სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10651

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
იოსებ ბეჟიაშვილი 1965-93წწ. გარდ. 28 წლის სოფ. კინდღი, ოჩამჩირე, აფხაზეთი. სამხედრო კომენდატურა, დაბ. სოფ. ბაკურციხე გურჯაანი კახეთი იოსებ ბეჟიაშვილი 1965-93წწ. გარდ. 28 წლის სოფ. კინდღი, ოჩამჩირე, აფხაზეთი. სამხედრო კომენდატურა, დაბ. სოფ. ბაკურციხე გურჯაანი კახეთი იოსებ ბეჟიაშვილი 1965-93წწ. გარდ. 28 წლის სოფ. კინდღი, ოჩამჩირე, აფხაზეთი. სამხედრო კომენდატურა, დაბ. სოფ. ბაკურციხე გურჯაანი კახეთი იოსებ ბეჟიაშვილი 1965-93წწ. გარდ. 28 წლის სოფ. კინდღი, ოჩამჩირე, აფხაზეთი. სამხედრო კომენდატურა, დაბ. სოფ. ბაკურციხე გურჯაანი კახეთი

1965-1993 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბეჟიაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

იოსებ ბეჟიაშვილი 1965-93წწ. გარდ. 28 წლის სოფ. კინდღი, ოჩამჩირე, აფხაზეთი. სამხედრო კომენდატურა, დაბ. სოფ. ბაკურციხე გურჯაანი კახეთი

იოსებ ბეჟიაშვილი დაიბადა 1965 წლის 9 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თელავის პროფსასწავლებელში, სადაც მიიღო ამწყობ-ზეინკლის პროფესია.

იაკუტიაში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მუშაობდა გურჯაანის მექანიკურ ქარხანაში, დეპოში, საკონსერვო ქარხანაში... ერთი დღეც არ ყოფილა მისი ცხოვრების 28 წლის მანძილზე, რომ უქმად გაეტარებინოს. სიცოცხლითა და ენერგიით სავსე, ახოვანი, 2 მეტრი სიმაღლის, მაგრამ ნაზი,ფაქიზი გულისა გახლდათ. კარგი ხელბურთელიც იყო. 1992 წელს სამსახური


დაიწყო სამხედრო კომენდატურაში. ვაჟკაცურად იბრძოდა აფხაზეთში. იცავდა თავისი საყვარელი ქვეყნის მიწა-წყალს.

1993 წლის 30 მარტს სოფ. კინდღთან გმირული სიკვდილით დაეცა დედისერთა,უცოლშვილო ვაჟკაცი ბრძოლის ველზე.

სოსო დაკრძალულია სოფელ ბაკურციხეში. სოფლის შუაგულში, სანდრო ჯაგაშვილის დახმარებით დაიდგა მისი ბიუსტი, რომელსაც სიმბოლური წარწერა აქვს გაკეთებული: „შვილი არც დედისაა და არც მამის, შვილი ერისაა“,„ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული“.

სიმბოლური იმიტომ მოგახსენეთ, რომ სწორედ სოსოს შეეფერება ეს სიტყვები– ერთი დღით სახლში რომ ჩამოვიდა, დედას ფული გამოართვა, წამლები იყიდა,ბიჭებისთვის მინდაო. დედა შეეხვეწა: „აღარ წახვიდე, შვილო, შენს მეტი არავინ მყავს, დარჩი სახლში, შეგვიბრალე“. მან კი უპასუხა: „თქვენც წამოდით. ნახეთ,იქ რა ხდება და თქვენც იქ დარჩებით. რა უნდათ, რატომ ხოცავენ ქართველებს,ბავშვებს, ნეტა, რა დააშავეს, უმოწყალოდ რომ აწამებენ, ვერ გამიგია. არ შემიძლია, დედა, მე ერს ვჭირდები, ჩემი ადგილი იქ არის. მაშ, რისთვის მინდა სიცოცხლე, რაღა ვაჟკაცი ვიქნები, შორიდან ვუყურო ამ უბედურებას...“

დედისერთა შვილის დამკარგავი, გამწარებული დედა მოკრძალებით ამბობს:„მე არაფერი მინდა, მე არაფერს ვითხოვ, ოღონდაც ჩემი სოსოს დაღუპვა მარტო ჩემი ოჯახის ტრაგედია ნუ იქნება. ერმა გაითავისოს მისი თავგანწირვა,ახალგაზრდებმა სამშობლოს სიყვარულის მაგალითი აიღონ მისგან.“

დიახ გმირია, დედა, თქვენი შვილი!..



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.07.2021
ბოლო რედაქტირება 09.02.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0