ტრისტან ძინძიბაძე 1963-93წწ გარდ. მდ. ცხენისწყალი დაბ. სოფ. ჯალაურთა საჩხერე
ტრისტან ძინძიბაძე 1963-93წწ დაიბადა 1963 წლის 20 აპრილს საჩხერის რაიონის სოფელ ჯალაურთაში. დაამთავრა ქ. თბილისის M#M124-ე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე, 1980 წელს გახდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი. პირველ კურსზე იყო, როდესაც საბჭოთა არმიაში გაიწვიეს. სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძო სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ამასთანავე, სწავლის პარალელურად, მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის საავიაციო ქარხანაში. 1990 წლიდან მუშაობას შეუდგა რკინიგზის სამმართველოს საპროექტო განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე. 1991 წლიდან მოხალისედ შევიდა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, იყო 28-ე სადაზვერვო ბატალიონის მეთაური. მისი ნიჭი და მინდობილი
საქმისადმი ერთგულება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ტრისტან ძინძიბაძე ერთი წლის შემდეგ ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს კონტრდაზვერვის
განყოფილებაში უფროსის თანამდებობაზე დააწინაურეს. დაიღუპა 1993 წლის 24 ოქტომბერს მდინარე ცხენისწყლის მისადგომებთან, საბრძოლო დავალების
შესრულების დროს. დარჩა მეუღლე, მისი დაღუპვიდან შვიდი თვის შემდეგ კი გაჩნდა ახალი სიცოცხლე, რომელსაც მამის სახელი დაარქვეს.
ტრისტან ძინძიბაძე დაჯილდოებულია ვასტანგ გორგასლის II ხარისსის ორდენით სიკვდილის შემდეგ.
დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ჯალაურთაში.
საქართველოს ეროვნული გვარდიის მთავარი სამართველოს კონტდაზვერვის
განყოფილების უფროსი. დაიბადა 1963 წლის 20 აპრილს საჩხერის რაიონში.
თბილისის 124-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1980 წელს ჩაირიცხა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე, რომლის სრული
კურსი დაამთავრა 1986 წელს. 1981 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო
სამსახურში. როდესაც სამშობლოს დასჭირდა ტრისტან ძინძიბაძემ დაუყონებლივ
აიღო იარაღი ხელში, ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და დადგა
სამშობლოს სადარაჯოზე.1992 წლის 30 მარტიდან დაინიშნა საქართველოს
რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის 28-ე ბატალიონის მეთაურის შტაბის უფროსად.
ამის შემდეგ 1992 წლის პირველი ივლისიდან დაინიშნა ბატალიონის მეთაურის
თანამდებობაზე. 1993 წლის პირველ მარტს კაპიტანი ტრისტან ძინძიბაძე დაინიშნა
ოპერაიულ განყოფილებაში ოპერ-რწმუნებულის თანამდებობაზე. 1993 წლის მაისში
დანიშნეს კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.ტრისტან
ძინძიბაძე მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის
ბრძოლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონებში. მას ჰქონდა არა ერთი მადლობის
წერილი მიღებული, სადაც მადლობას უხდიდნენ, რომ ერის ცხოვრების ამ მეტად
საპასუხისმგებლო რთულ ისტორიულ ეტაპზე მან ღირსეულად შეასრულა
საქართველოს სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს ერთგული მოქალაქის
საპატიო მოვალეობა. მან მთელი ნიჭი და ენერგია მოახმარა საქართველოს დაცვის
ერთიანობისათვის ბრძოლას, გამოავლინა პატრიოტიზმი და საქმისადმი ერთგულება,
მაღალი პროფესიონალიზმი. არ არსებობს უფრო მაღალი ჯილდო ვიდრე სამშობლოს
მადლიერებაა.ტრისტან ძინძიბაძე 1993 წლის ოქტომბერში მდინარე ცხენიწყლის
მისადგომებთან (ოჩამჩირის რაიონი) საბრძოლო მოქმედების დროს დაიღუპა. ოჯახში
დატოვა 2 თვის ფეხმძიმე მეუღლე და შვილის დაბადებასაც ვერ მოესწრო.1994
წლის26 დეკემბერს სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტან გორგასლის მეორე