სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვახტანგ ივანაშვილი 1974 -93წწ გარდ. ტამიში, აფხაზეთი. ტამიში შავნაბადა დაბ. სოფ. კალვათი საჩხერე ვახტანგ ივანაშვილი 1974 -93წწ გარდ. ტამიში, აფხაზეთი. ტამიში შავნაბადა დაბ. სოფ. კალვათი საჩხერე ვახტანგ ივანაშვილი 1974 -93წწ გარდ. ტამიში, აფხაზეთი. ტამიში შავნაბადა დაბ. სოფ. კალვათი საჩხერე

1974-1993 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ივანაშვილი სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

293       ბეჭდვა

ვახტანგ ივანაშვილი 1974 -93წწ გარდ. ტამიში, აფხაზეთი. ტამიში შავნაბადა დაბ. სოფ. კალვათი საჩხერე

ვახტანგ ივანაშვილი 1974 – 1993

ვახტანგ ივანაშვილი დაიბადა 1974 წელს საჩხერის რაიონის სოფელ კალვათაში.


1991 წელს დაამთავრა ქორეთის საშუალო სკოლა და სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა სულსან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე. მეორე კურსის სტუდენტი 1992 წლის ნოემბერში გაიწვიეს სამხედრო- სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა შავნაბადას ბატალიონში.

საქართველოში შექმნილ საშინელ მდგომარეობას ვერ ურიგდებოდა ვახტანგის მშფოთვარე სული. ჯერ სამაჩაბლო, შემდეგ აფხაზეთი და აღარ გაუძლო გულმა, მეორე კურსის დამამთავრებელი გამოცდებისათვის ნაწილის უფროსმა მას შვებულება მისცა. ვახტანგმა სახლში წასვლის ნაცვლად აფხაზეთის ომიანი გზა აირჩია და მშობლების უჩუმრად მებრძოლებს გაჰყვა.


 ვასტანგის დედა ლიუდმილა საველევა ეროვნებით რუსი, იყო გამოთხოვილი კალვათაში და კომისარიატში მუშაობდა სსეადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობეზე. შეეძლო დედის კალთას ამოფარებოდა მაგრამ ვაჟკაცური გზა აირჩია. აუხდა დედას ეს საბედისწერო სიტყვები. დაკარგა ერთადერ ვაჟი და დარდმა გატესა ეს სათნო და საოცარი ტკივილს ვეღარ გაუძლო 47 წლის ასაკში, შვილის დაღუპვიდან ორი წლის თავზე მის ნაკვალევს გაჰყვა.

ვასტანგი იბრძოდა აფსაზეთის მისადგომებთან, იგი თავის ოცეულთან ერთად მრავალრიცსოვანმა მტერმა ალყაში მოაქცია, გმირულად იბრძოდნეც. ბიჭები, მაგრამ... სოფელ ტამიშთან დასრულდა მათი ლამაზი. სიცოცხლე, ვინც ოცეულიდან გადარჩა, მტერმა სასტიკად აწამა და დახვრიტა. ბულდოზერით  გათხრილ მიწაში 9 დღე-ღამის განმავლობაში ერთმანეთს ჩასვეულნი განისვენებდნენ ბიჭები. ეროვნული გვარდიის მიერ დაკარგული პოზიციის დაბრუნების შემდეგ მოხერხდა მათი ამოყვანა მიწიდან და თავიანთ მისამართებზე გადასვენება. მეორედ დასაფლავდა ვახო, ამჯერად თავის მშობლიურ სოფელში. 


