სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მირიან გუგეშაშვილი 1967-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ონი რაჭა-ლეჩხუმი. მირიან გუგეშაშვილი 1967-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ონი რაჭა-ლეჩხუმი. მირიან გუგეშაშვილი 1967-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ონი რაჭა-ლეჩხუმი.

1967-1992 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გუგეშაშვილი სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

მირიან გუგეშაშვილი 1967-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ონი რაჭა-ლეჩხუმი.

კაცი კაცობით ფასდება  მამულიშვილი კი მაულიშვილობით. . . 



დაიბადა ქ. ონში 1967 წლის 12 დეკემბერს. 1968 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა გაგრაში, სოფ კოლხიდაში. 

1974-1984 წლებში სწავლობდა გაგრის N1 საშუალო სკოლაში.

სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური ბელორისის ქალაქ  ბაბრუისკში.  

სამხედრო სამსახური მოხდის შემდეგ სწავლობდა ქ. ორჯონიკიძის სამთო-მეტალურგიულ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე. 

მოძმეთა ღალატი ჯერ კიდევ სტუდენტობის დასაწყისში გამოსცადა მირიანმა. ორჯონიკიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი იძულებული გახდა თბილისის ანალოგიურ ინსტიტუტის სტუდენტი გამხდარიყო. 

1992 წლის 14 აგვისტო. . . 1992 წლის 18 აგვისტოდან მირიან გუგეშაშვილი ირიცხება ქ. გაგრის ბატალიონში.


გადამთიელიელნი გაგრას უტევენ.საქართველოში ომია . . .  

იღვრება ვაჟკაცთა სისხლი, ძაძებით იმოსება ოჯახები. ვაი, რა ძნელია ამ ქვეყნიდან უდროოდ წასულ ახალგაზრდებზე წერა. . . 

მებრძოლთა ერთ-ერთი ჯგუფი გაგრის ცენტრალურ ქუჩაზე დინჯად, ბრძოლით იხევდა უკან და მშვიდობიან თანაქალაქელებს გაქცევის საშუალებას აძლევდა. ეს მირიან გუგეშაშვილის ჯგუფია.

1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრელები სტადიონისკენ დაიძრნენ, სადაც ადრე ჩვენი შვეულმფრენები სხდებოდნენ. იქ ელოდნენ შველას, მაგრამ ჩასაფრებული გადამთიელები  სწორედ იქ ახლიდნენ ტყვიას. მირიანმა ხელისგულივით იცოდა სტადიონის შემოგარენი. ქალაქის ახალგაზრდული ნაკრების წევრ ს ამ სტადიონზე გატანილი გოლის შემდეგ არაერთხელ მისევიან მოსახვევნად ქართველი, აფხაზი, რუსი, სომეხი თანაგუნდელნი. აქ გამოსტაცა მირიანმა ორი დაჭრილი მეომარი  ჯოჯოხეთურ ხოცვა-ჟლეტას, უკან დაბრუნდა და მტრის ტყვიამ უწია. 

არ დაინდეს ქალი, კაცი, 

ცრემლები მდის მწარე,.

ღმერთო!

მალე ჩამახუტე,

კვლავ, აფხაზი და-ძმა.

ასეთი იყო მირიან გუგეშაშვილი . . . მას უყვარდა თავისი ქალაქის ყველა ერი-ბერი.

არ გვიჭამია მტრის ჯავრი, 

არ დავმალვულვარ სანგარში.

დედულ-მამულზე ფიქრებით, 

ვეღარ ვისვენებთ საფლავში.თანამმებრძოლები სიამაყით ყვებიან მირიანის ვაჟკაცობაზე. 25 წლის გმირმა ვერ მოასწრო დაქორწინება, სამაგიეროდ მოასწრო კაცური კვალის დატოვება და სამშობლოსათვის სიკვდილი. 

თუ ბრძოლა გქონდა,

                            მეც გახლდი,

                       თავს არ ვზოგავდი შენთვის,

                          სამშობლოვ!

                       ბრძოლა თუ გქონდა, 

                      სადაც არ მოვკვდი შენთვის?!~

                      სიკვდილს ყოვეთვის შეიძლებს 

                       კოლხი მხედარი შენთვის!

ერთი კეთილშობილი აფხაზის დახმარებით წამოიღო დედამ, ქალბატონმა ლიანამ მისი გვამი პროზექტურიდან და კოლხიდაში, საკუთარ ეზოში, უკვე გადაბუგული სახლის გვერდით დამარხა.

ამ დროს, მირიანის მამა, გურამი, “თეთრი არწივის“ მებრძოლთა ჯგუფთან ერთად ალყაში მოქცეული, გაფრთებით ებრძოდა მტერს იმ საქართველოსთვის, რომელსაც მისი ერთად ერთი ვაჟი მირიანი ცოცხალი ეგულებოდა. შვილის დაღუპვის ამბავი, თბილისში გაიგო ტყვეობიდან სასწაულებრივ თავდაღწეული მეუღლისგან. 

ქალბატონ ლიანას შვილის სიკვდილის შემდეგ, მეუღლეც არ დაჩა, მაგრამ დარჩა გმირი ქმარ-შვილის სახელი, სახელი რომელსაც საქართველო არ ივიწყებს . . .  დარჩა სამშობლო . . . რისთვისაც გასწირეს თავისი ლამაზი სიცოცხლე. 

ასე გმირულად შესწირა მამა-შვილმა თავისი მშობლიური ქალაქისა და საქართველოს მთლიანობის დაცვას.

საქართველოს დიდებისათვის თავდადებულ მამულიშვილებს ჩვენ მუდამ ცოცხლად მოვიგონებთ! მსუბუქი ყოფილიყოს თქვენს გულებზე დაყრილი ქართული მიწა. 

                                     პოეტი  ბიეტა  აბშილავა. 



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2021
ბოლო რედაქტირება 12.12.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0