სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10608

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გურამ კონტუაძე 1998წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბანძა მარტვილი სამეგრელო გურამ კონტუაძე 1998წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბანძა მარტვილი სამეგრელო გურამ კონტუაძე 1998წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბანძა მარტვილი სამეგრელო
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კონტუაძე სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

გურამ კონტუაძე 1998წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბანძა მარტვილი სამეგრელო

გურამ კონტუაძე

საქართველო იყო მისი საოცნებო სახელი


ის ხუთი წელი იყო საწოლს მიჯაჭვული.თავს ევლებოდა საყვარელი მეუღლე ლარისა ჯელაძე, შვილები – გულივერი,თეა და გურამი,სანათესაო და სამეგობრო.მაგრამ ვერაგია სიკვდილი, 1998 წლის 17 დეკმბერს ჩაუსაფრდა და სიცოცხლეს გამოასალმა; ზუსტად ექვსი თვის შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გურამ კონტუაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის ! ხარისხის ორდენით. სიცოცხლემ დაამარცხა სიკვდილი. მაღალი საბრძოლო ჯილდო სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შეწირულს ისე გადაეცა, როგორც ცოცხალს. მწუხარებასთან ერთად სიხარულიც დიდი იყო.

ბურამ კონტუაძე მარტვილიდან, კერძოდ ბანძიდან იყო. სამხედრო სასწავლებლიდან დემობილიზაციით აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციაში სისხლის სამძებროს უფროს ინსპექტორად მუშაობდა.



აფხაზეთში პირველი ტქვია გავარდა თუ არა, პოლიციის ზემდეგი გურამ კონტუაძე ცეცხლის წინახაზზე გაჩნდა.

მცირე დოსიეში საბრძოლო მოკვლევიდან, რომელსაც ხელს აწერს ყოფილი შინაგან საქმეთა სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს უფროსი, ამჟამად სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალური სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ა. ცაავა, ვკითხულოთ:

– ზემდეგი გურამ კონტუაძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში – გუმისთის, ტამიშის, შრომა-კამანის მიმართულებით გმირული მაგალითებითაც არაერთხელ გამოიჩინა თავი სამშობლოს ერთგულმა პატრიოტმა.


საბრძოლო ოპერაციებში, რომელშიც გურამ კონტუაძე მონაწილეობდა,არაერთხელ იქნა მიღწეული წარმატებანი. მტერი მოგერიებული და განადგურებული იქნა – რკინიგზის ხაზი დივერსიას გადაურჩა.

– ერთ-ერთი ოპერაციის დროს, კერძოდ 1993 წლის 24 სექტემბერს, როცა აფსუა სეპარატისტები და მათი დაქირავებული ჯარები მოადგნენ უიარაღოდ გადარჩენილ სოხუმის მოსახლეობას, ზემდეგი გურამ კონტუაძე თავის თანამებრძოლებთან ერთად თავდადებით ეკვეთა მტრის ჭარბ ძალებს. სოხუმში, ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოჭრილ მოწინააღმდეგე ბოევიკებს გმირულად შეება.

და აი აქ, სწორედ აქ, სოხუმის ცენტრში, მტრის მიერ ნასროლი ტქვია ხერხემალში მოხვდა. მძიმედ დაჭრილი თანამებრძოლებს ამხნევებდა, უკან არ დაიხიოთ, არ დატოვოთ სოხუმი. სოხუმი კი ცეცხლის ალში უკვე ეხვეოდა,დაჭრილის ევაკუაცია როგორღაც მოხერხდა და თბილისში გადმოაფრინეს. აქ რამდენიმე უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეს. მაგრამ საწოლს ვერ მოაცილეს.


სამკუნალოდ საზღვარგარეთაც კი გაგზავნეს, მაგრამ ამაოდ... ხერხემლის დაზიანებამ თავისი გაიტანა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.07.2021
ბოლო რედაქტირება 17.12.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0