სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გურამ აღნიაშვილი 1956-93წ. გარდ. სოფ. თავისუფლება აფხაზეთი დაბ. თბილისი გურამ აღნიაშვილი 1956-93წ. გარდ. სოფ. თავისუფლება აფხაზეთი დაბ. თბილისი გურამ აღნიაშვილი 1956-93წ. გარდ. სოფ. თავისუფლება აფხაზეთი დაბ. თბილისი

1956-1993 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აღნიაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

გურამ აღნიაშვილი 1956-93წ. გარდ. სოფ. თავისუფლება აფხაზეთი დაბ. თბილისი

გურამ აღნიაშვილი დაიბადა 09 აპრილი 1956 წელს თბილისში, 1993 წლის 26 სექტემბერს, სოფ. თავისუფლებაში (სოხუმის რაიონი), წმ. მიხეილის სასაფლაოზე.


სისხლი, ბევრი სისხლი. ტბა სისხლისა და აუტანელი, მწველი, მჭრელი ტკივილი მუცლის არეში, ნეტავ, ისეთი რა მოხვდა, რომ შანთივით წვავს გულმუცელს და არ ყუჩდება. ხახა გაუშრა, ტუჩები გაუხმა. ბოღმა ახრჩობს – რა ცუდ დროს დაიჭრა! ჯერ ვერაფერი მოასწრო. რა სულელურ მდგომარეობაშია.ბიჭები გალომებული იბრძვიან, კბილებით უჭირავთ მაღლობი, ის კი უმწეო დედაკაცივით წამოწოლილა. ცდილობს, ხმა არ ამოიღოს, კვნესა არ დასცდეს.


სად სცალიათ ბიჯებს მის მოსავლელად. არა უშავს, გაუძლებს. ბევრი ტკივილისათვის გაუძლია, უფრო ძლიერი – სულიერის, ამასაც აიტანს. ცდილობს,კარგზე იფიქროს. თავისი ერთა გაახსენდა – გრუზა ბიჭი, რომელიც ხვალ“ზეგ მამას მხარში ამოუდგება ყველგან. როგორი თვალებით გამოაცილა ომში –აღელვებაც ჩანდა შიგ, სიამაყეც და განშორების ცრემლიც ბრწყინავდა უპეების კუთხეში მალულად. მამამისი მოვალე იყო, გაემართლებინა მისი იმედი,საამაყო ფრთები არ მოეკვეცა მისთვის. მერე რა, რომ იმ დღეებში უცხოეთის უნივერსიტეტიდან მიწვევა მიიღო და ახლა შეეძლო ტრიბუნიდან ესაუბრა თავის საყვარელ საქმეზე. არა, ვაჟკაცის ადგილი ახლა აქაა, აფხაზეთში, სადაც მარადიული ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს. ბოროტი უნდა იძლიოს და მას ჭეშმარიტი მამულიშვილების შემართება სჭირდება...


ცოტა ხნით მიყუჩდა ყოველივე, ბიჭებმა მოირბინეს, საიდანღაც ლაფეტი მოაგორეს, ზედ ფრთხილად დააწვინეს მეგობრის ყოვლის შემცნობმა თვალებმა შემოანათეს.

– წყალი?

სიმწრის ღიმილმა შეუტოკა ულვაშის ბოლოები.

ახლავე გავაჩენ!

გადარჩა! ძმასავით შეზრდილი მეგობრის ხელს სხვა სითბო ჰქონია. მალე ისევ ფეხზე დადგება...

სწრაფად ჩარბის ბილიკზე მათარამომარჯვებული ჯარისკაცი, ეკალ-ბარდს ვერ ამჩნევს, „ოღონდ მიუსწროს, ოღონდ უშველოს!“ მათარაც აავსო და უკან გავარდა...

გამაყრუებელი ზათქით გასკდა ჭურვი, შეუცნობმა ძალამ რამდენიმე წამში დააბრუნა იქ, სადაც დაჭრილი ეგულებოდა, მაგრამ ლაფეტის ნამსხვრევები და უსულო, მკერდგაგლეჯილი სხეული დახვდა მხოლოდ, რომელსაც ღიად დარჩენილ თვალებში იმედი და ტუჩის კუთხეებში ღიმილი ჩაჰყინვოდა...

ჩამავალი მზე აფხაზეთის მთების წვეროებს ეთხოვება.

ოთხ ვაჟკაცს მოუყრია მუხლი ბალახზე. მიწაზე დაცლილი ღვინის დოქი დგას– სისხლით მაძღარ მიწას შეუსრუტავს სისხლისფერი სითხე. სანთლები იღვენთება. დუმილია. ყველა თავისას იგონებს: უფროსს, თმაშევერცხლილს, შუბლზე ღრმა ნაოჭებით, 93ის ის ავადმოსაგონარი სექტემბრის დღე ახსენდება, როცა ზუსტად ამ ადგილზე თავზარდაცემული, გაოგნებული დასცქეროდა მეგობრების უღვთოდ დაფლეთილ სხეულებს. მამის გვერდზე ჩამუხლული ორი ტყუპი იმ ტკბილ დღეებს იგონებს, თვითონ პატარები მათთვის ძალზე ახლობელ ბრგე ვაჟკაცს რომ ეჭიდავებოდნენ. გრუზათმიანი, ახოვანი ჯაბუკი, რომელსაც დაბურული წარბების ქვეშ მალული ცრემლი ჩასდგომია, მამას ესაუბრება უხმოდ:

