სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დავით (ტელმან) ფირგასიმოვი 1964-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი დავით (ტელმან) ფირგასიმოვი 1964-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი დავით (ტელმან) ფირგასიმოვი 1964-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი დავით (ტელმან) ფირგასიმოვი 1964-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი

1964-1992 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ფირგასიმოვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

320       ბეჭდვა

დავით (ტელმან) ფირგასიმოვი 1964-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

დავით ფირგასიმოვი, ეროვნებით აზერბაიჯანელი, დაიბადა 1964 წლის 15 ივნისს. დაამთავრა თბილისის # 12 საშუალო სკოლა. სამხედრო ვალდებულება მოიხადა 1982-84 წლებში, ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.


იბრძოდა გაგრა-ლესელიძეში. 1 სექტემბერს გაიწვიეს 103-ე ბატალიონში,ბრძოლამ მოუწია კოლხიდის მთაზე. ჩასვლისთანავე მან თანამებრძოლების დიდი პატივასცემა დაიმსახურა. ამ მოკლე დროში გააკეთა ის, რაც სამშობლოსათვის თავდაღებულ მამულიშვილს შეეფერებოდა.


ჩასვლის მეორე-მესამე დღეს დაიჭრა რამდენიმე მებრძოლი. იგი უშუალო მონაწილეობას იღებდა მტრის პოზიციებილან დაჭრილების გამოყვანაში.


დიდი სიყვარულით სარგებლობდა მოსახლეობაში, მეთაურის ბრძანებას პირნათლად ასრულებდა.

გაგრა-ლესელიძის ტრაგედიის შემდეგ იგი ჩამოვიდა და შევიდა თავდაცვის სამინისტროში, „ავაზაში“. 19 ოქტომბერს მოხალისედ ჩაირიცხა 101-ე ბატალიონში, რომელიც ჩავიდა სოხუმში, სოფელში საიდანაც გაანაწილეს ახალშენში. შემდეგ ასეულის ზემდეგია, ზრუნავდა თანამებრძოლებზე.ერთი თვის განმავლობაში იდგა ეგრეთწოდებულ  პოზიცია „კარიერზე“.

დათოს ამხანაგები იცნობდნენ როგორც „დათკა-პრიკროის“, ეს მეტსახელად იმიტომ დაერქვა, რომ იგი ყოველთვის, როცა კი საჭირო იყო, ზურგიდან გადაურჩენია.

გაგრა-ლესელიძის ტრაგედიის შემდეგ იგი ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს „ავაზაში“, 19 ოქტომბერს მოხალისედ ჩაირიცხა 101-ე ბატალიონში, საიდანაც  განაწილებით მოხდა სოხუმის რაიონის სოფ. შრომასა და ახალშენში.

თავდაცვის სამინისტროს 101-ე ბატალიონის შემადგენლობაში, პირველი ასეულის, მეორე ოცეულის მსროლელი რიგითი  ტელმან ფირგასიმოვი  გაგზავნილ იქნა 1992 წლის 20 ოქტომბერს ქ. სოხუმში საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის მოსაღებად.

აღნიშნული ბატალიონი დისლოცირებული იყო სოფ. შრომაში. 1992 წლის 3 ნოემბერს მტრის მიერ ახალშენი-შრომის მიმართულებით შემოტევის დროს ბევრ მის თანამებრძოლებთან ერთად იგი 28 წლის ასაკში მამაცურად დაეცა მტერთან ბრძოლაში. 


ერთ სისხამ დილით მოხდა შეტაკება გზაჯვარედინზე, რომელიც უკანასკნნელი აღმოჩნდა დათოსთვის, ამ შეტაკების დროს იგი დაიღუპა. 

საქართველო მადლიერების გრძნობით გაიხსენებს მის მოქალაქეს, ღირსეულ ვაჟკაცს დავით ფირგასიმოვს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.07.2021
ბოლო რედაქტირება 15.01.2023
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0