დაიბადაქ. თბილისში 1969 წლის 26 თებერვალს.
სწავლობდა (1976-1986) კაკაბეთის საშუალო სკოლაში. მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1989 წელს ჩაირიცხა ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლეს სკოლაში.
ბუნებით დათო იყო მებრძოლი სულისა და დაუდეგარი. როცა საქართველოს გაუჭირდა დათომ აირჩია მამულის დამცველის წმინდათა წმინდა გზა. მსახურობდა გვარდიის სატანკო ბატალიონში მძღოლად 1993 წლის მაისიდან 1993 წლის ოქტომბრამდე.მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის რეგიონში.
მესამე კურსიდან ტოვებს სახლს და შედის აფხაზეთში ამ სიტყვებით...''დედა , რატომ მეწინააღმდეგები , ბავშვობიდან შენგან მესმოდა ...რომ ქართველი ვარ და ჩემი ლამაზი სამშობლო უნდა მიყვარდეს , დავიცვა მისი ტრადიციები და პატივსვცემდემის ისტორიულ წარსულს, მეამაყებოდეს რომ ქართველი ვარ.''
დაიღუპა 1993 წლის პირველ ოქტომბერს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედების დროს.
აფხაზეთში დაღუპულმა ცხრამეტი წლის ჭაბუკმა შავად დათალხა დედა, სამუდამოდ მოუსპო ღიმილი სახეზე, მაგრამ ამას თავისი გამართლება აქვს, რაზედაც ამაყად მიგვანიშნებს მისი სიტყვები..''სამშობლოსათვის დავთხიე სისხლ-ცვარისიჭაბუკური.''
დაკრძალულია კაკაბეთში საგვარეულო სასაფლაოზე.
წელიწადზე მეტი ბეწვზე ეკიდა დედაშენის ნერვები. „გული მიტირის ავის მოლოდინშიო“ – შესჩიოდა ყველას და თვალებში აკვირდებოდა, ხომ არავინ არაფერს მიმალავსო. შიშით მისჩერებოდა ტელევიზორის ეკრანს, როცა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს აცხადებდნენ. ბოლოს, შენც ჩაეწერე ამ გმირთა სიაში. როგორ შეიძლებოდა ამის დამალვა და ღამის სიბნელეში დედის
კივილმა შესძრა კაკაბეთის ცა. ამაო გამოდგა იმ დღისით თქვენს რთველში უამრავჯერ ნათქვამი სადღეგრძელო – ეს ღვინო დათოს ქორწილში დაგველიოსო.
ჩემო დათო, დღეს კაკაბეთში ლტოლვილები ჩამოიყვანეს. იქნებ რომელიმე მათგანს შენც მიაშველე შენი ძლიერი მარჯვენა, რომელშიც რამდენიმე თვის წინ მტერმა ტყვია გესროლა, მაგრამ გამოჯანმრთელებისთანავე კვლავ ბრძოლის ფრონტს მიაშურე, ამხანაგებს გვერდში ამოუდექი, შენ კი არ დაგცალდა მათთან ერთად დაგელია საქართველოს გამარჯვების სადღეგრძელო.
ფიქრებიდან ზარის ხმას გამოვყავარ. ფანჯარასთან მივდივარ და ეზოში ვიყურები. მეჩვენება, რომ შენ ყველგან დგახარ – კიბეზე, ხის ქვეშ მოედანზე...
შენი ნახვის სურვილი მეძალება. შენს თანაკლასელებს მივაშურებ. ყველაფერს გავიხსენებთ. სულ შენზე ვილაპარაკებთ. ბოლოს ჩემს თხოვნასაც გავამჟღავნებ: ყოველ ბანკეტზე შენი წილი სკამი და ჭიქა არ გამოტოვონ, ოღონდ შენს მეზობლად ნუ გააკეთებენ ამას, რომ დედაშენს მოუშუშებელი იარა არ გაუახლონ.