სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ხვიჩა სულაკაძე 1965-92წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოფ. იაშთხვა სოხუმი ხვიჩა სულაკაძე 1965-92წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოფ. იაშთხვა სოხუმი ხვიჩა სულაკაძე 1965-92წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოფ. იაშთხვა სოხუმი ხვიჩა სულაკაძე 1965-92წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოფ. იაშთხვა სოხუმი

1965-1992 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სულაკაძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

ხვიჩა სულაკაძე 1965-92წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოფ. იაშთხვა სოხუმი

ხვიჩა სულაკაძე გივის ძე დაიბადა 1965 წლის 15 ივნისს სოხუმის რაიონის სოფე იაშთხვაში·


საშუალო სკოლის დამთავრების, შემდეგ მოიხარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. დაამთავრა საქართველო კვების მრეწველოიბის ტექნიკუმი პურ-პროდუქტების  ტექნოლოგიის სპეციალობით.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაეწერა, ქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის, პირველ მოტომსროლელ  ბატალიონში. იყო კეთილსინდისიერი, ელია.

პიროვნება, ბრძოლაში უშიშარი, რთული და სარისკო და უღალატო პიროვნება, ბრძოლაში უშიშარი და დავალებების პირნათლად შემსრულებელი.

ხვიჩა სულაკაძე, 1992 წლის 1 ოქტომბერს, სოფელ აჩდარაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად გარდაიცვალა.

სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით

 

ხვიჩა სულაკაძე დაიბადა 1965 წლის 15 ივნისს, სოხუმის რაიონში, იაშთხვაში. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე შეუერთდა თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის I ბატალიონს. დაიღუპა 1992 წლის 12 ოქტომბერს, აჩადარაში. დაკრძალულია იაშთხვას სასაფლაოზე...

იზა ხურცილავა, ხვიჩა სულაკაძის მეუღლე_ მე და ხვიჩა ერთ კლასში ვსწავლობდით და სწორედ იქიდან დაიწყო ჩვენი დიდი სიყვარულის ისტორია. უხერხულია საკუთარ მეუღლეზე საუბარი, თუმცა, გადაუჭარბებლად შემიძლია, ვთქვა, რომ ხვიჩა არჩვეულებრივი ადამიანი იყო, მხიარული,  დაუშრეტელი ენერგიით, სიყვარულით სავსე და პოზიტიური. პასუხისმგებლობის უსაზღვრო გრძნობით იყო განმსჭვალული. საომარ მოქმედებებში პირველივე დღეებიდან ჩაერთო_მე აქ დავიბადე, გავიზარდე, ეს ჩემი კუთხეა, ჩემი ოდა-ბადე, ჩემი მიწა-წყალი და სხვანაირად არ შემიძლია. მე თუ არა, სხვამ ვინ უნდა დაიცვასო. როგორ შემეძლო, მის ამ გულწრფელ, მართალ გადაწყვეტილებას შევწინააღმდეგებოდი?!  ის ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცურად იქცეოდა. ხვიჩას ყავდა ბავშვობის მეგობარი_  ბადრი შელეგია. ისინი ერთად წავიდნენ საომრად და ერთად დაიღუპნენ...

.... როცა გაგრა დაეცა, ჩვენი სამეზობლო სვანეთში გაიხიზნა; ხვიჩა, ამ დროს ფრონტის წინა ხაზზე იყო; მან არ იცოდა, ისე წავედი მეც სვანეთში ჩვენს 2 წლის ვაჟთან ერთად... 

13 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო_ ჩვენი შეუღლებიდან სამი წელი ხდებოდა და სოხუმში უნდა ჩავეყვანეთ, მაგრამ არ დასცალდა_ 1992 წლის 12 ოქტომბერი საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენთვის... ის მარადისობას შეუერთდა, მე კი დამიტოვა ენით აუწერელი ტკივილი ჩვენ 2 წლის შვილთან ერთად, რომელიც აუცილებლად, ღირსეულ კაცად უნდა გამეზარდა! და მადლობა ღმერთს, რომ ეს შევძელი!

ხვიჩას გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ დაბომბვაში მოვყევით_ სახლს, სადაც ვცხოვრობდით, ჭურვი დაეცა და ჩემი დედამთილის სიცოცხლე შეიწირა, მე და ბავშვი კი სასწაულებრივად გადავრჩით. 

