სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუგზარ ბაქრაძე ჯონდოს ძე 1963-93წწ გარდ. ტამიში დაბ. სოფ. დარკვეთა, ჭიათურა ნუგზარ ბაქრაძე ჯონდოს ძე 1963-93წწ გარდ. ტამიში დაბ. სოფ. დარკვეთა, ჭიათურა ნუგზარ ბაქრაძე ჯონდოს ძე 1963-93წწ გარდ. ტამიში დაბ. სოფ. დარკვეთა, ჭიათურა

1963-1993 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბაქრაძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

ნუგზარ ბაქრაძე ჯონდოს ძე 1963-93წწ გარდ. ტამიში დაბ. სოფ. დარკვეთა, ჭიათურა

ნუგზარ ბაქრაძე ჯონდოს ძე დაიბადა სოფელ დარკვეთში 9 ივნისს 1963-16 მაისი 1993წწ გარდ. ტამიში დაბ. ჭიათურა 


ნუგზარ ჯონდოს-ძე ბაქრაძე        1963-1993 

წოდება კაპიტანი

ნუგზარ ბაქრაძე დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ჭიათურის რაიონის სოფ. დარკვეთში. 1970 წელს შევიდა დარკვეთის 8-წლიან სკოლაში,შემდეგ სწავლა გააგრძელა ზოდის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა1980 წელს. ნუგზარ ბაქრაძის დარკვეთის საშუალო სკოლაში გატარებული წლებიდან ერთ-ერთ დღეს ასე იხსენებს ამავე სკოლის პედაგოგი ნაზი ჭიტაძე:

„პატარა იყო ნუგზარი, როცა მის სკოლაში გამოკითხვა ჩავატარე, თუ მომავალში ვის ·რა სურდა გამოსულიყო, როდესაც ნუგზარის რიგი მოვიდა, ადგა ბავშვი და ბავშვური გულუბრყვილობით მითხრა: –

„დიდი კაცი უნდა გამოვიდეო“ – მაშინ ამ პასუხს ღიმილი მოჰყვა, მერე და მერე :ნუგზარი სულ უფრო ამჟღავნებდა ყველაზე საუკეთესო თვისებებს, იყო ჭკვიანი,ენამახვილი, გულისხმიერი, კარგი მოსწავლე, მისგან ნაწყენი არავინ მახსოვს“.

სწავლის პერიოდში, კერძოდ 1978-80 წლებში, ქ. ჭიათურის სპორტსკოლაში ჭიდაობის სექციაში ვარჯიშობდა. წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა შეჯიბრებაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ნუგზარ ბაქრაძემ მუშაობა დაიწყო ახალი დარკვეთის მაღაროზე რკინიგზელის დამხმარედ. 1981 წლის 1 სექტემბრიდან სწავლა განაგრძო მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. აქედან გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. დემობილიზაციის შემდეგ კვლავ სწავლას დაუბრუნდა, პარალელურად მუშაობდა ქ. თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, მუშაობდა გაერთიანება „თელასში“.

1985 წელს დაამთავრა სასწავლებელი და სამუშაოდ დარჩა თბილისში.

მშობლიურ ქალაქს ნუგზარი 1990 წელს დაუბრუნდა და მუშაობა დაიწყო ქ. ჭიათურის კომისარიატში.

ნ. ბაქრაძე ხატავდა ძალიან კარგად, რაზეც მეტყველებს მის მიერ დახატული მრავალი საბავშვო წიგნი. ბავშვობიდანვე შრომისმოყვარე, მშობლების დამჯერი ბიჭი იყო, ხატავდა, აკეთებდა ლითონზე ჭედურობას, იყო ამხანაგებისა და

მეგობრების მოყვარული.

ავადსახსენებელ 1991 წელს, როცა ქართულ შეიარაღებულ ძალებს ბრძოლა უხდებოდათ ოს ექსტრემისტებთან, ნუგზარი დადგა იქ, სადაც სამშობლოს გაუჭირდა. მის ვაჟკაცობასა და გმირობას ასე ახასიათებს სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველო: „კაპიტანი ნუგზარ ჯონდოს ძე ბაქრაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა მისი შექმნის დღიდანვე, ჯერ ეროვნულ გვარდიაში, ხოლო 1992 წლიდან დაინიშნა სამხედრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურად. მისი მეთაურობით რაზმი იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, ხოლო აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან რაზმი გადაისროლეს

იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა სამშობლოს. სახელოვანმა მეთაურმა, თავის რაზმთან ერთად, არა ერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა: გაგრა, განთიადი,ლესელიძე,შრომა.გარდაიცვალს სოფელ ტამიშთან.

დაკრძალულია სოფელ დარკვეთში.სოფელ დარკვეთის სკოლას ქალაქ ჭიათურის გამგეობის გადაწყვეტილებით მიენიჭა ნუგზარ ბაქრაძის სახელი.


 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.07.2021
ბოლო რედაქტირება 13.06.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0