წავიდა სოფლის მშვენება, მაღალი, ლამაზი, ქერა, ცისფერთვალება, ღიმილიანი ვაჟკაცი. არადა, ისე საოცრად უსდებოდა ღიმილი, რომლის დროსაც ოდნავ მოჭუტავდა ხოლმე თვალებს. ეს საოცრად ალამაზებდა. ბევრი რამ მოასწრო. თავისი სანმოკლე, 19 წლის სიცოცხლის მინძილზე, სწავლაც, შრომაც, სტუდენტობასაც ეზიარა, დენთის სუნიც იყნოსა, მტრის ზიზღი და” შურისძიებაც, გამოსცადა. ყველაზე მთავარი კი რაც მან მოასწრო, ის დიდი სიყვარულია, რომელიც წარუშლელად დატოვა მთელი სოფლის, თავისი კუთხის, ახლობლების და მეგობრების გულში.

ვახტანგ ივანაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით "მხედრული მამაცობისათვის

შვილის ორმოცს არც კი დასწრებია ვახტანგის მამა არსენ ივანაშვილი: იგი თავისი საყვარელი ვახოს გაკვალული ბრძოლის ბილიკებით გაუდგა გზას

აფხაზეთისაკერ. 2 წელი იბრძოდა, ჯარისკაცის მამად ედგა ახალგაზრდებს გვერდში. ვინ იცის, რამდენს უშველა, რამდენს სიმტკიცე და მხნეობა შეჰმატა ამ სიტყვაძუნწმა, უთქმელმა კაცმა. უმძიმესი დღეები გამოიარა, დამცირებულ, მიწაწყალდაკარგულ ლტოლეილებთან ერთად ჭუბერის უღელტეხილით სიკვდილს დაეძებდა, მაგრამ დაბრუნდა... დღეს სასოწარკვეთილი შესცქერის მეუღლის და შვილის სურათებს, შურსთავისი მეუღლის, “მაჯობაო– - ამბობს ბოღმით.

ვახოს საფლავის ხშირი სტუმრები არიან მისი დები ოქსანა, ლია და ნანა შვილებნთან ერთად. ისინი კრძალეით დაპყურებენ საყვარელი ადამიანების საფლავს.

დასანანია, რომ ვახტანგმა ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო, წავიდა ღიმილის ბიჭი


ვახტანგ ივანაშვილი

დაიბადა 1974 წლის 6 მაისს, საჩხერის რაიონის სოფელ კალვათაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სულხან-საბა ორბელიანის (მაშინ პუშკინის) სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე; ჯარში თავისი სურვილით წავიდა;მეორე კურსის დამამთავრებელი გამოცდებისთვის, მას, ნაწილის უფროსმა, შვებულება მისცა. ვახტანგმა სახლში წასვლის ნაცვლად, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლის გზა აირჩია და ოჯახს არც კი გააგებინა, მებრძოლებს აფხაზეთში გაჰყვა. ირიცხებოდა ‘’შავნაბადას’’ ბატალიონში; დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშთან...


ნანა ივანაშვილი, ვახტანგ ივანაშვილის და: "ვახტანგს ბავშობიდან ძალიან უყვარდა კითხვა, განსაკუთრებით ისტორიულ თემატიკაზე. ოცნებობდა, ერთ დღეს, თავისი ქვეყნის სადარაჯოზე დამდგარიყო, ებრძოლა უკეთესი, ნათელი მომავლისთვის. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდეთ. მშობლები ბავშვობიდან გვინერგავდნენ და გვიღვივებდნენ სამშობლოს სიყვარულს. ბავშვობიდან გაჭირვებულთა შემწე და დამხმარე იყო. სკოლა წარჩინებით დაამთავრა 1991 წელს, შემდეგ კი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული მეორე კურსის სტუდენტი, თავისი ქვეყნის ერთიან და ნათელ მომავალზე ოცნებობდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან აფხაზეთის ომში წასვლა.

ვახტანგი 1993 წლის 2 ივლისს დაიღუპა დაბა ტამიშთან. 2 კვირის შემდეგ გადმოასვენეს, ახლა მშობლიურ სოფელშია დაკრძალული დედ-მამის გვერდით. მამაჩემი, არსენ ივანაშვილი ვახტანგის დასაფლავებიდან მეორე დღეს გაჰყვა აფხაზეთში, "შავნაბადას" მებრძოლებს და ომის დასრულებამდე იბრძოდა.