მე და ჩვენი შვილი იმ თვითმფრინავით გადმოვფრინდით თბილისში, რომელიც არც კი ვიცოდით, დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით ჩაგვიყვანდა თუ არა_ენით აუწერელი, მძიმე მდგომარეობა იყო..ახლაც მიკანკალებს მთელი სხეული, როცა მახსენდება...

... შემდეგ იყო საკუთარ სამშობლოში დევნილობის გაუსაძლისი წლები, ხვიჩას და სოხუმის მონატრებით სავსე... ჩვენთვის პენსიის დანიშვნაც კი პრობლემა გახდა; დიდი ბრძოლა დამჭირდა იმ მიზერული პენსიის მისაღებადაც კი. მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ჩემთვის ვეტერანის პენსიის დანიშვნა. მადლობა ამისთვის ხვიჩას მეთაურს, თანამებრძოლებს,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს... თუმცა, ჩემი განსაცდელები, მხოლოდ ამით არ დასრულებულა_განვლილმა ტრაგედიებმა თავისი დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას_2010 წელს დამისვეს მძიმე დიაგნოზი (სიმსივნე), რომელიც ვთვლი, რომ ღმერთისა და კეთილისმყოფელი ადამიანების დახმარებით, დავამარცხე...

... დღესაც მიკვირს, როგორ შევძელი ყველაფერი ამის გამოვლა, მაგრამ მქონდა მიზანი_ ჩვენი შვილი, მამამისის სახელის უკვდასაყოფად, ქართველ ვაჟკაცად აღმეზარდა!.. და მე დღეს, ამდენი ტკივილის და ცრემლის მიუხედავად, ბედნიერი დედა ვარ, რადგან გიგა, პატიოსანი, შრომისმოყვარე და კეთილი ადამიანი დადგა, სწორედ ისეთი, ხვიჩა სულაკაძის ვაჟი რომ უნდა ყოფილიყო! 

და დღეს, ის ადამიანები, რომელნიც ომის რიტორიკით საუბრობენ, დარწმუნებული ვარ, არც კი იციან, წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა არის ომი! რა ენით აუწერელი ჯოჯოხეთია! თორემ, იმის მეათედიც კი რომ გაევლოთ, რაც მე და ჩემნაირებმა გამოვიარეთ, ომს სიზმარშიც კი არ ახსენებდნენ... მხოლოდ მშვიდობისთვის ილოცებდნენ, იღვაწებდნენ..

...მე ვიცი, აუცილებლად დავბუნდები ჩემ სოხუმში, სადაც ჩემი ბედნიერების აკვანი დაირწა და სადაც, სამოთხესავით ჩვენ ქართულ მიწაზე, ჩემი ხვიჩას სისხლი, ჯერ კიდევ არ შემშრალა! "

დათო ღვინჯილია-ვიცე-პოლკოვნიკი, 23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის მეთაური _’’ხვიჩას ოცეული, ფაქტობრივად, აჩადარას თავზე, ჩვენი პოზიციების უკან, ოღონდ შემაღლებულ ქედზე იდგა_იმ პოზიციიდან კარგად ჩანდა ყველაფერი. (იქ, ერთი სომეხი ეროვნების კაცს ძალიან კარგი სახლი ჰქონდა, ბასეინით, რომელიც ჩვენ დაგვითმო და სწორედ იქ გამაგრდა ხვიჩას ოცეული. იმ ბასეინსაც ძალიან ოსტატურად იყენებდნენ ჩვენი მებრძოლები ბრძოლის დროს). აფხაზების სადაზვერვო ჯგუფი სწორედ იმ ქედს ამოუყვა, რომელიც ხიდთან იწყებოდა. იმ ადგილის შესახებ, თითქმის, არავინ იცოდა_შესაძლოა, ან მწყემსებმა, ან მონადირეებმა შენიშნეს იქ ჩვენები და, ალბათ, ისინი ამოყვნენ მტრის შენაერთს, რომელიც ზურგიდან მოადგა პოზიციაზე გამაგრებულ ჩვენს მებრძოლებს. მართალია, მოულოდნელი იყო აფხაზების იქ გამოჩენა, მაგრამ ჩვენი ბიჭები არ დაიბნენ და უმალ დაიწყეს წინააღმდეგობის გაწევა. ხვიჩა, სწორედ ამ დაპირისპირებისას, ცეცხლის ეპიცენტრში აღმოჩნდა... ჩვენი ბიჭებიდან რამდენიმე დაიჭრა,მათ შორის ძალიან მძიმედაც;  ერთ-ერთის გამოყვანა მოვასწარით, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა,თუმცა, შემდეგ გარდაიცვალა. ხვიჩა ადგილზე დაიღუპა_ტყვიამფრქვევით იყო, ფაქტობრივად, გადასერილი...

