სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ალექსანდრე გეორგბელიძე 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ალექსანდრე გეორგბელიძე 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ალექსანდრე გეორგბელიძე 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გეორგბელიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

ალექსანდრე გეორგბელიძე 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

ალექსანდრე გეორგბელიძე

„სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ...“

ამისთანა ვაჟკაცთან სიკვდილს რა ხელი აქვს, რა სამართალი!

ის, რაც ალექსანდრე გეორგბელიძემ,25 წლის ვაჟკაცმა მოასწრო, ბევრი,ალბათ, საუკუნეს მიღწეული ისე წავა

ამა ქვეყნიდან, რომ სოფელს არას არგებს...

მან კი სამშობლოსთვის გაწირა თავი. ოცდახუთი წლის სიცოცხლე უყოყმანოდ მიიტანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამსხვერპლოზე...იგი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ.

ცნობა 23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის მეთაურის ვიცე პოლკოვნიკ ღვინჯილიას პატაკიდან:

– გეორგბელიძე ალექსანდრე (ალიკ) ავთანდილის ძე, დაბადებული 1967 წელს ქ. სოხუმში, აფხაზეთში კონფლიქტის პირველი დღიდან ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებში. ჰყავდა ჩამოყალიბეული სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც ყველაზე უფრო საშიშ ადგილებში ღებულობდა მონაწილეობას...

23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის ჩამოყალიბებაში დიდია მისი დამსახურება.

ისევ ბატალიონის მეთაურის პატაკს დავუბრუნდეთ:

– ბატალიონის დაარსების დღიდან იყო სიმამაცისა და დისციპლინის მომთხოვნი. სადაზვერვო ოცეული, რომელსაც ა. გეორგბელიძე ხელმძღვანელობდა,იყო საუკეთესო ბრიგადაში. 1993 წლის 5 იანვარს შემოტევის დროს, ძირითადი დარტყმა სადაზვერვო ოცეულმა მიიღო, რომლის გმირული მოქმედების შედეგად შესაძლებელი გახდა მტრის უკუგდება მინიმალური დანაკარგებით. ამ შემოტევის დროს ა. გეორგბელიძე ნაღმის ნამსხვრევით დაიჭრა და როდესაც ბატალიონის ექიმი გ. ჯღამაძე დახმარებას უწევდა, მათ სიახლოვეს მეორე ნაღმი აფეთქდა, დაიჭრა ექიმი, ა. გეორგბელიძე კი ადგილზე დაიღუპა.

შემზარავია. ექიმი ცდილობს სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ ტყვია კი...

შეგვეძლო თუ არა ამ შემზარავი სიკვდილის შეჩერება? თითოეული ჩვენთაგანი დღეს საკუთარ თავს ეკითხება.

-შეგვეძლო?! დღეს ალექსანდრე გეორგბელიძესთან ერთად ჩვენთან უნდა ყოფილიყვნენ ირაკლი ამირეჯიბი, ლევან აბაშიძე, დიმა ცაგურია, კოკა კლდიაშვილი,ალექსანდრე იოსელიანი, ზურაბ ყვავაძე და მრავალი სხვანი და სხვანი... გვაპატიონ მათმა სულებმა, ყველას რომ ვერ ჩამოვთვლით, ისინი ბევრი არიან, ძალზე ბევრნი... ვინც ანთებული გულით სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაეცა.


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 03.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0