედიშერი იდგა, სხეულის დაფლეთილი ნაწილები მიმოფანტულიყო.