საავიაციო ბომბის უვნებელყოფის ოპერაციის გადაღების დროს დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების აკადემიის სტუდენტი გიორგი ანზორის ძე პოპიაშვილი.
წავიდა ჩვენგან სამშობლოსა და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული კაცი,რომელიც კამერით ხელში ფირზე აღბეჭდავდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მოვლენებს. საბრძოლო ოპერაციების დროს გადაღებული მრავალი უნიკალური კადრი შექმნა.
„ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან“. – საკურსო დავალება სტუდენტმა პოპიაშვილმა სხვა რომელიმე დალხინებული ერის შვილივით სატრფოსთან გასეირნებას, ან შესაქცევ თავგადასავალს კი არ მიუძლვნა – არამედ თბილისში ატეხილ ომს. ასეთი იყო მისი ხვედრი – ბრძოლა! კინოკამერით ხელში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის მანდატით, იღებდა ისტორიას და საკუთარი მხატვრული ფილმის შექმნა კი არ დასცალდა. კინორეჟიორი გიორგი პოპიაშვილი სამშობლოს განსაცდელის ჟამს „თეთრი არწივის“ჯარისკაცად იქცა და დაეცა კიდეც ბრძოლის ველზე, ხელოვანმა კაცმა გმირულად შესწირა თავი ერს, უსაზღვროდ დამწუხრდნენ დედა, ქალ-ვაჟი, მეუღლე...
წავიდა ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანი და უზომო ნაღველი დაგვიტოვა.
ლმერთო, ნათელში ამყოფე გიორგი პოპიაშვილის სული.
გიორგი პოპიაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ხელოვნების აკადემია,
გიული თაკალანძე
კაპიტანი გიული რაფიელის ძე თაკალანძე დაბადებული 1952 წლის 4 თებერვალს გალის რაიონ სოფ. ოტობაიაში. სოხუმის სკოლა- ინტერნატის დამთავრებისთანავე 1969 წელს ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე. 1992 წლის ომის დაწყების პირველი დღიდან, ჩადგა ქალაქის დამცველთა რიგებში. დანიშნეს 23-ე ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა სამსახურის უფროსად, იყო კაპიტანი.
კაპიტანი თაკალანძე გიული რაფიელის ძე 23-ე ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა ასეულის სამსახურშია 1992 წლის ოქტომბრიდან .
1993 წლის 13 მარტს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებიდან ქ.სოხუმის მიდამოებში ჩამოყრილი იქნა 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბები, რომელთა უმრავლესობა არ აფეთქდა. მეორე დღეს გიული თაკალანძემ მიიღო საბრძოლო დავალება სოფ. აჩადარის საბრძოლო პოზიციაზე 500კგ აუფეთქებელი ავია ბომბის განაღმვის შესახებ, მესანგრეების ჯგუი გავიდა სოფ. აჩადარაში საბრძოლო დავალების შესასრულებლად, გასაუვნებელყოფად შემთხვევის ადგილზე გასულ მესანგრეთა ჯგუფს თან გაჰყვა ჯურნალისტებიც. განაღმვის მომენტში ბომბი აფეთქდა და მასთან ერთად იმსხვერპლა კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე (გვარდიელბი: რამაზ ბესელია, ავთანდილ კოპალიანი, რუსლან ცხადაია, ნოდარ ოსაძე, აკაკი მიმინოშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრო მაღლაკელიძე. ჟურნალისტები: საქართველოს პრესცენტრის თანამშრომლები - გიორგი პოპიაშვილი და ალექსანდრე კარაპეტიანი, დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ თანამშრომლები ჯუმბერ ეზუგბაია და გულიკო გოდოლაძე) მესანგრეთა ჯგუფიდან გადარჩა მხოლოდ დიტო ტალახაძე რომელიც ვიცე პოლკოვნიკის ბრძანებით წასული იყო მეზობელ სახლში ფიცრის მოსატანად.
სამწუხაროდ მათი ცხედარი ისე იქცა ნაფლეთებად რომ ცალ-ცალკე მათი დაკრძალვა ვერ მოხერხდა. დასაფლავებულია კურჩენკოს პარკში ძმათა სასაფლაოზე. გიული თაკალანძე დაჯილდოვებულია მედალით მხედრული მამაცობისათვის. 14 მარტი მესანგრეების ხსენების დღეა.