სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გელა არაბული 1972-93წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ტაშკენტი უზბეკეთი გელა არაბული 1972-93წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ტაშკენტი უზბეკეთი გელა არაბული 1972-93წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ტაშკენტი უზბეკეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი არაბული სია

უზბეკეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

გელა არაბული 1972-93წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ტაშკენტი უზბეკეთი

გელა არაბული 1972 წლის 9 აპრილს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დაიბადა გელა გივის ძე არაბული. სამშობლოში დაბრუნებულები უდედოდ დარჩნენ ის და მისი ძმა დენისი – ოჯახის არაქართველმა დიასახლისმა საქართველოში ცხოვრება არ ისურვა, ორი შვილი თანწაიყვანა, ორი ვაჟიშვილი კი მამას დაუტოვა აღსაზრდელად.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ძმები კარგ მომავალსა და სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდნენ,მაგრამ... სამშობლოს გაუჭირდა და ისინიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ჩადგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებში.

ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში იბრძოდნენ. დენისი ბრძოლის ველიდან ადრე დაბრუნდა.

1993 წლის 15 მაისიდან გელა არაბული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ბრიგადის ბატალიონ „ორბში“ ჩაირიცხა რიგით მებრძოლად. დაღუპვამდე ორი კვირით ადრე გელამ ერთი“ორი დღით შინ შემოირბინა. ნაწილში დაბრუნების წინა ღამეს შემზარავი სიზმარი ნახა, ოჯახის წევრებმა დარჩენა თხოვეს, მაგრამ უარი განაცხადა: – ბიჭებს ვერ ვუღალატებ, ახლა ჭირდება სამშობლოს ჩვენი

დახმარება, შინ დარჩენა ღალატიაო. წავიდა და წავიდა...

1993 წლის 23 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღთან,გაცხარებული ბრძოლისას, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა 21 წლის ვაჟკაცი გელა არაბული. ლოყაზე ჭრილობიდან დასაფლავებამდე სდიოდა სისხლი.

თანამებრძოლებმა გმირულად დაღუპული მეგობარი თბილისში ჩამოასვენეს.

უსაზღვროა გულმოკლული მამის, ძმის, ბებიისა და გამზრდელის – ქალბატონი ციცოს მწუხარება.

გელა არაბული დაკრძალულია თბილისის ზღვის სასაფლაოზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0