სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვალერი გეგუჩაძე 1961-1993წწ. გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი. ვალერი გეგუჩაძე 1961-1993წწ. გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი. ვალერი გეგუჩაძე 1961-1993წწ. გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1961-1993 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გეგუჩაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

330       ბეჭდვა

ვალერი გეგუჩაძე 1961-1993წწ. გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

ვალერი გეგუჩაძე ბიჭიკოს ძე დაიბადა 25 ივლისი 1961 წელს ქუთაისში 22 აპრილი 1993 წელს გარდაიცვალა სოფელი ლაბრა, ოჩამჩირე აფხაზეთი



1993 წლის 21-22 აპრილს სოფელ ლაბრაში დაიღუპა „ქართველ შევარდენთა ლეგიონის“ ორ ათეულზე მეტი წევრი,მათ შორის იყო ქუთაისის სადროშოს ოცმეთაური ვალერიან გეგუჩაძე. იგი აფხაზეთში იბრძოდა ომის დაწყებისთანავე.იყო გაგრაში, ოჩამჩირეში, სოხუმში.


როგორც უკვე ვთქვით, დაიღუპა ლაბრაში, ცხედარი სოფლის მცხოვრებლებმა გამოიტანეს, იგი დაკრძალულია ქუთაისში.


აღესრულა 32 წლისა.

დღეს საქართველოში არავის უკვირს ძაძებში ჩაცმული გოგონების თუ მკერდზე სურათმიმაგრებული ჭარმაგი მამების დანახვა, მაგრამ მაინც სხვაა შემზარავ ტრაგედიასთან პირისპირ დგომა.


მამა ბიჭიკო გეგუჩაძე დაბ. 1934წ სოფ. გუბი ხონი, გარდაიცვალა2011წ

ჩემს წინ ზის 55 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მკერდამდე სცემს წვერი. ეს ბიჭიკო გეგუჩაძეა, მან ამ ომში ერთადერთი შვილი დაკარგა.

დედა შუშანიკა აბზიანიძე . 1926წ სოფ გუბი ხონი  გარდაიცვალა 1994წ

მეუღლე ლალი მამულაშვილი ვარდოს ასული დაბადებულია 01 ოქტომბერი 1961 წელს გურჯაანში

ძაძებით მოსილი 31 წლის ქვრივი ლალი მამულაშვილი არაფერს ამბობს,მხოლოდ სურათს მაწვდის და მიყურებს, თითქოს აინტერესებს, შევძელი თუ არა წარმომედგინა, როგორი ახოვანი ვაჟკაცი იყო მისი მეუღლე.

უფროსმა გოგონამ, მაგდამ, იცის, რომ მამა დაეღუპა, თუმცა არასოდეს საუბრობს ამაზე, პატარა დიანა კი ყოველ მომსვლელს ეუბნება, რომ ძალიან ენატრება მამა, რომელიც ხვალ დაბრუნდება.

მხოლოდ გამომშვიდობებისას გამოვიდა სასტუმრო ოთახში ქალბატონი მერი – ვალერის დედა.

და მაინც ვინ იყო ვალერი გეგუჩაძე ან ათასი მასავით დაღუპული?

რა ძალამ უბიძგა მათ, ებრძოლათ ომში, სადაც ყველა მებრძოლმა იცოდა,რომ ჭუჭყიანი პოლიტიკური თამაშის მსხვერპლნი იყვნენ?

როგორ ემორჩილებოდნენ ბრძანებას, როცა იცოდნენ, რომ გენერლების დიდი ნაწილი „შავი სამყაროს“ ბოსები და ყომარბაზები იყვნენ?

რამ აიძულა ისინი ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გაეწირათ აბსურდისა და ტრაგიზმის ამ ვაკხანალიაში?

კითხვებზე, რომელიც გონებაში მიტრიალებს, მაგრამ ვერასგზით ვერ ვკითხავ ვალერის მამას, თითქოს თავისთავს ელაპარაკებაო, ისე სცემს პასუხს იგი:

– მან თავისი თვალით ნახა და საკუთარ მხრებზე გადაიტანა გაგრის ტრაგბედია, იცოდა, რა ხდებოდა გუდაუთაში, ათონში, ბზიფში – მთელს გუმისთისმიღმა აფხაზეთში.

იცოდა, რა მოხდა ყველა ქართველის ოჯახში, ყველა ქართველის თავს.

უჭირდა, მაგრამ მაინც ჰყვებოდა, რა საშინელი წამებით ხოცავდნენ და წვავდნენ სტადიონზე შეყრილ ქართველებს გაგრაში, ოჩამჩირეში.

ამბობდა – ისეთი დაუნდობლები და ფანატიკოსები არიან, აქამდეც მოვლენ,თუ არ შევაჩერეთო.

ვალერი გეგუჩაძე მემატიანეს ლოგო




ითანამშრომლა დიანა გეგუჩაძე შვილი

 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.07.2021
ბოლო რედაქტირება 13.12.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0