სამშობლოს კეთილდღეობისთვის მებრძოლი ვაჟკაცების ოჯახებს ვუსურვებ სულიერ მხნეობასა და გამძლეობას!"


დავით (ვახტანგ) აფხაზავა-ვახტანგ ივანაშვილის თანამებრძოლი_ ვახტანგს, შეეძლო, ჯარში საერთოდაც არ წასულიყო. ე.წ.’’ჯავშანი’’ ჰქონდა_სტუდენტი იყო, თან, დედამისი, რუსი ეროვნების ქალბატონი, ლიუდმილა საველიევა, საჩხერის კომისრის მოადგილე გახლდათ; ვახტანგმა იცოდა,რომ დედამისი არაფრით გაუშვებდა ჯარში, რადგან ომი, აფხაზეთში უკვე დაწყებული იყო...წავიდა, გაეპარა მშობლესაც, დებსაც; თბილისში, რომელიღაც რაიონის გამწვევში მივიდა და იქიდან წავიდა ჯერ ჯარში და შემდეგ უკვე აფხაზეთის ომში. აი, სწორედ ჯარში გავიცანი ვახტანგი.’’შავნაბადას’’ ბატალიონში ვმსახურობდით. ის 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა ბატალიონში. მე 1993 წლის მაისში გავიცანი ვახო; ივნისიდან კი, ჩვენი შენაერთი წავიდა აფხაზეთში, ბაზა გვქონდა სოფელ კინდღში.

ვახო იყო მართლა გამორჩეული ბიჭი_ძალიან ზრდილობიანი, კარგად აღზრდილი, წესიერი, ძალიან განათლებული, ინტელექტუალური; ზედმიწევნით კარგად იცოდა საქართველოს ისტორია და ძალიან, ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო. გამორჩეული პატრიოტი იყო. შესაშური შემართებით იბრძოდა; 19 წლის ‘’ღიმილის ბიჭმა’’ ლამაზად სიცოცხლეც მოასწრო და სამშობლოსთვის თავგანწირვაც!

ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმამდე, ჩვენი ბატალიონი სტრატეგიულ სიმაღლეზე იყო განლაგებული ანუარხუზე. მებრძოლები 2-2 დღით ვრჩებოდით ამ მაღლობის დასაცავად, ერმანეთს ვენაცვლებოდით. იმ საბედისწერო დღეს, 2 ივლისს, როცა რუსული დესანტი შემოვიდა ზღვიდან, მოწინააღმდეგის ერთი ნაკადი ტყვარჩელიდანაც წამოვიდა; მე, ამ დროს, ჩემი ბატალიონის ბიჭებთან ერთად, ანუარხუზე ვიყავი. ტყვარჩელის რაიონის სოფელ კუტოულში, ჩვენი მესამე შტაბი იყო და ჩვენსკენ სწორედ იქიდან წამოვიდა დაახლოებით 30 კაცი. რაციით რომ გადავეცით კინდღში განლაგებულ ‘’შავნაბადელების ჯგუფს,’’რომ დახმარება გვჭირდებოდა, ერთი ნაწილი ანუარხუსკენ წამოვიდა, ‘’ურალით’’, რომელსაც წინ ‘’ბეტეერი’’მოუძღოდა, მეორე ნაწილი კი_კი ტამიშისკენ. მოწინააღმდეგე ძალამ ჯერ ალყაში მოაქცია და შემდეგ კი ააფეთქა ის’’ურალი,’’რომელზედაც ჩვენი ბატალიონის მეომრები იყვნენ. დაახლოებით 19 კაცი დავკარგეთ... მათ შორის ვახოც! ჩვენ, რომლებიც ‘’ანუარხუზე’’ ვიყავით განლაგებულნი, რომ არ წამოგვშველებოდნენ ‘’თეთრი არწივის’’ მეომრები_ სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ბიჭები, ალბათ, ძალიან ცუდად დასრულდებოდა ჩვენი სიცოცხლეც. ჩვენი მეომრების მხრიდან,თავგანწირული ბრძოლის არნახული მაგალითების მომსწრენი გავხდით; არ შემიძლია, არ დავასახელო ეს ბიჭები_ შალვა მინდიაშვილი, ილიას რიზაევი, მიშიკო ვახტანგიშვილი, მურთაზ გაბიტაშვილი, ამირან დულარიძე, არჩილ ცინცაძე, ზურაბ ხანიშვილი, ზვიად ჩადუნელი, ირაკლი დიასამიძე-ექიმი, გია ედილაშვილი, ედუარდ ჯიშკარიანი, არჩილ ბოსიკაშვილი, ზაზა გეთიაშვილი; მიშა ჩიქვინიძე-ექიმი; (არ მინდა, ვინმე გამომრჩეს და თუ გამომრჩა, მაპატიონ ჩემმა ‘’შავნაბადელებმა’’!) ტამიში, ჩემთვის, პირველი და დაუვიწყარი ბრძოლა იყო...

