კახაბერ გოგის ძე ლომიძე დაიბადა 1969 წლის 9 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა ბესლეთის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, კახაბერ ლომიძე 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში.
მონაწილეობდა არაერთ რთულ და სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 18 აგვისტოს, მტრის მორიგი მასიური შემოტევის დროს, კახა ლომიძე თავდაუზოგავად იბრძოდა სოფელ ლინდავასა და ოდიშში მიმდინარე ოპერაციებში. 18 სექტემბერს, კახაბერი მცირერიცხოვანი ჯგუფით წინ გადაეღობა მოწინააღმდეგის ძლიერ შემოტევას სოფელ გვარდასთან. მათ მტერს დიდი ზარალი მიაყენეს. კონტრიერიშის დროს კახაბერი, სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
ძმა თენგიზ გოგის ძე ლომიძე დაიბადა 1972 წლის 20 თებერვალს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა ბესლეთის | საშუალო სკოლა. მუშაობდა პურის ქარხანაში. თენგიზი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდასაქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში. გამორჩეული მეომარი, უშიშარი და ინიციატივიანი – ასე ახასიათებს მას ბატალიონის მეთაური.
თენგიზ ლომიძე გარდაიცვალა საბრძოლო 1992 წლის 8 ნოემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს.
თენგიზ და კახაბერ ლომიძეები
თენგიზი დაიბადა 1972 წლის 20 თებერვალს ქ. სოხუმში.
1989 წელს დაამთავრა ბესლეთის I საშუალო სკოლა. 1989 წლიდან აფხაზეთის ომის
დაწყებამდე მუშაობდა სოხუმის მე-3 პურის ქარხანაში.
1992 წლის 14 აგვისტოდან მოხალისედ ჩაეწერა 23-ე ბრიგადის სოხუმის
ბატალიონში. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, – სოხუმში, ათარაარმიანსკაიაში, ს. აჩადარაში, მდ. გუმისთაზე. 1992 წ. 6 ნოემბერს მძიმედ დაიჭრა და
8 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია ბესლეთის სასაფლაოზე.
კახაბერის საბრძოლო მოკვლევაში ვკითხულობთ: რიგითი კახაბერ გოგის ძე ლომიძე,
დაბადებული 1969 წლის 9 აგვისტოს, ქართველი, განათლება საშუალო,
უცოლშვილო, მცხოვრები სოხუმის რაიონის სოფ. ბესლეთში. 23-ე ბრიგადის პირველ
მოტომსროლელ ბატალიონში ირიცხებოდა 1992 წლის დეკემბრიდან. აფხაზეთში
მიმდინარე ომის პერიოდში მან თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა
და ბედნიერებისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობა მიიღო ბატალიონის
მიერ ჩატარებულ ბევრ საბრძოლო ოპერაციაში. აქტიური მოქმედებისათვის იგი
არაერთხელ იყო აღნიშნული ხელმძღვანელების მიერ.
1993 წლის 18 აგვისტოს რიგითი კ. გ. ლომიძე მტრის მიერ განახლებული შემოტევის
დროს ერთ-ერთი პირველი ჩაება ბრძოლაში. იგი იბრძოდა სოფ. ლინდავაში,
ოდიშთან. 18 სექტემბერს მცირერიცხოვანი ჯგუფით იგი წინ გადაეღობა მტრის
ძლიერ შემოტევას სოფ. გვარდასთან. მათ მტერს დიდი ზარალი
მიაყენეს. კონტრშეტევის დროს კახაბერი დაიღუპა მტრის მიერ ნასროლი ჭურვის
აფეთქების შედეგად.
* * *
სადა ხარ, შვილო კახა? რომ იცოდე, როგორ დავიღალე ლოდინით! გაუსაძლისად
ტკივილიანია ეს მოლოდინი. ხანდახან ასე მგონია, ისევ გაიღება ხმაურით კარი,
გრიგალივით შემოიჭრები, შემომეჭდობი ყელზე, ლოყებს დამიკოცნი… სიზმარში
როდესაც გხედავ, თვალის გახელის მეშინია, ისევ არ გამიქრე, არ დამეკარგო.
ოთხი ვაჟკაცი გაგზარდეთ წვითა და დაგვით. საქორწინოდ გამზადებდით,
ვხარობდით თქვენით მე და უბედური მამათქვენი. ვინ იფიქრებდა, აფხაზეთში ომი
რომ დაიწყებოდა და ოთხივენი ერთად წახვიდოდით ერის წინაშე ვალის
მოსახდელად, წინა ხაზზე დადგებოდით სამშობლოს დასაცავად; როგორ
წარმოვიდგენდი, რომ ორ შვილს ერთბაშად დაგკარგავდით… პირველად 20 წლის
თენგიზი გამოარჩია მტრის დაუნდობელმა ტყვიამ. ის საცოდავი დავიტირეთ და
დავასაფლავეთ მაინც ქრისტიანულად. შენი კი ვერაფერი გავიგეთ. ნუთუ ყვავყორნებისა და ღორების სათრევ-საჯიჯგნად გაგაჩინე და გაგზარდე, შვილო, ჩემო
ერთგულო, პირდაპირო და მართალო ბიჭო? რომ იცოდე, როგორ გვაკლიხარ, როგორ
გვენატრები ყველას! სვეგამწარებული დედაშენის ცხოვრება შენს ღიმილიან
სურთაებთან იწყება და იქვე მთავრდება. განა შენი დედ-მამის ყოფას სიცოცხლე
ჰქვია?! ჩვენ ვარსებობთ მხოლოდ შენი ძმების – კობასა და ზვიადისათვის, რომლებიც
თავგამოდებით გეძებენ დღესაც, თან თავს იმით ვინუგეშებთ, რომ იქ, ზეციურ
საუფლოში, შეგეყრებით შენ და თენგიზს, რომ მოვეფეროთ თქვენს გატანჯულ
სულებს, დაგიამოთ ყველა ტკივილი.
9 აგვისტო შენი დაბადების დღეა. საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნილი, მუხლებზე
დაჩოქილი ვეალერსები შენსავით ბედდამწვარი სრულიად უცნობი ვაჟკაცის საფლავს
და ლოცვასავით ვჩურჩულებ: დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიცოცხლევ და
სიხარულო, ჩემო პირგახსნილო იარავ, ჩემო სევდავ და ტკივილო, შენს ოცდამეხუთე
აგვისტოს გილოცავ, შვილო! ნუგეში და შენი კეთილდღეობის იმედი არ მოაკლოს
უფალმა შენს უბედურ მშობლებს!
თქვენ გარბოდით შავი ზღვისკენ
ძრწოლითა და გულის ხეთქვით,
თქვენ ისა ხართ, ვინც განგაშის
პირველ ზარზე წამოდექით;
თქვენ ისა ხართ, ვინც ამ დღისთვის
ხორცი წვრთნა და სული გეშა,
ვინც მწუხარე ქართვლის დედა
სიკვდილითაც ანუგეშა.