სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დავით მუსერიძე 1958-1992წწ. გარდ. 34 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი. დავით მუსერიძე 1958-1992წწ. გარდ. 34 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი. დავით მუსერიძე 1958-1992წწ. გარდ. 34 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1958-1992 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მუსერიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

დავით მუსერიძე 1958-1992წწ. გარდ. 34 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი.

 დავით ნოდარის ძე მუსერიძე დაიბადა 1958. წლის 26 მარტს, თბილისში,სამხედრო პროფესიონალთა ოჯახში.

აწ გარდაცვლილი ბაბუამისი ომარ დავითის ძე მუსერიძე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, გენერალი, ღვაწლმოსი და ცნობილი პიროვნება იყო, მამა – გენერალ-მაიორი ნოდარ მუსერიძე დღესაც მოქმედ ეროვნულ ჯარში მოღვაწეობს, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის მონაწილეა, დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული არმიის ფორმირების საქმეში. დღეს პირველი გვარდიული ბრიგადის მეთაურია.



დედა – ლამარა მუსერიძე – ექიმია, და – თამრიკოც ექიმია. ორი შვილის დედაა. მისი მეუღლე – ჯუმბერ იაკობიძე, სპეციალობით ინჟინერი, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა. დღეს მაიორი, ერთერთი სამხედრო ნაწილის მეთაურია.

დავით მუსერიძემ 1975 წელს დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო, და მე-8 მუსიკალური სკოლები; 1986 წელს ალმა-ატის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

გატაცებული იყო სპორტით, მუსიკით, ხატვით.

1976-78 წლებში იმსახურა ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში კალუგის ოლქში, სარაკეტო ძალებში – საზენიტო დანადგარის მართვის რადიოტექნიკური საშუალებების ოპერატორად.

აღმოსავლური ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობებით გატაცებული, 1979 წლადან ალმა-ატის სპეციალურ კლუბში ეუფლებოდა კარატეს, კუნფუს.

1982 წელს ალმა-ატის ოლქის 80 კგ. წონით კატეგორიაში პირად პირველობაზე კარატეში პირველი ადგილი დაიკავა, 1983 წელს კი ოლქის ჩემპიონი გახდა.

თბილისში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ყოფილი  დოსააფის

სპორტულ-ტექნიკურ კლუბში მწვრთნელად და მსაჯთა კოლეგიის წევრად, სპორტსაზოგადოების ინსტრუქტორ-მეთოდისტად, -- საქჰიდროკომუნშშენის – სახელმწიფო-საპროექტო სამეცნიერო. კვლევით _ ინსტიტუტში - ინჟინრად.

   1992წლის მარტიდან დავითი საქართველოს ეროვნული გვარდიის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკში ჩაირიცხა. მალე პოლკის დაზვერვის უფროსად დაინიშნა.

დათოს საბრძოლო ბიოგრაფია სამაჩაბლოში დაიწყო. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ჭაბუკი ფიქრშიც ვერ ეგუებოდა მშობლიური მიწის თუნდაც ერთი მტკაველის დაკარგვას.

მამაცმა და საზრიანმა, უშიშარმა და ერთგულმა არაერთი საუკეთესო მაგალითი უჩვენა იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოდეს ქართველი ვაჟკაცი მამულისათვის. დაჭრილი პირველი სამედიცინო დახმარების შემდეგ ისევ ცხელ წერტილში დაბრუნდა. მხოლოდ სამაჩაბლოდან ჯარების გამოყვანის შემდეგ.დაწვა საავადმყოფოში სამკურნალოდ.

აფხაზეთის კონფლიქტმა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო,დათოს საავადმყოფოში მოუსწრო. ჩოლოყაშვილის პოლკი გაეშურა კონფლიქტის ზონისაკენ. დათო საავადმყოფოს პალატიდან შეუერთდა თანამებძროლებს ისე, რომ აუცილებელი მკურნალობის კურსი დამთავრებულიც არ ჰქონდა.

სოხუმში, ეშერაში, ოჩამჩირეში, ტამიშში, ცაგერაში, არადუში, შრომაში, ყველგან თავდადებით იბრძოდა ჩოლოყაშვილის პოლკი, რომლის უფროსი და მისი შემადგენლობა ნამდვილი მებრძოლი პატრიოტების სანიმუშო მაგალითს იძლეოდნენ. 1992 წლის სექტემბერში დავით მუსერიძეს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან ჭრილობის გართულების გამო დათო სამკურნალოდ გამოგზავნეს თბილისში.

სტაციონარული ინტენსიური მკურნალობის შედეგად როგორც კი თავი უკეთ იგრძნო, შეუდგა აფხაზეთში დასაბრუნებლად თადარიგს. „არ შეიძლება ბიჭების მიტოვება!“ _ ჯიუტად იმეორებდა. ბიჭები კი მოუთმენლად ელოდნენ მეთაურს.

დათო კი 16 ოქტომბერს დაიღუპა.

1993 წლის 26 მარტს 35 წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთიდან გაზეთის საშუალებით ასე მიესიყვარულნენ დათოს მისი თანამებრძოლები: „,..სიმამაცის, ვაჟკაცობის, ერთგულების და სიკეთის სიმბოლოდ დაგვრჩება შენი ხატება, დათო! დაუვიწყარი ხარ ყველასათვის, ვისაც,ერთხელ მაინც განუცდია შენი სიახლოვის ხიბლი, ძმაო! ჩვენ დღესაც აქ, აფხაზეთში მეომრული წესით აღვნიშნავთ შენი დაბადებიდან 35-ე გაზაფხულს ზეცაში მოგაწვდით ხმას, დათო!

გპირდებით, არასოდეს შეგარცხვენთ,დათოს საფლავზე აღმართულ ძეგლს ასეთი წარწერა ამშვენებს;

სიკეთით  და სავსე  გულით ,რაინდულად  იცხოვრე ,პირნათელი წახვედი,სავანედ გექცეს მშობლიური მიწა,რომელსაც  შეეწირე!სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.07.2021
ბოლო რედაქტირება 19.05.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0