სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ბორის არაბული შოთას ძე 1964-91წ. გარდ. 27 წლის, სამაჩაბლო დაბ. დედოფლისწყარო წარმ. სოფ. ჯუთა სტეფანწიდა ბორის არაბული შოთას ძე 1964-91წ. გარდ. 27 წლის, სამაჩაბლო დაბ. დედოფლისწყარო წარმ. სოფ. ჯუთა სტეფანწიდა ბორის არაბული შოთას ძე 1964-91წ. გარდ. 27 წლის, სამაჩაბლო დაბ. დედოფლისწყარო წარმ. სოფ. ჯუთა სტეფანწიდა

1964-1991 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი არაბული სია

დედოფლისწყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

494       ბეჭდვა

ბორის არაბული შოთას ძე 1964-91წ. გარდ. 27 წლის, სამაჩაბლო დაბ. დედოფლისწყარო წარმ. სოფ. ჯუთა სტეფანწიდა

ბორის არაბული შოთას ძე დაიბადა 01 ივლისი 1964 წელს დედოფლისწყაროში, წინაპრები სოფელ ჯუთადან,


მსახურობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის საგურამოს კავშირგაბმულობის ასეულის მეთაურის თანამდებობაზე. 1991 წლის ნოემბერში მიავლინეს სამაჩაბლოში, რესპუბლიკის მთავრობასა და სამხედრო ხელმძღვანელობასთან მუდმივი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმავე წლის 15 დეკემბერს საბრძოლო ოპერაციების დროს, როდესაც იგი კავშირს ამყარებდა დედაქალაქის სამხედრო ხელმძღვანელობასთან,მას თავს დაესხნენ ოს ექსტრემისტთა ბანდიტური ჯგუფები, კაპიტან არაბულს ორ მებრძოლთან ერთად მოუხდა ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმა. მათ შეძლეს მტრის ჭარბი ძალების მოგერიება და უკუგდება, შეინარჩუნეს კავშირი სამხედრო ხელმძღვანელობასთან, მაგრამ თვითონ გმირულად დაიხოცნენ ბრძოლის ველზე, კაპიტან არაბულს ჰქონდა სხვადასხვა სახის 18 ჭრილობა.


დარჩა მეუღლე ქეთინო გიორგის ასული არაბული და ორი ქალიშვილი თაკო და მზექალა.  მზექალა დაიბადა გარდაცვალებიდან სამი თვის მერე.

ოჯახმა მისი ნეშტი იპოვა 10 წლის შემდეგ.


მშობლები შოთა არაბული და მზექალა ჭინჭარაული


ითანამშრომლა შვილმა თაკო არაბულმა

შვილი მზექალა არაბული

დღეს მამას დაბადების დღეა.. იმ მამის რომელიც თითქმის აღარ მახსოვს... მხოლოდ სურათებით... აღარ მახსოვს არც მისი ხმა, არც სურნელი.. არაფერი... და მაინც, მიყვარს უზომოდ !

მინდა გაგიზიაროთ ამ დღის ემოცია მათ, ვისაც კითხვა არ გეზარებათ..


იცით როგორი მამა მყავდა? აი, ზღაპარში რომ გვიყვებოდნენ.. ხევსურულ ტალავარში გამოწყობილი მხარბეჭიანი, პირწვერიანი, წარბებ აღმართული, ახოვანი ახალგაზრდა მამაკაცი, მხარზე თოფ მოკიდებული ჯიხვებზე სანადიროდ რომ მიდის მთაში...

დოღში ხელებგაშლილი რომ მოაჭენებს ცხენს უდიდესი სისწრაფით... ყველას რომ ეიმედება, ყველას რომ უხარია მისი დანახვა...

საოცრად მკაცრი გარეგნობის, სერიოზული ადამიანი, რომელიც უთბილესი მამა იყო.. მაღალ მხრებზე შემისვამდა და ისე დამარბენინებდა... ბოლოს ველოსიპედს შემპირდა.... ზოოპარკშიც უნდა წავეყვანე....

ომი დაიწყო.. რა დროს ზოოპარკი იყო... 27წლის ახალგაზრდა ბიჭი ხელმძღვანელობდა იმ ასეულს რომელიც ძალიან დიდი წარმატებით იბრძოდა მოწინავე ხაზებზე... თუმცა ომი ხომ ხარბია... ომი ხომ მშიერია?? ნოყიერი სისხლი სწყურია..

დედას და მამას უყვარდთ ქაღალდის ნავების გაკეთება და გაშვება... თან ოცნებებს, სურვილებს ატანდნენ ხოლმე...

ახლა კი ჩვენ ვუშვებთ წყალში ნავს სიმბოლურად, ყოველ 1 ივლისს, და ვატანთ მამასთან უზღვაო სითბოს, სიყვარულს, მონატრებას... ვინახავ მის მუსიკალურ ზარდახშას, რომელსაც ყოველ 1 ივლისს ვუსმენთ....

პატარაობაში მამას სურათებს ვებუტებოდი... ვებუტებოდი, რომ ჩემს გვერდით არ იყო და ამის გამო თანატოლები დამცინოდნენ, აბუჩად მიგდებდნენ და ობოლს მეძახდნენ... რა ესმოდათ მათ მამაჩემის თავგანწირვის, გმირობის...

განა, მამას არ უნდოდა ჩვენთან ერთად ყოფნა? როგორ მინდოდა ხოლმე მეც დამეძახა ვინმესთვის მამა... მეც მყოლოდა მამა.. დღემდე მეხათრება და მეუცხოვება ამ სიტყვის ხმამაღლა წარმოთქმა... მხოლოდ ჩურჩულით...


სულ ვფიქრობ... რა ცოტა უცხოვრია... მისი ასაკის ბიჭები დღეს უბნებში ბირჟაობენ, დროს უქმად ხარჯავენ, ზოგს ვერც ის გაუგია რა უნდა ცხოვრებისგან... მამა კი, დიდი კაცივით მოაზროვნე ყოფილა... განა სად იტევდა ამდენ პატრიოტიზმს, გმირობას, ერთსულოვნებას, ქვეყნის სიყვარულს, ხალხის სიყვარულს ! ??

27 წელი რა არის.... არაფერი.....

დღეს მამას დაბადების დღეა, 53 წლის გახდებოდა... რა ახალგაზრდა.... რა....

ჩანახატი გააკეთა შვილმა თაკო არაბულმა 2017 წელს


 მეგობარი ვეფხია ბიჩინაშვილი 1959-92წწ გარდ. 33 წლის სოფ. ავნევი, სამაჩაბლო დაბ. თიანეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.05.2022
სულ რედაქტირებულია 8





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0