სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ირაკლი ბარნოვი 1968-92წ. გარდ. სოფ. აგუძერა აფხაზეთი დაბ. თბილისი ირაკლი ბარნოვი 1968-92წ. გარდ. სოფ. აგუძერა აფხაზეთი დაბ. თბილისი ირაკლი ბარნოვი 1968-92წ. გარდ. სოფ. აგუძერა აფხაზეთი დაბ. თბილისი

1968-1992 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბარნოვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ირაკლი ბარნოვი 1968-92წ. გარდ. სოფ. აგუძერა აფხაზეთი დაბ. თბილისი

ირაკლი ბარნოვი პოლიციის ლეიტენანტი, დაოჯახებული, სულითა და ხორცით ქართველი.


ეს იყო 1992 წლის აგვისტოში. აფხაზი სეპარატისტები დაქირავებული მკვლელების ჭარბი ძალებით უტევდნენ სოსუმს. სწორედ ამ მრავალტანჯული ქალაქის მისადგომებთან ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა ირაკლი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ მებრძოლს ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ჭრილობა საბედისწერო აღმოჩნდა, სისხლი მოეწამლა, ვეღარ მოხერხდა მისი სიცოცხლის ხსნა.

მან მხოლოდ 24 წელი იცოცხლა და ღირსეულად მოიხადა თავისი ვალი სამშობლოს წინაშე.

მის სახელს მუდამ მადლიერებით მოიხსენიებს ჩვენი ხალხი.


ირაკლი ბარნოვი (1968-1993)

პოლიციის ლეიტენანტი ირაკლი კონსტანტინეს ძე ბარნოვი დაიბადა 1968 წლის 14 თებერვალს, ქალაქ თბილისში. 1986 წელს დაამთავრა ქ.თბილისის N5 საშუალო სკოლა. 1986-1988 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ, 1988 წლის 14 ივლისიდან მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში-მთავრობის დაცვაში, ქ. თბილისის ყოფილი ორჯონიკიძის რაიონის შს რაიონულ განყოფილებაში. 1990 წლის პირველი სექტემბრიდან 1991 წლის 10 ოქტომბრამდე სწავლობდა შსს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტზე.

1991 წლის 11 სექტემბრიდან გარდაცვალებამდე მსახურობდა პოლიციელად ქ. თბილისის შსს წყალმომარაგებათა ნაგებობების დაცვის პოლიციის ლეგიონში.


1992 წლის აგვისტოში პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივლინებულ იქნა აფხაზეთის რეგიონში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

1992 წლის 25 აგვისტოს სოხუმის რაიონში, აგუძერასთან, საბრძოლო მოქმედებების დროს 24 წლის ირაკლი ბარნოვმა მძიმე ტრავმა მიიღო. სეპარატისტები აქტიურად უტევდნენ სოხუმს. მტრის ნაღმის აფეთქების შედეგად იგი გადმოვარდა ბეტეერიდან და ელენთა დაუზიანდა, ჭრილობა საბედისწერო აღმოჩნდა. მძიმედ დაჭრილმა ირაკლიმ ამოასვენა ღრმა ხევში გადაჩეხილი  საკუთარი მეთაურის ცხედარი.

მიუხედავად მრავალი ქირურგიული საოპერაციო ჩარევისა, ირაკლი 1993 წლის 31 იანვარს მძიმე პერეტონიტის   შედეგად გარდაიცვალა.

ირაკლი ბარნოვის სახელი ამოტვიფრულია შსს თბილისის დიღმის სამმართველოს მემორიალურ დაფაზე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.07.2021
ბოლო რედაქტირება 31.01.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 07.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0