სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ამირან დიაკონიძე 1972-1993წ. გარდ. 21 წლის აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი. ამირან დიაკონიძე 1972-1993წ. გარდ. 21 წლის აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი. ამირან დიაკონიძე 1972-1993წ. გარდ. 21 წლის აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დიაკონიძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

ამირან დიაკონიძე 1972-1993წ. გარდ. 21 წლის აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

ამირან დიაკონიძე ერთი ლამაზი სიცოცხლე


ამირან დიაკონიძეს ახლახან 22 წელი შეუსრულდებოდა.


შარშან 26 დეკემბერს კი მისი დაღუპვის წლისთავი გადაიხადა ოჯახმა – ქვრივმა დედამ მადლენა დიაკონიძემ, უმცროსმა და-ძმამ, ეკამ და ტარიელმა. „ეს დღე სასაფლაოზე აღვნიშნეთ, – მითხრა ცრემლმორეულმა დედამ,– სწორედ იქ მოიტანეს გაზეთი „ქუთაისი,“ რომელშიც დათო ზივზივაძის ჩანაწერები, „სიცოცხლისთვის სიკვდილის ნიჭი“, იყო მოთავსებული. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. არც ის, რას წერდა ჩემს უბედურ შვილზე მისი უფროსი თანამებრძოლი.“

დათო ზივზივაძე კი წერს: „ორი საათი იქნებოდა, სახლებში რომ გავმაგრდით. სახლის წინ და სახლის გვერდზე მე და ამირან დიაკონიძე ვიდექით.

ამირანი ქუთაისელია (მინისტარასთან ცხოვრობს), 21 წლის ლამაზი , ნათელი სახის ბიჭია. კიდევ უფრო ამშვენებს მოშვებული, წითური წვერი, სახლის გვერდიდან ვცელავდით ჩაის პლანტაციებს.


– ამი, შენი „ბეემპე“ რა უყავი? – ვეკითხები.

– უკან დავაყენე. დაჭრილები გავიყვანე. მეშინია, არ აგვიფეთქონ. მაგენის დედა ვატირე. მაგ ერთი დაგვრჩა. ეგეც თუ აფეთქდა, დავრჩებით უტექნიკოდ.

ამ დროს თემური ექიმის ყვირილი შემოგვესმა:

– დაჭრილებია, დათო, გასაყვანი, ჩქარა, თან ამ გზით წამოვიდეს უკანა გასასვლელი! – იცოდა ბრძოლის ყველა წესი თემურმა, ამას მერე მივხვდი.ამირანი მაშინვე გაიქცა თავისი ტექნიკის შემოსაყვანად. მთელი სისწრაფით მიქროდა მისი „ბეემპე“ უკანასვლით, მეორე გზით კი არა, ცენტრალურით.


– „სწრაფად უნდა მიშველება დიაკონიძეს,“ – ასე გავიფიქრე, ასე იფიქრა ალბათ ამირანმაც. ცენტრალურ გზაზე საშიში არაფერი იყო. იქ ხომ ჩვენმა სამმა ტანკმა გაიარა.

ეხ, გამოუცდელო ბიჭო, ჩემო ნათელო მეგობარო. გამოუხვია გზიდან და გამაყრუებელი ხმა აფეთქების. კვამლში გაეხვია ამირანი და მისი ტექნიკა“...შემდეგ მოთხრობილია, როგორი საშინელი სიკვდილით დაიღუპა „მისი ნათელი მეგობარი“, როგორი ვაივაგლახით ამოიყვანეს აფეთქებული საბრძოლო მანქანიდან და საშინელი საახალწლო „საჩუქარი“ მიუტანეს მის ოჯახს.

ამირანს ქუთაისის მუსიკალური სკოლა-ინტერნატი დაუმთავრებია და მინისტარის ქარხანაში მხარშველად დაუწყია მუშაობა. მალე ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბება დაიწყო და, როგორც წვევამდელი, ისიც გაიწვიეს. სიხარულით წასულა. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რა მძიმე დღეები ელოდა ახლადშექმნილ ქართულ გვარდიას და ახალგაზრდა გვარდიელებს. იანვარ-თებერვლის სისხლიანი ამბების შემდეგ ამირანი

შინ დაბრუნდა. აფხაზ სეპარატისტთა თავსმოხვეულ ომში კი ასე მოხვდა: უმცროსმა ძმამ, ტარიელმა, ფეხი მოიტეხა და მას ადგა თავზე კლინიკურ საავადმყოფოში. იმ ხანებში აქ აფხაზეთიდან ჩამოყვანილ დაჭრილებსაც მკურნალობდნენ. მათგან გაიგო,რა ულმობელად ექცეოდნენ აფხაზი სეპარატისტები და მათი დაქირავებული მკვლელები ქართულ მოსახლეობას, – ჩემი ადგილი იქ არის, – გადაწყვიტა აღშფოთებულმა. ამაო გამოდგა დედის მუდარა: და-ძმის ცრემლები. წავიდა იქ, სადაც მის თანამემამულეთ ყველაზე მეტად უჭირდა, სამშობლოს სჭირდებოდა. ოჯახში ორიოდე წერილის გამოგზავნაც ვერ მოასწრო, 26 დეკემბერს, კოჩარაში, მძიმე შეტაკებისას დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანის დროს ნაღმზე აფეთქდა.

გაუჭირდათ დაღუპული ამირანის გამოყვანა თანამებრძოლებს: „არ გამოდის, აბა რა ვქნათ? – უკვე უკან იხევდნენ ჩვენი ბიჭები, – წერს დათო ზივზივაძე, – წინიდან და მარცხნიდან ტყვიები წვიმასავით მოდიოდა, მარცხენა მხარეს მე, პეტია და გაბოია ვაკავებდით. მორიგეობით ვისროდით. ცუდად იყო საქმე. როდემდე გავძლებდით, არ ვიცი. ჩვენი ერთი გადარჩენილი ტანკი გამოჩნდა. იმედი მომეცა. შევაჩერეთ. ჩამოვიდა, ჩავაბით და ისე გამოვათრიეთ ამირანის ნახევრადდაგლეჯილი „ბეემპე“, გამოვედით, ამირანის უფეხებოდ დარჩენილი დაგლეჯილი ტანი საავადმყოფოში გავგზავნეთ მისახედაღ“.

ასე ულმობლად შეწყვიტა კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე თავსმოხვეულმა,მუხანათურმა ომმა...

ამირან დიაკონიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის"

ნუნუ მაჩალაძე

 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.05.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0