სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯამბულ კანდელაკი 1959-1993წ. გარდ. გარდ. 34 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი. ჯამბულ კანდელაკი 1959-1993წ. გარდ. გარდ. 34 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი. ჯამბულ კანდელაკი 1959-1993წ. გარდ. გარდ. 34 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1959-1993 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კანდელაკი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

ჯამბულ კანდელაკი 1959-1993წ. გარდ. გარდ. 34 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი.

ჯამბულ კანდელაკი


თავისებური ხასიათის ბიჭი როდესაც კანდელაკების ბინაზე კარი გამიღეს, პირველი, რაც თვალში მომხვდა, ქალის გამჭოლი მზერა იყო, რომელიც ხარბად და დაკვირვებულად მათვალიერებდა. ვიდრე რაიმეს თქმას მოვასწრებდი, თვითონვე მითხრა ჩემი მისვლის მიზეზი და ჩემს ხელში შერჩენილ მისივე მისამართზე მომითითა: „ჩემთვის ყველაფერი ნათელიაო“. ოჯახში შემიპატიჟა და მხრებში გამართული, ქალური სიამაყით წინ გამიძღვა. მერე მომიბოდიშა, „რამდენიმე წუთს მიგატოვებთ“ და მოპირდაპირე ოთახში გაუჩინარდა.დრო მომცა, თითოეული ნივთი და კუთხეკუნჭული თამამად დამეთვალიერებინა და ჩავკვირვებოდი კედელზე ჩამოკიდებული გარდაცვლილი ვაჟკაცის სახეს. საოცარი სისადავე სუფევდა მთელ ოჯახში.ერთმანეთში შერწყმულიყო თითოეული ნივთი. ასწლოვან ანტიკვარულ ნივთებს კვლავ შერჩენოდათ ძველებური პეწი და ელვარება.


გადიდებული სურათისაკენ შევბრუნდი, მომეჩვენა, თითქოს დაჟინებით მიცქერდა გარდაცვლილი. ვფიქრობდი: „ნუთუ კიდევ გველის ომი, ნუთუ კიდევ მოირწქვება ჩვენი მიწა ქართველის ხელით განწირული ქართული სისხლით“. ჩემი ფიქრების ძაფი ოთახში დაბრუნებულმა ქალბატონმა ნუნუმ გაწყვიტა. ერთხანს ცრემლჩამდგარი გაირინდა შვილის სურათის წინ და შევნიშნე, თუ როგორ გადაეშვა მოგონებებშიმთელი არსებით; მხოლოდ ჩემმა ჩახველებამ მოიყვანა გონს; „რა ვქნა, უბედური დედა ვარ, აღარ მყავს ჩემი ერთადერთი ვაჟი, ჯამბული!“ – ამოიოხრა და თვალი ისევ გადიდებული სურათისკენ გამექცა. მაინტერესებდა, რამდენად ჰგავდა დედა და შვილი ერთმანეთს. არც ეს გამოპარვია მის თვალებს: „ძალიან ვგავდით მე და ჩემი შვილი ერთმანეთს – თქვა ქალმა, – როგორც ხასიათებით, ასევე ფიზიკურადაც“.


ორმოცდაათიოდე წლის ქალისთვის მრავლად მოსდებოდა მის სახეს ნაოჭი.ათასი ვარამისაგან ამოღამებულ თვალებში ხან ელვასავით კრთებოდა საკუთარი „მეს“ არსებობა და ხანაც ცრემლები უსველებდა უპეებს. ბოლოს, ძალა მოიკრიბა, გამხნევდა და თავისი დაკარგული შვილით გამოწვეული მოგონებები ჩემს წინ გადაშლილი ხელისგულივით დამანახა და მაგრძნობინა თითოეული სიტყვის ტკივილი.


ნუნუ ხვედელიძის ნაამბობიდან:

„1958 წელში დავქორწინდით მე და ჩემი მეუღლე. უსაზღვრო იყო ჩვენი ბედნიერება. 1959 წლის 11 აპრილს დედა გავხდი. როდესაც შინ მოვიყვანეთ და აკვანში ჩავაკარი ჩემი ჯამბული, მამაჩემი შემოვიდა, დახედა თვალებბრიალა პატარა ანგელოზს, შემდეგ გერმანული სისტემის იარაღი ამოიღო და ჩემს შვილს გულზე დაადო: „ამით, ბაბუ, შენი ადამიანობა დაიცავი, სიმართლე დაიცავი, არაკაცი და მტერი მოსპე და ვერავინ დაგვამარცხებს ქართველებს!“