..ის აფხაზები ჩვენი ბატალიონის გასანადგურებლად მოდიოდნენ და არ ელოდნენ, ამხელა წინააღმდეგობა თუ დახვდებოდათ... ამ ოცეულმა მთელი სიმძიმე თავის თავზე აიღო და ჩვენ გადაგვარჩინა... შეტაკება, მაქსიმუმ, 3-5 წუთს მიმდინარეობდა, მაგრამ იმდენად გააფთრებული ბრძოლა იყო, რომ როცა ავედით, ტყვიები უკვე აღარავის ჰქონდა_ყველა ვაზნა დაცლილი იყო... ისეთი ‘’გაკვეთილი’’მიიღეს აფხაზებმა, რომ მას შემდეგ, იქ ამოსვლა, აღარც უცდიათ..."

ზურაბ შამუგია _ვიცე-პოლკოვნიკი, პირველი ბატალიონის მეთაურის მოადგილე_ ‘’აფხაზეთის ომი 14 აგვისტოს დაიწყო და ჩვენ, ბატალიონად, აგვისტოს ბოლოს, უკვე ჩამოყალიბებული ვიყავით. 26 სექტემბერს დაიწერა ბრძანება, მაგრამ ჩვენ ჩვენი პოზიციები უკვე გვეკავა. ბატალიონის ფორმირების პროცესში მოვიდა ჩვენთან ხვიჩა, თავის მეგობრებთან ერთად_ისინი სოხუმის რაიონის სოფელ იაშთხვადან იყვნენ. სწორედ ამ ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭებისგან შეიქმნა ოცეული.  ხვიჩა გამორჩეული პიროვნება იყო, სულით ძლიერი, გაუტეხელი, ღირსეული, ქართველი ვაჟკაცი. წარმოიდგინეთ,როგორი გამბედავი უნდა ყოფილიყო, რომ განთქმულ დურუ ხურცილავას სიძეობა’’გაბედა’’; მისი მეუღლე, იზა, დურუს ძმისშვილია; იზას მამაც, მიტუშაც, გამორჩეული ვაჟკაცი იყო... დატოვა უსაყვარლესი მეუღლე, 2 წლის ვაჟი და წამოვიდა თავისი ქვეყნის დასაცავად.

... ხვიჩას ოცეული სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეზე გახლდათ განლაგებული; ღამის საათებში, აფხაზური ფორმირებები შეეცადნენ, ალყაში მოექციათ იქ მყოფი ჩვენი მებრძოლები და საერთოდ, ჩვენი_23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონი,რომელიც გუმისთის პირას ხიდსა და მთელს პერიმეტრს იცავდა. ხვიჩამ და ოცეულის გმირმა მეომრებმა, მტრის მოგერიება შეძლეს, რამაც ჩვენ_მთელი ბატალიონი გადაგვარჩინა და დაიცვა გზა სოხუმის მიმართულებით. აფხაზურ მხარეს საკმაოდ ბევრი მსხვერპლი ყავდა... ომი ახალი დაწყებული იყო და აფხაზები გამუდმებით ცდილობდნენ ჩვენი პოზიციების გარღვევას... 

როცა შეტაკების ადგილზე ავედით, უკვე ბრძოლა დასრულებული იყო_ჩვენი გამარჯვებით! მტერმა მაშინ თავის მიზანს ვერ მიაღწია_ხვიჩამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა მთელი ბატალიონი.. ხვიჩასნაირი ერთგული და თავგანწირული კაცების სისხლით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე!..’’

ხვიჩა სულაკაძე, 2018 წლის 29 ნოემბერს, პრეზიდენტის განკარგულებით, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.07.2021
ბოლო რედაქტირება 19.09.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 08.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0