სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა გუგეშაშვილი 1960-93წწ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი გოჩა გუგეშაშვილი 1960-93წწ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი გოჩა გუგეშაშვილი 1960-93წწ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გუგეშაშვილი სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

გოჩა გუგეშაშვილი 1960-93წწ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოფ. ბზიფი გაგრა აფხაზეთი

გოჩა გუგეშაშვილი საბრძოლო მოკვლევაში ვკითხულობთ:

გოჩა ვალიკოს ძე გუგეშაშვილი, დაბადებული 1960 წლის 22 ნოემბერს, გაგრის რაიონის სოფელ ბზიფში. განათლება უმაღლესი, უცოლშვილო, ქართველი.აფხაზეთში ომის პირველი დღეებიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გაგრის ბატალიონში რიგით ჯარისკაცად.ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აიღო იარაღი საკუთარი ქალაქისა და ხალხის დასაცავად. ის ყველგან იღებდა მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში, სადაც ბატალიონი იბრძოდა. იყო დისციპლინირებული და შემსრულებელი ჯარისკაცი. მეთაურის დავალებას ყოველთვის დროულად და პირნათლად ასრულებდა, რაზეც არაერთხელ დაუმსახურებია მეთაურის მადლობა. 1992 წლის 4 ნოემბერს, გაგრის დაკარგვის შემდეგ, 1993 წლის 20 იანვარს ქ. სოხუმში მოხდა გაგრის ბატალიონის რეანიმაცია, სადაც ერთ-ერთი პირველი იყო გოჩა ვალიკოს ძე გუგეშაშვილი, იბრძოდა აჩადარაში, შრომაში, კამანში, გუმაში, ზეგანზე, ბირცხასა და ტამიშში. ყველგან გამოირჩეოდა სიმამაცით, გამოყავდა დაღუპულები და დაჭრილები ბრძოლის ველიდან. არ მიუტოვებია თანამებრძოლები, იყო დაუნდობი მტრის მიმართ,ყოველთვის მოქმედებდა საზრიანად. 1993 წლის 4 ივლისს მოწინააღმდეგის შემოტევის დროს სოფ. გუმისთასთან გააფთრებულ ბრძოლებში მძიმედ დაიჭრა და 1993 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობისგან ქ. თბილისის ჰოსპიტალში („არამიანცი“). იარაღით ხელში სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 4 ნოემბრის ბრძანებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ. 

ყოფილი 23-ე ბრიგადის მე-4 გაგრის ბატალიონის მეთაური,

მაიორი მ. ჭელიძე


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.07.2021
ბოლო რედაქტირება 22.11.2021
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0