სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
კახი კახიაშვილი დ.1969წ.  ოლიმპიური ჩემპიონი.ძალოსანი ცხივნალი სამაჩბლო

მაქს.წარმატება 23 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი კახიაშვილი სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

434       ბეჭდვა

კახი კახიაშვილი დ.1969წ. ოლიმპიური ჩემპიონი.ძალოსანი ცხივნალი სამაჩბლო

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
3
1
0
კახი კახიაშვილი ან აკაკიოს კაკიაშვილისი (ბერძ. Ακάκιος Κακιασβίλης; დ. 13 ივლისი, 1969, ცხინვალი, საქართველოს სსრ) 1992 ბარსელონა, ესპანეთი - ოქრო— საბჭოთა, ქართველი და ბერძენი ძალოსანი. სამგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1994 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა.
ორჭიდში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: 420 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996 წ.); ატაცში - ორი მსოფლიო რეკორდი: 185,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1994 წ.) და 188 კგ (94 კგ კატეგორიაში, 1999 წ.); აკვრაში - სამი: 227,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995 წ.), 228,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995 წ.) და 235 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996 წ.).

ოლიმპიური ჩემპიონი - 1992 (90კგ; ბარსელონა), 1996 (99კგ; ატლანტა), 2000 (94კგ; სიდნეი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1995 (99კგ; გუანჟოუ, ჩინეთი), 1998 (94კგ; ლაჰტი, ფინეთი), 1999 (94კგ; ათენი, საბერძნეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1993 (91კგ; მელბურნი, ავსტრალია), 1994 (91კგ; სტამბოლი, თურქეთი)
ევროპის ჩემპიონი - 1992 (90კგ; სეკშარდი, უნგრეთი), 1993 (91კგ; სოფია, ბულგარეთი), 1995 (91კგ; ვარშავა, პოლონეთი), 1996 (99კგ; სტავანგერი, ნორვეგია)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1994 (91კგ; სოკოლოვი, ჩეხეთი), 1999 (94კგ; ლა კორუნია, ესპანეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1998 (94კგ; რიესა, გერმანია)
დსთ ჩემპიონი - 1992
სსრკ თასი - 1988, 1989, 1991
მსოფლიოს ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 1989 (90კგ; ფორტ ლოდერდეილი, აშშ)
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 1992, 1993
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1992
სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2016

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 1992
ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
კახი კახიაშვილის შედეგები 1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიადაზე:
აკვრა: 170-175-177.5-177.5კგ (II); ატაცი: 220-225-235-235კგ (I)
ორჭიდი: 412.5კგ (ჩემპიონი)
კახი კახიაშვილის შედეგები 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადაზე:
აკვრა: 180-185-185კგ (III); ატაცი: 220-225-235-235კგ (I)
ორჭიდი: 420კგ (ჩემპიონი)
კახი კახიაშვილის შედეგები 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე:
აკვრა: 180-185-185კგ (I); ატაცი: 220-220კგ (I)
ორჭიდი: 405კგ (ჩემპიონი)
*-1989 წელს, ამერიკის ქალაქ ფორტ ლოდერდეილში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მიმდინარეობისას აკვრაში 225კგ დააფიქსირა და თანატოლთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
*-1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიადაზე, ატაცის უკანასკნელ ცდაზე 235კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, მსოფლიოს რეკორდი გაიმეორა, ორჭიდის ჯამში ასევე მსოფლიოს რეკორდი გაიმეორა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
*-1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადაზე, ატაცის უკანასკნელ ცდაზე 235კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და მსოფლიოს რეკორდი გაიმეორა, ორჭიდის ჯამში კი ასევე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!
*-2005 წელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, აღუდგინეს საქართველოს მოქალაქეობა.
*-2010 წელს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრი გახდა.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა პაატა ნაცვლიშვილის წიგნი „კახი კახიაშვილი“.
*-2012 წლიდან საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია.
*-კარიერის განმავლობაში 7ჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი. 1999 წელს, ათენის მსოფლიო ჩემპიონატზე მის მიერ ორჭიდის ჯამში ნაჩვენები შედეგი - 412,5კგ - მხოლოდ 13 წლის შემდეგ, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე გააუმჯობესა ყაზახმა ალექსეი ილინმა (მოგვიანებით ილინი დოპინგზე ჩავარდა და მისი შედეგი გაუქმდა).
პირველი ადგილი(91 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1993, სოფია, ბულგარეთიი
მეორე ადგილი(91 კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1993, მელბურნი, ავსტრალია
პირველი ადგილი(90 კგ)
ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები 1992, ბარსელონა, ესპანეთი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16