 მეთორმეტე საშუალო სკოლაში სწავლობდა. ძლიერი აგებულების ბავშვი იყო,ამიტომ, ერთ ხანს სპორტს გაჰყვა. მრავალჯერ თავისუფალი ჭიდაობის პირველი მედალოსანი რომ გახდა, გადაწყვიტა, სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზკულტურულ ინსტიტუტში ჩაებარებინა. ბავშვობიდანვე კი მისი ოცნება მფრინავობა იყო, მაგრამ ჩემმა დაჟინებულმა თხოვნამ საბოლოოდ ააღებინა ხელი

თავის გადაწყვეტილებაზე. მართლაც, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის ფიზკულტურულ ინსტიტუტში მოეწყო“.

თავისებური ხასიათის ბიჭი ყოფილა. სიყვარულიც უცნაური ცოდნია. თუ რაიმეს აიჩემებდა, მანამ არ მოისვენებდა, ვიდრე არ აისრულებდა თავის გულის წადილს.

ხელოვნების, ცეკვის მოტრფიალე ბიჭმა 1982 წელს თბილისელ მაია გელაშვილზე იქორწინა. ოჯახის ჭერი პატარა გოგონას დაბადებამ აახმაურა. დროთა განმავლობაში ორი ვაჟკაციც გაჩნდა და სამი შვილის მამა ბედნიერების მწვერვალზე დააბიჯებდა.

როგორც კი საქართველოში ომის ხანძარი დაინთო, იარაღით ხელში იმ ადამიანების გვერდით დადგა, ვისაც სწამდა და უყვარდა საქართველო. სისხლიანმა 9 აპრილმა გული მოუკლა, არც ცხინვალის სისხლის წვიმები იყო მისთვის უცხო, იბრძოდა სამტრედიის მისადგომებთან და სისხლით იცავდა საქართველოს თითოეულ გოჯ მიწას. ბოლოს, როდესაც აფხაზეთმა ბასრი ბრჭყალები გამოიჩინა, გონება აემღვრა, სისხლი გაუგიჟდა, ბოღმამ ხელი წაუჭირა და იარაღმომარჯვებული აფხაზეთისკენ გაეშურა. სოხუმი, გაგრა, ოჩამჩირე, გალი, წალენჯიხა სისხლისგან იცლებოდა...

მტერს რომ წაართვეს, იმ ტანკს „ძმა“ დააწერა და ქართველთა ტანკებს გვერდით დაუყენა.

ნუნუ ხვედელიძე ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ შვილს რომ დაიგულებდა,ეხვეწებოდა:

„აღარ დაიღალე, დარჩი და ნუღარ წახვალ იმ სასაკლაოზე!“

ამას რომ მოისმენდა, გაიღიმებდა: „რა დროს ამაზე ფიქრია, დედა, ჯერ კიდევ დიდი ბრძოლები გველის, ძმების სისხლი უნდა ავიღო!“

1993 წელს აპრილში მკლავში დაჭრილი დაუბრუნდა ოჯახს. გამოჯანმრთელებული კვლავ ომში დაბრუნებისთვის ემზადებოდა და აფორიაქებულ ოჯახს ამშვიდებდა: „ნუ გეშინიათ, ჯამბულ კანდელაკს ტყვია ვერ მოერევა! ვერვინ წაგვართმევს მშობლიურ მიწას, ყველაფერი თავის კალაპოტს მოძებნის; გახსნილი იარები პირს შეიკრავენ და საქართველოში სიმღერის და სიყვარულის

დრო დადგება!“ მაგრამ...

1993 წლის 11 მაისს ტყვიებმა დაცხრილა ჯამბულ კანდელაკი, მისი კუთვნილი მზე ვიღაცის ბინძურმა ხელმა ჩამოგლიჯა ცის გუმბათს, ფეხქვეშ სათელად დააგდო ჩამქრალი და ჩაციებული.

ჯამბულ კანდელაკის ოჯახში შემაძრწუნებელი სიჩუმე მეფობს და ამ სიჩუმეს უბედური დედის ქვითინი არღვევს: „მხოლოდ იმისთვის ვცოცხლობ ამ ქვეყანაზე, რომ ჩემი შვილის სახელი დავიწყებას არ მიეცეს!“

ვიდრე ჯამბულ კანდელაკისთანა ვაჟკაცები და ასეთი შვილის გამზრღელი დედები არსებობენ, ქართულ მიწას განადგურება და ქართულ ჯიშს გადაშენება არ უწერია.


მარეხ ხურციძე




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.05.2022
სულ რედაქტირებულია 6

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0