სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თეიმურაზ სამხარაძე 1972-31/10/92წწ. გარდ. 20წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი თეიმურაზ სამხარაძე 1972-31/10/92წწ. გარდ. 20წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი თეიმურაზ სამხარაძე 1972-31/10/92წწ. გარდ. 20წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი თეიმურაზ სამხარაძე 1972-31/10/92წწ. გარდ. 20წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი თეიმურაზ სამხარაძე 1972-31/10/92წწ. გარდ. 20წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი თეიმურაზ სამხარაძე 1972-31/10/92წწ. გარდ. 20წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი

1972-1992 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სამხარაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

374       ბეჭდვა

თეიმურაზ სამხარაძე 1972-31/10/92წწ. გარდ. 20წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

თეიმურაზ (თემო) რობერტის ძე სამხარაძე დაიბადა ქ. თბილისში 1972 წლის 13 მაისს. 1978 წელს სასწავლებლად შევიდა თბილისის ახალგახსნილ 71-ე საშუალო სკოლაში რომლის დამთავრების შემდეგ, 1989 წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები კუიბიშევის (ახლანდელი სამარის) რკინიგზათა მშენებლობის ინსტიტუტის გზათა მშენებლობის ფაკულტეტის დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე და დახურა 3 კურსი.


ქართულ ტრადიციებზე აღზრდილ ვაჟკაცს კიდევ უფრო განუმტკიცა სამშობლოს სიყვარული ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ბატონმა თედო კოზირიძემ,რომელმაც თავის სადამრიგებლო კლასში შექმნა ეროვნული სულისკვეთების გამომჟღავნების, საქართველოს წარსულის შეფასების, აწმყოს გათავისებისა და ბედნიერი მომავლის იმედის ატმოსფერო.

თემურისათვის ბედნიერება მხოლოდ თავისუფალ, ეკონომიურად და პოლიტიკურად ძლიერ საქართველოში იქნებოდა სრულყოფილი, რაშიც დაგვარწმუნა მისმა ხანმოკლე. მაგრამ ასაკისათვის ძნელად შესაფერმა განვლილმა გზამ.

1988 წლის ნოემბერში მან პირველმა ააფრიალა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა სკოლის შენობაზე და წინ გაუძღვა საკუთარი და მეზობელი სკოლების მოწაფეებს მშობელი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე. ნაადრევად დაავაჟკაცა, როგორც ბევრი მისი თანატოლი, 1988 წლის ნოემბერში, 1989 წლის თებერვალსა და 9 აპრილს გადატანილმა ქართველი ერისათვის დაუვიწყარმა სულიერმა და მორალურმა განცდებმა და პატივი ხვდა გამხდარიყო საქართველოში პირველი დისიდენტური ორგანიზაციის სრულიად

საქართველოს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა წევრი.


სისხლის ყივილისა და ძლიერი გენის. გამოვლენის  პირველი ნიშანი გამოჩნდა მის მიერ, ჯერ კიდევ 1987 წელს, 15 წლის ასაკში დაწერილ და მეგობრებში კონსპირაციულად ად გავრცელებულ წერილში სათაურით : "როგორ მოვუპოვოთ საქართველოს დამოუკიდებლობა" წერილში ნათლად იგრძნობა  საშობლოსათვის გულანთებული ყმაწვილის საღი აზრი და ძლიერი სულისკვთება – „მე ვიცი, მრავალი პრობლემა მრჩება გასაანგარიშებელი. ზოგი შეიძლება ჩემთვის უცნობია, ზოგიც ნაცნობი, მე ჯერ ყმაწვილი ვარ და ეს ჩემთვის დასანახავია. რაც. დავინახე, დავწერე და ცხოვრების მანძილზე რასაც დავინახავ, კვლავ დავწერ“. წერილის დასასრულს ვკითხულობთ – „მე ლექსებს ვერ დავწერ. საქართველოზე, რადგანაც, პოეტური ნიჭი არ გამაჩნია! მეც ქართველი.ვარ, ნამდვილი ქართველი და ყოველთვის მზად ვარ. ვემსახურო “საქართველოს!“ '

ფიზიკურად უზადოს, გონიერსა და ზნეკეთილს არც უღალატია არჩეული. გზისათვის. ძლიერი სულით და ნათელი რწმენით შეძლო ჩამოეყალიბებინა,ახალგაზრდული საქველმოქმედო კავშირი „ჰერეთი“, რომელმაც მიზნად დაისახა დანგრეული ისტორიული ძეგლების აღდგენა საქართველოს სასაზღვრო ზონებში. 1990 წლის ზაფხულში თემურის ხელმძღვანელობით სტუდენტებისაგან შემდგარმა თანამოაზრეთა ჯგუფმა დაიწყო გამწმენდი სამუშაოები ძველი. ჰერეთის ტერიტორიაზე არსებული VI საუკუნის მსხალგორის წმინდა გიორგის ეკლესიის (სავარაუდო სამონასტრო კომპლექსი) ტერიტორიაზე.

1991 წელს აღნიშნულ ძეგლზე მეცნიერებათა. აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის პრეზიდიუმმა საპატრრიარქოსთან და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცა ღია ფურცელი სამუშაოების ჩასატარებლად.იმავე წლის ზაფხულში სტუდენტთა უფრო გაზრდილი ჯგუფის თანხლებით გააგრძელა ძეგლის აღდგენისათვის აუცილებელი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები არქეოლოგის, არქიტექტორის და ბოდბის ეპარქიის წარმომადგენლის მონაწილეობით.

აქტიური მონაწილეობა მიიღო ზურაბ ჭავჭავაძის. საქველმოქმედო. ასოციაციის დაარსებაში და იყო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1991 წლიდან იყო მხედრიონის ქართველ მაშველთა კორპუსის მებრძოლი და ყველა ცხელ წერტილში იარაღით იცავდა სამშობლოს საოცნებო თავისუფლებასა და ერთიანობას.

1992 წლის ზაფხულში დაინიშნა ილია გავჭავაძის საზოგადოების წევრთაგან შემდგარ მოხალისეთა სამხედრო შენაერთის „ილიას ლაშქრის“ მეთაურად.

1992 წლის 30 ოქტომბერს აფხაზეთში – საქართველოს ძირძველ მიწაზე მიმდინარე ბრძოლების დროს, მტრის 8 ტყვიით დაჭრილმა ვაჟკაცმა 31ოქტომბერს, გამთენიისას, 5 წლის წინ ნაფიქრალით – „მეც _ ქართველი. ვარ, ნამდვილი ქართველი და ყოველთვის მზად ვარ. ვემსახურო. საქართველოს“, მიიტანა თავი საოცნებო სამშობლოს სამსხვერპლოზე. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო „გაუმარჯოს საქართველოს!“

ღირსეული პატივი მიაგო ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სამშობლოს ღირსეულ შვილს, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II ის განკარგულებით პანაშვიდი წესის აგება ჩატარდა ქაშუეთის ეკლესიაში. თემურ სამხარაძის ნათლით მოსილი ცხედარი ამავე ეკლესიიდან გამოასვენეს 1992 წლის 7 ნოემბერს.

დაკრძალულია თბილისის საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

მისი ხანმოკლე, მაგრამ ღირსეულად გატარებული ცხოვრებითა და კაცური სახელით ამაყობენ მისი ორი ძმა, მისი მშობლები, ძმისშვილები, ნათესავები და მეგობრები.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.07.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0