გარეკანის ფოტო გრიგოლ უგრეხელიძე
გრიგოლ, ზვიად, გიორგი უგრეხელიძეები მამა შვილები
სოხუმის რაიონში სოფელ ლინდავას მკვიდრმა სამოცი წლის გრიგოლ უგრეხელიძემ ცხოვრება პატიოსან შრომაში, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულში გაატარა. ძლიერი ვაჯკაცები გაუზარდა სამშობლოს, ძთაუნერგა მშობლიური მიწის ყადრი და სიყვარული,
აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე გრიგოლ უგრეხელიძემ თავისი შვილები 27 წლის გიორგი და 25 წლის ზვიადი გვერდით ამოიყენა და 1992 წლის სექტემბერში რიგითებად ჩაეწერნენ თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 23 თებერვალს სოფელ აჩადარაში ზვიადი ერთ-ერთი პირველი ჩაება ბრძოლაში და მტრის ულმობელმა ტყვიამაც არ დააყოვნა, არ დაინდო, ულამაზესი ჭაბუკი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
1993 წლის 16 სექტემბერს მტრის მასიური შემოტევის დროს მცირე ჯგუფით გადაეღობა მტერს გიორგი და ისიც ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს სამშობლოსათვის.
მეორე დღეს 17 სექტემბერს, შვილებდაკარგული, გააფთრებული მამა თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს, ჭურვის ნამსხვრევმა ისიც იმსხვერპლა... საბრძოლო მოქმედებების გართულების გამო, თანამებრძოლებმა ვერ შეძლეს მისი ნეშტის ბრძოლის ველიდან გამოტანა.
ასეთი ოჯახების მაგალითზე ხვდები, როგორ მოაღწია (მიუხედავად უამრავი დამპყრობლისა) პატარა საქართველომ დღემდე, გეძლევა იმედი, რომ ქვეყანა, სადაც უგრეხელიძეებისნაირი ვაჟკაცები იბადებიან, იზრდებიან – არასდროს გადაშენდება... და კიდევ, მუდმივად გახსოვს, რომ გაქვს ვალი მათი სულების წინაშე.
გიორგი უგრეხელიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ზვიად უგრეხელიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მხედრული მამაცობისათვის“.
ძმა გიორგი უგრეხელიძე
მამა გრიგოლ უგრეხელიძე