სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გურამ გვანცელაძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი. გურამ გვანცელაძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი. გურამ გვანცელაძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი.
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გვანცელაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

გურამ გვანცელაძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი.

გურამ გვანცელაძე გარდაიცვალა 26 თებერვალი 1993 წელს


ქუთაისში უნდა იყოს გურამ გვანცელაძის ქუჩა

თებერვლის ჩვეულებრივი დღე იდგა.მოახლოებული გაზაფხულის სურნელება იგრძნობოდა. გურამი ოჯახის წევრებს გამოემშვიდობა, ზურგჩანთას დასწვდა,კარგად იყავითო, თქვა, ჭიშკარი გაიხურა და ეზოდან ქუჩაში გავიდა...

აეროპორტში რომ ჩავიდა – ჯერჯერობით ფრენა არ არის, ორი-სამი საათი ლოდინი მოგიწევსო, – უთხრეს:

„რაღა აქ ვიცადო, ავდგები და ისევ ოჯახში მივბრუნდებიო“ – გაიფიქრა.

შინ ძმა და რძალი გახარებული შეეგებნენ: მგონი ჭკუაში დაგიჯდა ჩვენი რჩევა და ამ კვირას ბარეღამ შინ გაატარებო!..

არავითარი შინ, უამინდობის გამო, ორი-სამი საათით გადაიდო ფრენა და მანამდე, რა თქმა უნდა, ოჯახში დავრჩები, აბა რას ვიზამო!.

იმ დღეს, კიდევ ორჯერ ჩავიდა და ისევ უკან ამობრუნდა აეროპორტიდან გურამ გვანცელაძე...



რატომღაც ძალიან სციოდა – იგონებს რძალი, მისი საშუალო ძმის, ჯემალის მეუღლე ნანა, – იჯდა და აკანკალდა, ასეთი რამ არასოდეს დამმართნიაო!..


– კაცო, – ეუბნება ჯემალი, – სამჯერ ჩახვედი და სამივეჯერ გადაიდო ფრენა, არ უნდა იმ დალოცვილ ღმერთს, არ გიშვებს, ხომ ხედავ და დაისვენე სახლში, შენი ოჯახის წევრებთან, შენს ძმებთან, შენი დედმამიშვილები არა ვართ? გული რისთვის არ გიდგება ჩვენ– მოდი და მოჰკითხე ამას! ბიჭო, ომია! ომი რომ გვაქვს, ვერ გაგიგიათ? თქვენ კი ხართ ჩემი დედმამიშვილები, მაგრამ იქ ჩემი ქვეყნის ბედი წყდება და ჩემი სულიერი ძმები, მართლა ღვიძლი ძმები მელოდებიან, იმათ ვერ დავაღალატებ, თვითმფრინავი თუ არ იქნება, რაღაცას მაინც გავყვები, აუცილებლად იქ უნდა ვიყო.


– მეოთხედ... ღრუბელმა გადაიკრა, ვერტმფრენი აფრინდა და ჩემი ძმაც გაიყოლა, „ღვიძლი ძმებიო“, ჩვენზე მეტად მიაჩნდა თანამებრძოლი ბიჯები, ალბათ მართლაც ასე ხდება ომში „ბრძოლაში, უნათესავდებიან და უფრო ადვილად პოულობენ ერთმანეთის გულის გზას“. უხელობა რომ არა, აქ რა გამაჩერებდა, –ნაღვლიანად დაასრულა ჯემალმა და მეც მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ახალგაზრდა კაცს მარჯვენა ხელის მტევანი არ ჰქონდა... მაშინ სურვილიც არ გამჩენია, რა მოგივიდაო, ზრდილობისათვის მაინც რომ მეკითხა, ამას ალბათ უგულისყურობაში არ ჩამომართმევს ბატონი ჯემალი, ჩემს მდგომარეობაში მყოფ კაცს ეპატიება ეს უნებლიე ლაფსუსი, რამეთუ მიზეზი გასაგებია – უნდა შემეტყო და თქვენთვის, მკითხველისთვის მეამბნა, თუ ვინ იყო და როგორ დაიღუპა აფხაზეთისთვის ომში გვარდიის ასმეთაური, უფროსი ლეიტენანტი გურამ გვანცელაძე... ჯემალ და ლევან (უფროსი) გვანცელაძეების უმცროსი ძმა.


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.07.2021
ბოლო რედაქტირება 04.05.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0