„როგორ მომენატრე, მამა. შენი თბილი ღიმილი მენატრება, შენი ულვაშების ჩხვლეტა, ჩუმად რომ მკოცნიდი ვითომ „ჩაძინებულს“. შენ ხომ უდედოს დედის მაგივრობასაც მიწევდი. მოვედი, მამა. იმ მიწაზე მიდგას ფეხი, შენი სისხლით რომ შეიღება. მოვედი შენს მეგობართან ერთად, ვინც ფიცი დასდო, რომ აქ,მიწის ამ ნაგლეჯზე სანთლებს აანთებდა. მამა, მე ამაყი ვარ შენით. მე მიხარია,როცა ამბობენ, მამის ასლიაო. არ შეგარცხვენ მამა, შენს ხსოვნას ვფიცავ...“

ჩამავალი მზე აფხაზეთის მთების მოვერცხლილ წვეროებს ეფერება და ირიბ სხივებს აყრის ვალის მოსახდელად მოსულ მუხლმოყრილ ვაჟკაცებს...


სტატია მოამზადა ციცინო ჯულუხიძე ვალერიანის ასული, დაბადებულია 1954 წელს სოხუმში

ლალი ცერაძე: სოხუმში, ბირცხის თავზე ხელებში ჩამაკვდა ჩემი მეგობარი

“სოხუმის ჰოსპიტალში ექიმმა მწუხარებით მკითხა – “შენს მეგობარს ცისფერი კედები ხომ არ ეცვაო?“

“ლხინი შემეცვალა ავდრად,

თქვენთან სამარეში მიჯობს,

გურამ, მომენატრე მაგრად,

ნუკრი, მარტო დავრჩი, ბიჭო”

იმ ომის შეფასება, რომელიც აფხაზეთში იყო, ჩემი აზრით, მომავლის საქმეა… აფხაზ სეპარატისტთა ხროვის უკან, რომელთაც ომი წამოიწყეს, რა თქმა უნდა, იდგენენ ის რეაქციული ძალები, რომლებიც დღესაც არსებობენ დღევანდელი გადასახედიდან და სწორი დასკვნები გააკეთო, ასე ერთი ხელის მოსმით, მთელ ამ ისტორიას გადახედო, შესაძლოა გაძნელდეს, თუმცა მე ამის პირადი მონაწილეც ვიყავი.

მაგრამ ერთი რამ უნდა უდაოდ ითქვას, რომ სამამულო ომი რასაც ჰქვია და რასაც სახლემწიფო უნდა აწარმოებდეს თავისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის ასეთი, რამ, გულწრფელად რომ ვთქვა, აფხაზეთში არ ყოფილა. ომი იყო მარტო მათთვის, ვინც პატიოსნად და კაცურად მოიხადა თავისი ვალი. საქართველოს დიდმა ნაწილმა ეს ტკივილი ვერ გაითავისა, ისევე როგორც ვერ გაიგეს თვით აფხაზეთის რეგიონში ის ტკივილი, რასაც სამაჩაბლო ჰქვია. საქართველო იყო დაქსაქსული და აქედან გამომდინარე შედეგიც სავალალოა.

მინდა მოგითხროთ ამბავი, რომელიც სულ ბოლო დღეებში დატრიალდა სოხუმში. მოგეხსენებათ, რომ 1993 16 სექტემბერს დაიწყეს აფხაზებმა შეტევა. მანამდე კი „გულუბრყვილობით“, ეს ყველაზე რბილი ნათქვამია, რაღაც სულელური წინდაუხედაობით, ქართულმა მხარემ მძიმე შეიარაღება გაიტანა ქალაქიდან. მეთვალყურეები აშკარად აფხაზთა მხარეს აღმოჩდნენ და თექვსმეტში დილით აფხაზთა შემოტევისას, ფაქტობრივად სოხუმი დაუცველი აღმოჩნდა.

მე და ჩემი მეგობარი გურამ აღნიაშვილი, რომელიც ჰუმბოლდის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო, 19 სექტემბერს დილით ჩავფრინდით სოხუმში. ერთი დღით ადრე ჩემი ორი უახლოესი მეგობარი – ნუკრი ცისკაძე, რომელიც იყო ლტოლვილთა განსახლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კარგი ისტორიკოსი და ნიჭიერი პოეტი და მისი დეიდაშვილი კოტე ლატარია, ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი, გადაფრინდნენ სოხუმში.

ჩვენ დავყოვნდით იმის გამო, რომ სოხუმში ახალმა შემოტევამ ლტოლვილთა დიდი ტალღა გამოიწვია და თბილისის აეროპორტში მთელი ღამე ვიღებდით და ვაბინავებდით იძულებით გადაადგილებულ გამწარებულ ადამიანებს. დილის ხუთ საათზე სახლში დაბრუნებულები უკვე ცხრა საათზე სოხუმში ჩავფრინდით

ლალი ცერაძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.07.2021
ბოლო რედაქტირება 15.02.2023
სულ რედაქტირებულია 7





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0