მოგვიანებით, ჩემმა მეგობარმა მომიყვა, ‘’ურალიდან’’ რომ გადმოვხტით და შეტევაზე გადავედით, ვახოს ‘’რაცია’’ ეკავა ხელში, რომელიც ტყვიამ დააზიანა_ ანტენა მოგლიჯა, მაგრამ ვახო მაინც ცდილობდა, ამ დაზიანებული ‘’რაციით’’ გასულიყო შტაბთან კავშირზე და დახმარება ეთხოვა.სწორედ ამ დროს მოხვდა მტრის ტყვია... 9 ივლისს, კიდევ ერთხელ ეცადნენ აფხაზურ-რუსული შენაერთები, ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევას_ 3 ტანკით შემოგვიტიეს, მაგრამ სამივე გავანადგურეთ! 10 ივლისს კი, უკვე, გზა გაიხსნა და შემოვიდნენ ჩვენი შენაერთები.

გზა რომ გაიხსნა, შემდეგ, უკვე, ჩვენი მიცვალებულების მოძიებას და პატრონობას შევუდექით. ჩვენი ბიჭები,ყველანი ერთად, ტამიშში, ერთ ადგილას ვიპოვეთ დაკრძალული_მავთულით გადაბმულები იყვნენ, ტრაქტორის მიერ ამოთხრილ სამარხში...

დედამისს რომ შვილი მიუსვენეს, მაშინვე თქვა, რომ ის ერთ წელსაც ვერ იცოცხლებდა მისი ვაჟკაცის გარეშე და ასეც მოხდა_ ქალბატონი ლიუდმილა წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ გარდაიცვალა.

შვილის ორმოცს არ დასწრებია ვახოს მამა, არსენი; ვახოს დასაფლავებიდან მეორე დღეს, მან ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვა და აფხაზეთში, ჩვენთან ჩამოვიდა! მისი ვაჟკაცის ადგილი დაიკავა, სიტყვაძუნწი, გულჩათხრობილი, შვილმკვდარი მამა ბევრი მეომრისთვის იყო სიმამაცის და მხნეობის მაგალითი; იბრძოდა ომის დასრულებამდე... არავის ტოლს არ უდებდა არც ვაჟკაცობაში, არც ბრძოლაში, არც მეგობრობაში. ბოლოს, კი, ჭუბერით გამოვიდა დაცემული სოხუმიდან!..ასეთი კაცები ზრდიან ვახოსნაირ ვაჟკაცებს! იგი 2000 წელს გარდაიცვალა და თავისი მონატრებული შვილის გვერდით დაკრძალეს_გმირი შვილის გმირი მამა!’’

სოფელ კალვათაში არის ვახტანგ ივანაშვილის სახელობის მემორიალი და ქუჩა. ვახტანგ ივანაშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია მედლით - "მხერდული მამაცობისათვის".




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.07.2021
ბოლო რედაქტირება 27.12.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0