სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
როსტომ აბრამიშვილი 1955-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. სარეკი საჩხერე იმერეთი როსტომ აბრამიშვილი 1955-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. სარეკი საჩხერე იმერეთი როსტომ აბრამიშვილი 1955-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. სარეკი საჩხერე იმერეთი

1955-1993 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აბრამიშვილი სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

როსტომ აბრამიშვილი 1955-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. სარეკი საჩხერე იმერეთი

როსტომ აბრამიშვილი დაიბადა 1955 წლის 7 ოქტომბერს, საჩხერის რაიონის სოფელ სარეკში.


საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში, რომლის სამხედრო კათედრაზეც მიიღო ლეიტენანტის წოდება. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავში, თბილისში, ჭიათურაში ინჟინერ-გეოდეზისტად. 1979 წლიდან კი მთელი 14 წელი მშობლიური სხოფლის საშუალო სკოლაში ხატვა-ხაზვის მასწავლებელი იყო. ჰყავდა შესანიშნავი ოჯახი.


როსტომს არ შეეძლო სამშობლოს სატკივარისათვის თავი აერიდებინა, პროფესიით პედაგოგს, დიდად ვერავინ გაამტყუნებდა, მაგრამ... „ყველამ უარი რომ ვთქვათ და მივიმალოთ, მაშინ სამშობლო ვინ დაიცვასო,“ – უთქვამს ერთხელ. ამიტომ შემთხვევით არ იყო, რომ აფხაზეთის ტრაგედიის დატრიალებისთანავე სკოლაში მუშაობას თავი დაანება და საჩხერის რაიონის გვარდიის ბატალიონში ჩაირიცხა – კადრების განყოფილების უფროსად დანიშნეს. 

დედის – ქალბატონ თამარის ვედრებაზე: – არ დაგვღუპო, შვილო, წასვლა არსად გაბედო, შენს შვილებს გაზრდა უნდა, იმათი მიტოვების უფლება არ გაქვსო, – ის პასუხობდა: – „ნუ გეშინია, დედა, ისეთი ტყვია ჯერ არ ჩამოუსხამთ, მე რომ მომკლას, ერთმა ტყვიამ, აბა, რა უნდა მიქნას“. მართლაც, ალბათ ერთმა ტყვიამ რომ ვერაფერი დააკლო მის ვაჟკაცურ სხეულს, ამიტომ იყო ტყვიების ჯერით დაცხრილული.


ომში ისე წავიდა, სახლში არ გააგებინა, სამსახურიდან შეთვალა, ბიჭები მიმყავს თბილისში საბუთების მოსაწესრიგებლად და ერთ კვირაში დავბრუნდებიო. მართლაც, ერთი კვირის თავზე მოიტანეს თანამებრძოლებმა მის ოჯახში როსტომის დაცხრილული სხეული.

როსტომმა, – იგონებს მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი, – თავისი ნამოწაფრისა და კარის მეზობლის, კახა აბრამიშვილის, დაღუპვა ფრონტზე გაიგო,„შავნაბადას“ ბიჭებისაგან. გაფითრდა, თვალები ცრემლით აევსო – სოფელში რომ ჩავალ, მის მშობლებს ვერ ვეტყვი ამ ამბავსო. რა იცოდა, თუ ცოტა ხანში მასაც კახასავით გასწირავდა ბედისწერა...

სულ შვილებს ახსენებდაო, – იგონებდნენ ბიჭები. სწორედ იმ ავბედით დღეს,როცა როსტომი სიკვდილს ებრძოდა, მის ნინიკოს გამთენიისას დაესიზმრა და დედას უთხრა: – მამიკო ვნახე და ავად იყოო.


აი, როგორ იგონებს როსტომის დაღუპვას ბატალიონის ოფიცერი, ირაკლი გაფრინდაშვილი: 1993 წლის 4 ივლისს ბატალიონის შემადგენლობა სოხუმის რაიონში, სინოპში გადაისროლეს. 30-კაციანმა ჯგუფმა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავა სოფელ შრომასთან. ორდღიანი ბრძოლების შემდეგ ჯგუფი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშის აფეთქებულ ხიდთან გადაიყვანეს. პოზიციამდე ავტომანქანა „კრაზით“ მიდიოდნენ. ხიდამდე, დაახლოებით, 200 მეტრში ავტომანქანას თავს დაესხა მოწინააღმდეგის ჩასაფრებული ჯგუფი: „კრაზი“ მწყობრიდან გამოვიდა, დაიჭრა ორი მებრძოლი, დანარჩენებმა, მათ შორის როსტომმაც, გამაგრებული თავისიანებისაკენ ბრძოლით გაიკაფეს გზა.

10-12 საათი სიმშვიდე იყო. შემდეგ დაიწყო მასირებული დაბომბვა სხვადასხვა სახის იარაღიდან, რასაც მოჰყვა ცოცხალი ძალით შეტევა. რამდენიმე საათის განმავლობაში პოზიცია შეინარჩუნეს. 

შუადღისას ხიდს მოადგა მოწინააღმდეგის ტანკი ქართული წარწერით –„ავაზა“ და ცეცხლი გაუხსნა ჩვენს მეომრებს (როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ტანკი მტერს ჰქონია ხელში ჩაგდებული). ბრძოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. საჭირო გახდა უკან დახევა. როსტომი თუმცა ფეხში იქო დაჭრილი და ბევრი სისხლი დაკარგა, მაინც განაგრძობდა ბრძოლას. იგი დაიღუპა უმძიმეს ხელჩართულ ბრძოლაში -- 1993 წლის 9 ივლისს. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, პოზიცია მაინც დაკარგეს. საჩხერის ბატალიონიდან კიდევ ერთი მებრძოლი – დათო მოსიაშვილი დაეცა ბრძოლის ველზე.


დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენება მხოლოდ მეორე დღეს, გვარდიის სადესანტო მოიერიშე ბატალიონის კონტრშეტევის შემდეგ მოხერხდა.

როსტომ აბრამიშვილის კეთილი სული მფარველი ანგელოზივით იტრიალებს სათაყვანებელი მამულის, ოჯახის, შვილების, ყველა ახლობლის თავზე.

მეუღლესთნ მზია ზანგურაშვილთან ერთად



მეუღლე მზია ზანგურაშვილი დაბადებულია გორში ამჟამად ცხოვრობს, სოფელი სარეკი სახერე



შვილი ნინო აბრამიშვილი



შვილიშვილი გაბრიელი, ნინო აბრამიშვილი



შვილი გოგა აბრაშვილი

 


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.07.2021
ბოლო რედაქტირება 07.10.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0