დაიბადა 1967 წლის 28 დეკემბერს გორის რაიონის სოფ. მეღვრეკისში.
1982 წელს დაამთავრა მეღვრეკისის რვაწლიანი სკოლა.
1982 წლიდან სწავლობდა ქ. ფოთის მე-7 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1984 წელს. გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევით, ერთნაირი ინტერესით სწავლობდა ყველა საგანს, განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენდა სპორტისადმი.– გატაცებული იყო ფეხბურთითა და კრივით, იყო „სიჭაბუკის“ თასის გათამაშების მონაწილე.
სკოლის დამთავრების შემდეგ იხდის სამხედრო სამსახურს და უბრუნდება მშობლიურ სოფელს, სადაც იწყებს მუშაობას დიდი ლიახვის სახელობის კოლმეურნეობაში მძღოლად,
იმ საბედისწერო დღესაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ უკუღმართმა ბედმა უმტყუნა საკუთარ მიწა-წყალზე. ოსი სეპარატისტების მიერ დამიზნებულმა გასროლილმა ტყვიამ ძარაში შეაღწია, სასიკვდილოდ დაჭრა გულ-ღვიძლ–ხერხემლის არეში,
დიახ! 1992 წლის 6 თებერვალს... დაილია 24 წლის ლომივით ვაჟკაცის ნათელი, ლამაზი სიცოცხლე, რომელიც ვაჟკაცურად იდგა იქ, სადაც უჭირდაერს, და არასოდეს უფიქრია თავისი ოჯახითა და მცირეწლოვანი შვილებითურთ დაეტოვებინა მშობლიური კერა და ეძებნა უდარდელი თავშესაფარი. არა, არა, ეს ნამდვილ ქართველ გმირებს არ ჩვევიათ.
შიდა ქართლში სისხლისმღვრელმა ქიშპობამ გააუბედურა, დააქვრივა და დააობლა კიდევ ერთი ჯანსაღი შრომისმოყვარე ოჯახი კახიაშვილებისა.