ქართლოს კობერიძე დაიბადა 1966 წელს სოფელ თამარაშენში.
სწავლობდა ცხინვალის მე-6 საშუალო სკოლაში. დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი; გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში.
1990 წელს მუშაობა დაიწყო კეხვის საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
1993 წლის 9 დეკემბერს ოსურ-ქართული კონფლიქტის მსხვერპლი გახდა.