სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
დოდო (დარეჯან) გუგეშაშვილი დ. 1958წ. ვეტერანი საქართველოს მხედრიონი დაბ. ლანჩხუთი წარმ. სოფ. შოუბანი, ონი დოდო (დარეჯან) გუგეშაშვილი დ. 1958წ. ვეტერანი საქართველოს მხედრიონი დაბ. ლანჩხუთი წარმ. სოფ. შოუბანი, ონი
ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი გუგეშაშვილი სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

536       ბეჭდვა

დოდო (დარეჯან) გუგეშაშვილი დ. 1958წ. ვეტერანი საქართველოს მხედრიონი დაბ. ლანჩხუთი წარმ. სოფ. შოუბანი, ონი

დოდო (დარეჯან) გუგეშაშვილი მიხეილის ასული დაიბადა 16 ივლისი 1958 წელს ლანჩხუთში, მამა დაბადებულია სოფელი შოუბანი ონის რაიონი


დოდო (დარეჯან) გუგეშაშვილი (დ.1958 წელს) — 1991-93 წწ. საქართველოს სამოქალაქო ომის და 1992-93 წწ.აფხაზეთის ომის მონაწილე, გასამხედროებული ორგანიზაცია "მხედრიონის" ერთ-ერთი მეთაური. 

ადრეული პერიოდი

დოდო გუგეშაშვილის ბავშვობის დროინდელი გატაცება მუსიკა იყო. ფორტეპიანოს სპეციალობით სამუსიკო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ ის გახდა სოლისტი ანსამბლ "აცაურაში", სადაც ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. შემდეგ სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მუშაობდა ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად.

ეროვნული მოძრაობის პერიოდში ის გაწევრიანდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი ძმასთან ერთად გაგრის ფრონტზე წავიდა. მოგვიანებით იგი ძირითადად ოჩამჩირის მიმართულებით იბრძოდა.[1] დოდო გუგეშაშვილი აქტიურად მონაწილეობდა, აგრეთვე, კოდორის ხეობის დაცვის ღონისძიებებში, კერძოდ ლათის გარშემო 1994 წლის გაზაფხულზე მიმდინარე მოვლენებში.


დარჩელის ტრაგედია

1993 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სამოქალაქო ომის ფარგლებში სამეგრელოს ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. პარალელურად, რეგიონის დასახლებულ პუნქტებში აფხაზეთიდან დევნილი ათეულ ათასობით ადამიანი მძიმე პირობებში იმყოფებოდა, რაც ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბებს აღწევდა. 16 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფ.დარჩელის და ახალკახათის სიახლოვეს მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ორი შეიარაღებული პირი. მცირე ხანში შურისძიების მიზნით მათი თანამებრძოლები დარჩელში ჯავშანტექნიკით შეიჭრნენ, სახლები გაძარცვეს, პირუტყვი და ფრინველები დახოცეს, 27 სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.[2]

1994 წელს სახელმწიფომ საბრძოლო მოქმედებებისგან დაზარალებული ოჯახის სტატუსი ზუგდიდის რაიონის ოთხი სოფლის 113 ოჯახს მიანიჭა. ზიანის ოდენობა 2 347 810 ლარით განსაზღვრა, აქედან 1 128 629 ლარი დამწვარი სახლების აღდგენას უნდა მოხმარებოდა.[3]

დოდო გუგეშაშვილს, როგორც ზუგდიდის სამხედრო კომენდანტის მოადგილეს, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ "მხედრიონის" წინაააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში 1995 წელს ბრალი წაუყენეს დარჩელში მომხდარი ეგზეკუციის ორგანიზებაში, რისთვისაც ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი გაათავისუფლეს ხუთი წლის შემდეგ ეროვნული შერიგების პროცესის დროს.  


მხარდაჭერა უკრაინას

2014 წლის მარტში რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია განახორციელა, ასევე დღითიდღე იკვეთებოდა ოფიციალური მოსკოვის მიერ დონბასის რეგიონში შეიარაღებული ჩარევის კონტურები უკრაინისგან დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ჩამოჭრის მიზნით. ქართულ მედიაში დოდო გუგეშაშვილმა განცხადება გააკეთა უკრაინელთა დასახმარებლად თავისი მზადყოფნის თაობაზე.

კონფლიქტის გაღვივების და უკრაინაში დოდო გუგეშაშვილის გამგზავრების შემდეგ რუსული პრესა წერდა ნასამართლევი ქართველი ნაციონალისტი მებრძოლი ქალის მხრიდან უკრაინული ულტრარადიკალური ჯგუფების მხარდაჭერაზე. აფხაზეთში ნაომარი უნა-უნსოს მებრძოლების შუამავლობით დოდო შეუდგა ორგანიზაცია "პრავი სექტორის" მოხალისეთა მომზადებას, რომელიც მოიცავდა ფიზიკურ, თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.[5]

ოჯახური ტრაგედია

2018 წლის 7 თებერვალს დიღომში მდებარე საკუთარ ბინაში დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხა დამნაშავე. სროლის შედეგად დოდომ გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობა მიიღო, ხოლო მისი ერთადერთი შვილი 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. დოდომ ვერ შესძლო დანაშაულის მოტივის ახსნა, მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა, რომ თავისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, შესაძლოა ის რუსეთის სპეცსამსახურების სალიკვიდაციო სიაში იმყოფებოდა.[6]

2020 წლის იანვარში დაპატიმრებული იქნა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, რომელსაც მოგვიანებით ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის შედეგად საქალაქო სასამართლომ ოცწლიანი პატიმრობა შეუფარდა.


დაიბადა 1958 წელს თბილისში, მისი ნამდვილის სახელი დარეჯანია.ბავშვობიდანვე მუსიკით იყო გატაცებული, დაამთავრა სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით, მღეროდა სახალხო ანსამბლ "აცაურა"-ში იყო მისი სოლისტი და დადიოდა გასტროლებზეც.შემდეგ პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა და გარკვეული ხანი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი იყო.

80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" რიგებშია, რა დროსაც როგორც 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს კიდეც.

აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე ძმასთან ერთად აიღო იარაღი და საბრძოლველად პირველად გაგრაში წავიდა.


ამავე პერიოდში ჩაეწერა ჯაბა იოსელიანის შექმნილ "მხედრიონის" რიგებში სადაც იგი ერთადერთი მებრძოლი,, რომელსაც შემდგომ მეტსახელი "რკინის მაგნოლია" შეარქვეს.

1994 წლის მაისის ბოლოს ომში მიღებული ჭრილობებით და ტრავმებით კოდორის ხეობა დატოვა, სადაც ექვსი თვის განმავლობაში პარტიზანულ ომებში იყო ჩართული.

თბილისში დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დოდო გუგეშაშვილი დაიჭირეს.მას ბრალად ედებოდა ბანდიტიზმი და სახლების გადაწვა სამეგრელოში, კერძოდ დარჩელში(სოფელი ზუგდიდის სიახლოვეს), 10 წელი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა გაანთავისუფლეს 5 წლის შემდეგ, როდესაც პარლამენტში შეიქმნა ეროვნული შერიგების კომიტეტი.

ბოლო წლებში პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი აფუძნებს ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია "პატრიოტს", 2014 წელს კიდევ ერთხელ გაიელვა მისმა სახელმა, როდესაც უკრაინაში მოხალისედ წავიდა. არსებული ინფორმაციით, გუგეშაშვილი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ უკრაინელ მებრძოლებს უწევდა დახმარებას.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.06.2022
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0